შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: “დამსაქმებლებს ვეტყოდი, რომ ანაზღაურება შრომის შესაბამისი უნდა იყოს” – ინტერვიუ მიმტანთან
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
ექსკლუზივიმიმტანისიახლეები

“დამსაქმებლებს ვეტყოდი, რომ ანაზღაურება შრომის შესაბამისი უნდა იყოს” – ინტერვიუ მიმტანთან

"დამსაქმებლებს ვეტყოდი, რომ ანაზღაურება შრომის შესაბამისი უნდა იყოს" - ინტერვიუ მიმტანთან
ანა ჭელიძე
ავტორი
ანა ჭელიძე
გამოქვეყნებული: ნოემბერი 18, 2025
გაზიარება
გაზიარება

shenisupra.ge კიდევ ერთ საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ მიმტანთან, რომლის პროფესიაც დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია:

– გიორგი, რამდენი ხანია, მინტანი ხართ?

– უკვე 12 წელია.

–საინტერესოა, რა გარემოებებმა აგარჩევინათ ეს პროფესია?

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

-როცა ამ სფეროში შემოსვლა გადავწყვიტე,  ჩემი მიზანი იყო ყველა პოზიციის შესწავლა და სამომავლოდ საკუთარი ობიექტის გახსნა…

– სამსახურის პირველი დღეები რომ გაიხსენოთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მენეჯერებს?

-იდეალური,  პირველ დღეებში მხოლოდ  გადმოცემით ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, ამის მიუხედავად,  არანაირი უარყოფითი ემოცია ან შენიშვნა არ წამოსულა  მენეჯერებისგან…

–მოგეხსენებათ, პირველი დღეები არც ერთ სამსახურში არ არის მარტივი, თქვენ შემთხვევაში როგორ იყო?

-თავს იდეალურად ვგრძნობდი, იმდენად  კარგი “სტაფი” და  მენეჯერები დამხვდა, თავი სახლში მეგონა, მინდა ვთქვა, რომ  ნამდვილად  კარგი ატმოსფერო ჰქონდათ შექმნილი.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

– მომხმარებლების დამოკიდებულებაზე რას გვეტყვით?

-ეს ძალიან ინდივიდულურია, განსხვავდება ყველა ობიექტი თავისი მომხმარებლებით, ყველანაირი კატეგორიის ადამიანს ვხვდებით…

–მიმტანების ახლანდელ რეალობაზე რას გვეტყვით, როგორი მდგომარეობაა?

-ახლანდელი მოცემულობით ნამდვილად არ არის კარგი მდგომარეობა, ვფიქრობ,  ეს ყველაფერი არის არაპროფესიონალი მენეჯერების ბრალი, რაც ხდება, ზოგადად, ობიექტებზე. მენეჯერობა მხოლოდ  თანამდებობაა და, სამწუხაროდ, ამ სტატუსს არასწორად აღიქვამს ზოგიერთი…

–საინტერესოა, უშუალოდ , დამსაქმებლებს რა რჩევებს მისცემდით?

-დამსაქმებებლებს ვეტყოდი, რომ ანაზღაურება შრომის შესაბამისი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში  ორივე მხარე დარჩება კმაყოფილი. მიმტანებს ძალიან დიდი როლი აკისრიათ ამ სფეროში, თუმცა ყველა ვერ აანალიზებს ამას…

– და ინტერვიუს ბოლოს,  მაინტერესებს, იმ ახალგაზრდებს რა რჩევებს მისცემდით, რომლებიც ახლა გადიან თქვენს გავლილ გზას?

-მთავარია, მიუდგნენ ისე,  როგორც პროფესია და არა – სამსახური, ვფიქრობ,  ამით ყველაფერი ნათქვამია…

ავტორი: მაგდა ალანია

იხილეთ ასევე

  • ექსკლუზიური ინტერვიუ food ბლოგერ თამთა სიხარულიძე-ლიპირიდი✨️ Tata’s Culinary-სთან
  • ჭინჭრის მომზადების თიანური რეცეპტი არჩილ გამზარდიასგან ექსკლუზიურად “შენისუფრისთვის”
  • რჩევები, როგორ დაზოგოთ დრო სამზარეულოში მუშაობისას. გამოცდილი დიასახლისების და შეფ-მზარეულების ყველა სიბრძნე!
READ  ბრიუსელში ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის საქართველოს ერთწლიანი თავმჯდომარეობა დადებითად შეფასდა
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

კაკლის იმპორტი – იმპორტიორი ქვეყნები და საბაზრო ფასი
5 ყველაზე უჩვეულო ხილი
მსუბუქი, ჰაეროვანი და მყუდრო -გაგაცნობთ სკანდინავიური ინტერიერის დიზაინს
მოამზადეთ საგაზაფხულო ფერადი სალათი ქათმის ხორცით
შაქრის იმპორტი – სტატისტიკა და ფასები
TAGGED:ექსკლუზივიინტერვიუშენი სუფრა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიანა ჭელიძე
ჟურნალისტი — ღვინო, სასმელები და სამზარეულოს დიზაინი. წერს ქართულ ღვინოზე, ყავასა და ჩაიზე, სამზარეულოს ხელსაწყოებსა და აქსესუარებზე.
წინა სტატია The National Geographic Traveller Food Festival- ზე, წელს საქართველო პირველად წარსდგა The National Geographic Traveller Food Festival- ზე, წელს საქართველო პირველად წარსდგა
შემდეგი სტატია კარგი გზაა იმისთვის, რომ თავი გაინებივროთ ტკბილეულით! შოკოლადს მაღაზიაში უკვე აღარ ვყიდულობ! კარგი გზაა იმისთვის, რომ თავი გაინებივროთ ტკბილეულით! შოკოლადს მაღაზიაში უკვე აღარ ვყიდულობ!
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?