ორშაბათი, ოქტომბერი 21, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი"ჩემი დღე დილის 8 საათზე იწყება იოგით, ვარჯიშით... გურული ბიჭები არიან...

“ჩემი დღე დილის 8 საათზე იწყება იოგით, ვარჯიშით… გურული ბიჭები არიან ყველაფრის საწყისი”- ინტერვიუ ტატიანა კვეკვესკირთან -Tatiana’s Kitchen 🌸

სოციალურ ქსელებში პოპულარული Food ბლოგერი Tatiana’s Kitchen – ტატიანა კვეკვესკირი ,,შენისუფრას” მკითხველს თავისი კულინარიული ბლოგის ისტორიას უზიარებს, თუ როგორ გადაიქცა ოჯახური ყოველდღიურობა მის საყვარელ საქმიანობად. ასევე, დამწყებ ბლოგერებს წარმატების მისაღწევად გულწრფელ რჩევას აძლევს:

– თქვენ შესახებ გვიამბეთ, რამდენი ხანია, რაც კულინარიულ სფეროში ხართ და რატომ გადაწყვიტეთ ბლოგერობა?

– 4 წელია, რაც ეს ბლოგი მაქვს. ყველაფერი პანდემიის რთულ პერიოდში დაიწყო, როდესაც ძალიან მოწყენილობა იყო. ჩემი ბიჭებიც ჩავრთე ამ საქმეში, ლოგო და გვერდი შემიქმნეს. პროფესიით თარჯიმან-რეფერენტი ვარ, შესაბამისად, ძალიან ბევრს ვმოგზაურობ… თავიდან facebook-ზე კულინარიული ჯგუფები მხვდებოდა, მომწონდა ფოტოებსა და რეცეპტებს, რომ დებდნენ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ჩემი პირველი დიდი მოგზაურობა იყო, როდესაც დაახლოებით 4 თვე ვიყავი სხვადასხვა ქვეყანაში: ინდოეთში, ნეპალსა და ბანგლანდეშში. აი, ამ დროს ინდურმა საჭმელებმა და სურნელმა გადამრია, რაღაც სასწაული იყო!

– შეიძლება ითქვას, რომ თქვენმა პროფესიამ იმოქმედმა კულინარიულ ბლოგზე?

– დიახ,  ხელი შემიწყო. ინდური სამზარეულოთი აღფრთოვანებული ვიყავი, რომ ჩამოვედი სუნელებიც კი ჩამოვიტანე, რაღაც სასწაული იყო. გადავიყვანე მთელი ჩემი ოჯახი ინდურ კვებაზე… მათთვის სიახლე იყო და ძალიან მოსწონდათ ეს ყველაფერი. ჩემი პირველი შთაგონება ინდოეთი იყო. შემდეგ სხვა ქვეყნებიდანაც ჩამომქონდა სიახლეები. რეცეპტებს ვერ მივყვები, იმ გაგებით, რომ დროც არა მაქვს, ინტუიციით ვხვდები, რომ ჩემებურად შემიძლია შევურიო ერთით ნაკლები კვერცხი, რძე თუ არაჟანი, ასე ვთქვათ – ჩემებური ვერსიები მიყვარს.

– რთულია თქვენთვის ეს საქმიანობა? რა წინაღობები გხვდებათ?

– არა, ნამდვილად არ არის რთული. ძალიან საინტერესოა. თან ისე დაემთხვა, რომ ვიდეოების ჩაწერა რომ დავიწყე, ხალხი ძალიან დაინტერესდა. თავიდან ვერ ვახმოვანებდი, დროის უქონლობის გამო. მერე უკვე ცოტა დრო რომ მომეცა, დავიწყე ვიდეოებზე ჩემი ხმის დადება, რაც უფრო მოსწონს მაყურებელს, ,,სიმღერები არ დაგვანახოო” – ესე მეუბნებიან ხოლმე. იცით, რა არის, ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა, ჰობია და თანაც შვილებზე ზრუნვაცაა. ჩემ შვილებს ძალიან უყვართ მრავალფეროვანი საკვები. დღეს რომ შეჭამენ, იმას ხვალ აღარ განიხილავენ, სიახლე უნდათ. ეს ყველაფერი რაღაც ჰარმონიულად აეწყო.

– რა არის თქვენთვის ინსპირაციის წყარო?

– ჩემი დღე დილის 8 საათზე იწყება იოგით, ვარჯიშით, პილატეზე დავდივარ, იქვე არის სუპერმარკეტი და ვარჯიშის დროს მოფიქრებული ახალი იდეებისთვის პროდუქტებს გამოვიყოლებ ხოლმე, რომ ბიჭებს გავასინჯო. ხშირად ერთვებიან ისინიც… ძალიან გვიყვარს აგარაკზე სიარული და ოჯახურად ამ საქმეში ერთობლივად ჩართვა. ახლა, ბოლოს რომში ვიყავი 3 თვის წინ, ძალიან დამაინტერესა და ერთ-ერთ რესტორანში ვთხოვე შეფს, რომ თუ შეიძლებოდა მასტერკლასი ჩაეტარებინა, დამთანხმდა და გავიარე პიცისა და ტირამისუს მასტერკლასი. აღფრთოვანებული ვარ, მთელი ცხოვრება ვჭამდი რაღაც არასწორ პიცას, იტალიური პიცა ყოფილა სულ სხვა რაღაცა. კი მიწერენ ხოლმე 24 საათი როგორ შეიძლება ცომს ელოდო, უნდა ელოდო, თურმე მეტიც… საოცრება ყოფილა ნამდვილი პიცა. ტირამისუ ხო საერთოდ!… ყველა ჩემი ახლობელი ძალიან შეეჩვია და როდესაც მირეკავენ, მეუბნებიან, ტირამისუ მოგვიმზადე და მოვდივართო…

– ხშირად ახსენებთ ხოლმე თქვენს ვიდეოებში და ახლაც ახსენეთ თქვენი გურული ბიჭები, თქვენთვის რამდენად რთულია გურული ბიჭების გემოებთან ,,მორგება”?

– მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემი გურულები არიან ყველაფრის საწყისი და რა თქმა უნდა, ბუნებრივიცაა – მათთვის ვარსებობ. გურულები კი არიან, მაგრამ მეგრულ სამზარეულოზე არიან გაზრდილები. ვერ წარმოუდგენიათ, რომ კვირა ისე გავიდეს, ღომი არ იყოს ან ელარჯი სახლში. დედა მეგრელი მყავს, რომელსაც ჯადოსნური ჩუანი – ღომის ქვაბი აქვს, რომელიც, ალბათ, ჩემზე უფროსია და დედაჩემი მთელი ცხოვრებაა ,,უვლის”… ამოგვიტანს ხოლმე, ღომს მოგვიმზადებს და ბიჭებს ამ ,,რიტუალის” გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. ასე, რომ მეგრულ სამზარეულოზე არიან ჩემი გურულები გაზრდილები.

– დამწყებ Food ბლოგერებს რას ურჩევთ, როგორ მიაღწიონ ამ საქმიანობაში წარმატებას?

– ხშირად ვუყურებ ხოლმე დამწყებ ბლოგერებს, ვფიქრობ, რომ უნდა იყვნენ ბუნებრივები, ორიგინალურები. სხვისი რეცეპტების კოპირება არ იქნება მათი წარმატებისთვის კარგი. აი, რაღაცას რომ ვაკეთებ, მთელ სულს და გულს ვდებ და ჩემებურად ვაკეთებ, ყველას უნდა ჰქონდეს ის ,,ჩემებური”, ორიგინალობა.

– თქვენ სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ…

– ახლა კიდევ მოგზაურობა მიწევს და გადავწყვიტე, რომ სადაც წავალ, რაღაცის მასტერკლასი აუცილებლად გავიარო. თავიდანაც, ინდურ რესტორნებში რომ ვხვდებოდი, ვეკითხებოდი, თუ როგორ ამზადებნენ და მაინც და მაინც არ უყვარდათ პასუხი, მაგრამ სანამ კერძის შემადგენლობას ბოლომდე არ გამოვკითხავდი არ ვეშვებოდი, ბოლოს შემიყვანდნენ სამზარეულოში და მანახებდნენ პროცესს. სანამ ჩემსას არ მივაღწევ და სიახლეებს არ ჩამოვიტან ხოლმე, ვერ ვისვენებ!…

ავტორი: ანი დავიდიანი

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

20 October, 2024
ბიპოლარული აშლილობა – საინფორმაციო ბუკლეტი (ფსიქიკური ჯანმრთელობა)

ბიპოლარული აშლილობა – საინფორმაციო ბუკლეტი (ფსიქიკური ჯანმრთელობა)

ოქტომბერი 21, 2024
„რომ ვუყურებ ვფიქრობ: ღმერთო, ამდენი წელი შენ გელოდებოდი…საოცრებაა“ – ნინო თოლორდავა ახალბედა დედობაზე

„რომ ვუყურებ ვფიქრობ: ღმერთო, ამდენი წელი შენ გელოდებოდი…საოცრებაა“ – ნინო თოლორდავა ახალბედა დედობაზე

21 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
ლამაზი და შთამბეჭდავი ბაღი არის ის, რაც ყველას სურს, 15 იდეა-  რომ გქონდეთ ლამაზი ბაღი

ლამაზი და შთამბეჭდავი ბაღი არის ის, რაც ყველას სურს, 15 იდეა- რომ გქონდეთ ლამაზი ბაღი

ოქტომბერი 21, 2024
“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

18 ოქტომბერი 2024
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

ოქტომბერი 18, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ოქტომბერი 20, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები