ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგისახლში მომზადებული გრანოლა

სახლში მომზადებული გრანოლა

სახლში მომზადებული გრანოლა უგემრიელესი საუზმე და ენერგიის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. მისი მომზადება მარტივია, შეგიძლიათ წინასწარ გააკეთოთ და რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში მიირთვათ.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა შვრია
  • 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
  • 4 სუფრის კოვზი ნატურალური (გადაუმუშავებელი) თაფლი
  • 1/2 ჭიქა წვრილად დაჭრილი თხილეული თქვენი გემოვნებით, მაგალითად ნუში, ნიგოზი, თხილი და ა.შ
  • 1/2 ჭიქა ნებისმიერი ხილის ჩირი, მაგალითად, ქიშმიში ან გამომშრალი კენკრა
  • 1/2-1 ჩაის კოვზი დარიჩინი (გემოვნებით)
  • 1/2 ჭიქა ქოქოსის ფანტელი
  • 1 სუფრის კოვზი ჩიას თესლი (ან სელის, ან ორივე)
  • სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუმატოთ: გაფცქვნილი გოგრის თესლი, სულ ცოტა მარილი, 75%-იანი შოკოლადის ნატეხები, მაგრამ თუ უშაქრო მიუსლის გაკეთება გსურთ, შოკოლადს ნუ დაუმატებთ.

 მომზადების მეთოდი:

გააცხელეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე. დაასხით ქოქოსის ზეთი და გააცხელეთ.

ზეთიან ტაფაზე მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი, შოკოლადის, თაფლისა და ჩირის გარდა.

კარგად ურიეთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. თუ ძალიან სწრაფად დაიწყებს გაყავისფრებას, დაუწიეთ ცეცხლს. დაახლოებით 3-4 წუთი საკმარისია.

გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ თაფლი. კარგად აურიეთ.

აცადეთ გაციება. შეგიძლიათ მისცეთ ფორმა ან დატოვოთ გაშლილი.

შეგრილებულ გრანოლას შეგიძლიათ დაამატოთ ჩირი და შოკოლადის ნატეხები.

კარგად გაცივებული გრანოლა გადაიტანეთ კონტეინერში.

გრანოლა შეგიძლიათ მიირთვათ ნუშის რძესთან ან მაწონთან ერთად. ის ასევე ჩაგინაცვლებთ ტკბილ წასახემსებელს.

იმისათვის, რომ საუზმე კიდევ უფრო სასიამოვნო გახადოთ, ლამაზად გააფორმეთ საკვები. ჩართეთ ოჯახის წევრები და იხალისეთ მომზადების პროცესით. ოჯახის წევრებთან ერთად საუზმე კი გადააქციეთ ოჯახურ ტრადიციად. ასე თქვენი საუზმე არა მხოლოდ ჯანსაღი, არამედ სასიამოვნო და სახალისო პროცესიც იქნება.

გემრიელად მიირთვით!

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „ახლა წადით ეკლესიაში, ზოგიერთებმა სანთელი დაანთეთ, გიორგი ფხაკაძე რომ არ ჩამოვიდეს. თუ ჩამოვალ...
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები