მიუხედავად სამზარეულოს იმ დანების კომპლექტების პოპულარობისა, რაც სახლში გვაქვს, სამუშაოს ძირითადი ნაწილი ჩვეულებრივ მხოლოდ ერთი, მაქსიმუმ ორი დანის გამოყენებით ხორციელდება.
დანის შეძენისას კონცენტრირება უნდა მოახდინოთ ისეთ დანაზე, რომელიც კომფორტულად მოერგება თქვენს ხელებს და მარტივი გამოსაყენებელი იქნება. თუ თქვენს სამზარეულოში სხვა დანაა საჭირო, შეგიძლიათ მოგვიანებით შეიძინოთ დამატებითი, უფრო სპეციფიკური სამზარეულო დანა და შექმნათ დანების პერსონალური ნაკრები.
სამზარეულოს დანის შეძენამდე გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
- როგორი დანა გსურთ გქონდეთ (თქვენს მიერ მომზადებული კერძების გათვალისწინებით)
- სამზარეულოს დანის ზომა, რომ შეძლოთ მისი კარგად გამოყენება
- უმჯობესია თუ პირი მთლიანად უჟანგავი ფოლადისგან იქნება დამზადებული
- უმჯობესია თუ დანას სიმკვეთრე ექნება
- რამდენი თანხას გადაიხდიდი კარგი დანაში.
დიზაინი და მასალა
სამზარეულოს დანის ძირითადი დიზაინი ბოლო 10 000 წლის განმავლობაში მკვეთრად არ შეცვლილა, ამდენად დანა რჩება სახელურიანი. მასალების (განსაკუთრებით ფოლადის) და მათი დამუშავების სფეროში დიდი პროგრესი იყო.
სამზარეულოს დანის ხარისხი და ფასი დღესდღეობით განისაზღვრება:
- ფოლადის ხარისხით
- მეთოდით, რომელიც გამოიყენება ფოლადის გარდაქმნისა და გამკვრივებისთვის
- რამდენად ბასრია დანა და რამდენ ხანს ინარჩუნებს სიმკვეთრეს სწორად გამოყენების შემთხვევაში, რაც უპირველესად დამოკიდებულია პირველ ორ ჩამონათვალზე
- რამდენად ხშირად არის საჭირო დანის გალესვა და რამდენად მოთხოვნადია ეს პროცესი
- სახელურზე როგორ გრძნობთ დანას
- სახელურის ხარისხი და დამზადება.
სამზარეულოს დანა შეუცვლელი სამზარეულოს ხელსაწყოა, მას ორი ძირითადი მახასიათებელი აქვს: ფუნქციონალობა და ერგონომიკა. დანამ ყოველდღიური სამზარეულოს ამოცანები უნდა გადაჭრას. გარდა ჭრის სიმარტივისა, ესთეტიკური ასპექტი კიდევ ერთი მახასიათებელია, რომელიც გასათვალისწინებელია.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები