შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: ,,სიყვარულით გაკეთებული საქმე და დაუღალავი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – ექსკლუზიური ინტერვიუ Food Blogger Khato-სთან
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
ექსკლუზივიკერძებისიახლეებიქართული სამზარეულო

,,სიყვარულით გაკეთებული საქმე და დაუღალავი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – ექსკლუზიური ინტერვიუ Food Blogger Khato-სთან

,,სიყვარულით გაკეთებული საქმე და დაუღალავი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” - ექსკლუზიური ინტერვიუ Food Blogger Khato-
ნინო ბერიძე
ავტორი
ნინო ბერიძე
გამოქვეყნებული: სექტემბერი 26, 2025
გაზიარება
გაზიარება

ავტორი: ანი დავიდიანი

კულინარიული ბლოგერი Food Blogger Khato ,,შენი სუფრას” მკითხველს თავისი ბლოგის შექმნის ისტორიას და გამოცდილებასა უზიარებს…

– თქვენს ბლოგზე გვიამბეთ, რატომ გადაწყვიტეთ მისი შექმნა?

– უპირველესად, მივესალმები ჩემს მკითხველს. დავიწყებ იქიდან, რომ ძალიან მომწონდა სოციალურ ქსელებში კულინარიული ჯგუფები და ყოველთვის ვადევნებდი თვალს… შემდეგ დავიწყე სხვადასხვა კულინარიულ ჯგუფში რეცეპტების ატვირთვა. როცა ადამიანების დადებითი დამოკიდებულება დავინახე ჩემი რეცეპტების მიმართ, გადავწყვიტე საკუთარი კულინარიული ბლოგი შემექმნა. მეოთხე წელია, რაც ფეიზბუქზე ჩემი კულინარიული ჯგუფი მაქვს. ტიკტოკი 3 წელია, რაც მაქვს, ხოლო 5-6 თვის გახსნილი მაქვს youtube არხი და facebook გვერდი.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დავიბადე და გავიზარდე გურმანების ოჯახში. ბებია საოცარი კულინარი მყავდა, მას იმ დროისთვის უამრავი კულინარიული წიგნი ჰქოდნა. ბებო ყოველთვის ცდილობდა, მოემზადებინა სხვადასხვა ქვეყნის კერძები და დესერტები. იმ წიგნების ნაწილი მაქვს და ხშირად ვიყენებ. როგორც ამბობენ, სწავლა სიბერემდეაო, ხშირად ვკითხულობ კულინარიულ წიგნებს, ვუყურებ კულინარიულ გადაცემებს.

რამდენიმე წელი საბერძნეთში ცხოვრება მომიწია ოჯახთან ერთად და ბერძნული კერძებიც შევისწავლე. ბლოგის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჯერ შემენახა ჩემი რეცეპტები და შემდეგ გადამეტანა კულინარიულ წიგნში, რომელსაც მეორე წელია, ვწერ და ჯერ ბოლოში ვერ გავედი ჩემი უდროობის გამო.

განსაკუთრებით, მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტორი, ორი წლის წინ დავკარგე საყვარელი დედა, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი და დაახლოებით ერთი წელი არ შევდიოდი ჩემს კულინარიულ სივრცეში, ძალიან უძლური ვიყავი. ოჯახის წევრებისა და მეგობრების თხოვნით დავიწყე ისევ რეცეპტების ატვირთვა. არ შემეძლო, მაგრამ ვცდილობდი. თუ რამე ძალა მქონდა შემორჩენილი, მომეკრიბა… შეძლებისდაგვარად ვიყავი ჩართული და ნელ-ნელა ვიგრძენი შვება. კულინარიის ბლოგმა და ჩემმა გამომწერებმა დამაყენა ფეხზე.

– რთულია თუ არა ეს საქმიანობა და რა წინაღობები გხვდებათ?

– ნამდვილად რთულია. იცით რაში გამოიხატება სირთულე?- მოითხოვს ბევრ შრომას, ენერგიასა და დროს. აუდიტორიის წინაშე დგომა არც ისე ადვილია. ვიდეო რეცეპტების ჩაწერას, დამონტაჟებასა და ატვირთვას, ძირითადად, შაბათ-კვირას ვახერხებ. დანარჩენ დღეებში ჩემი სამსახურით ვარ დაკავებული. ძალიან განვიცდი იმას, რომ მინდა უფრო მეტი რეცეპტი გავუზიარო ჩემს გამომწერებს, მაგრამ უდროობის გამო ვერ ვახერხებ.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

– რას ურჩევთ დამწყებ Food ბლოგერებს, როგორ შეიძლება მიაღწიონ წარმატებას?

READ  რჩევები დიასახლისებს- როგორ გავიმარტივოთ საჭმლის მომზადების პროცესი

– დამწყებ Food ბლოგერებს ვურჩევ, რომ აუცილებლად იყვნენ გულწრფელები, აქტიურები და ორიგინალურები. ყოველთვის უნდა იყვნენ სიახლის ძიებაში, უნდა იკითხონ კულინარიული წიგნები, უნდა შეეძლოთ რეცეპტებში სიახლის შეტანა და არასდროს არ უნდა აკოპირებდნენ სხვა Food ბლოგერების რეცეპტებს. ყოველთვის იყვნენ მშვიდები და არასდროს აყვნენ პროვოკატორებს. სიყვარულით გაკეთებული საქმე და დაუღალავი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

– როგორია თქვენი ცხოვრება თქვენი ბლოგის მიღმა?

– ალბათ, დამეთანხმებით, რომ ბედნიერი დღის საწინდარი, სწორად დაწყებული დილაა. ჩემი დღე დილის 7 საათზე იწყება საუზმით, ვასაუზმებ ოჯახის წევრებს, შემდეგ მივირთმევ ყავას და პარალელურად ვემზადები სამსახურში წასასვლელად. პროფესიით იურისტი ვარ, მერიაში ვარ დასაქმებული. საღამოს ვბრუნდები იმის ფიქრით, თუ რა მოვუმზადო ოჯახის  წევრებს. შევდივარ სუპერმარკეტში, ვყიდულობ პროდუქტებს და ვიწყებ სამზარეულოში ფუსფუსს. მიყვარს ქარგვა და ქსოვა, ეზოში ყვავილები მაქვს და ვცდილობ, ყოველი წუთი ისე გავთვალო, რომ არცერთი საქმე არ ჩამივარდეს. თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს, დროში ძალიან ვარ შეზღუდული.

Food Blogger Khato თავის ერთ-ერთ გამორჩეულ – შუს რეცეპტს გვიზიარებს

https://shenisupra.ge/wp-content/uploads/2024/03/GIP7jBlCcUa9VE8DAEThIFuFASMKbmdjAAAF.mp4

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

იხილეთ ასევე

  • როგორ ვიკვებოთ სწორად – ექსკლუზიური ინტერვიუ კვების ქოუჩთან და Foodbloger სოფია პაპავასთან
  • დავლიოთ თუ არა ქართული რძე?! – პროფესორი გიორგი ფხაკაძე მსოფლიო გამოცდილებაზე საუბრობს
  • 10 საუკეთესო ქართული კერძი, რომელსაც ვერ დაივიწყებ
  • საუცხოო რეცეპტები, რომელიც სეოზნის ჰიტად იქცა
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

“ბადაგონმა,, ქართველი ფერმერებისგან ყურძნის ჩაბარება დაიწყო
ჩიას თესლი – ბუნებრივი სუპერფუდი
საუზმე 10 წუთში – სწრაფად, მარტივად და ჯანსაღად
გთავაზობთ სამზარეულოს ხრიკებს, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ
თევზის სწორად მომზადების უზბეკური მეთოდი
TAGGED:ექსკლუზივიინტერვიურეცეპტებიქართული სამზარეულოშენი სუფრა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორინინო ბერიძე
ჟურნალისტი — ჯანსაღი კვება და კვების მეცნიერება. აშუქებს დიეტებს, პროდუქტების სარგებელს, კვების უსაფრთხოებასა და ექიმების რეკომენდაციებს.
წინა სტატია ეს ჩემი ბუნებაა: ტრადიციული რეცეპტის მიხედვით კლასიკურ კერძს არ ვამზადებ. გადავწყვიტე პიცა მოვამზადო ასე. ეს ჩემი ბუნებაა: ტრადიციული რეცეპტის მიხედვით კლასიკურ კერძს არ ვამზადებ. გადავწყვიტე პიცა მოვამზადო ასე.
შემდეგი სტატია გორული მწვანე - ნომერ პირველი ღვინო ქართლში გორული მწვანე – ნომერ პირველი ღვინო ქართლში
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: რძის ფაფის მითები და რეალობა - ქართული ტრადიციული საუზმე

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?