შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: ქართული ყველი – ჩვენი მენიუს შეუცვლელი პროდუქტი
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კერძებიქართული სამზარეულოჯანსაღი კვება

ქართული ყველი – ჩვენი მენიუს შეუცვლელი პროდუქტი

ქართული ყველი - ჩვენი მენიუს შეუცვლელი პროდუქტი
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორი
ირინა დათაშვილი
გამოქვეყნებული: აგვისტო 15, 2026
გაზიარება
გაზიარება

საქართველოში ყველი ყოველდღიური მენიუს შეუცვლელი პროდუქტია. ის მუდამ თან ახლავს ყველა ტრაპეზს და ეს ქართულ იდიომურ გამოთქმაშიც აისახება – „ყველი და პურიო, კეთილი გულიო“. ქართულ გასტრონომიულ კულტურაში მრავლად მოიპოვება ყველიანი კერძების რეცეპტებიც.   

გთავაზობთ ქართული ყველის სახეობებს:

თუშური გუდის ყველი

თუშური გუდის ყველი ტრადიციულ ტყავის გუდაში

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

თუშური გუდის ყველი ცხვრის, ხშირად კი ცხვრისა და ძროხის შერეული, ნედლი, მოუხდელი რძისგან დამზადებული ყველია, რომელიც ცხვრის ტყავისაგან დამზადებულ გუდაში (გაკრეჭილი ბეწვით შიგნითა მხრიდან) მწიფდება. 

გუდაში 4-5 თავ ყველს ჩადებენ, მათ შორის ფენებად ჩაყრიან მარილს, თავს მოუკრავენ, საყველე ოთახში გაიტანენ და 2 დღე ისევ ნაბადს აფარებენ. მარილი რომ თანაბრად გაუჯდეს, რამდენიმე დღის განმავლობაში ყველს დღეში რამდენჯერმე აბრუნებენ და ფორმას უცვლიან. ყველი გუდაში 60 დღე მწიფდება.  

დამბალხაჭო

დამბალხაჭო - ობმოკიდებული ქართული ყველი

დამბალხაჭო ობიანი ყველის სახეობაა, რომელიც ოდითგანვე მთაში მზადდებოდა. დედამიწის ვერცერთ წერტილში ვერ ნახავ იმის მსგავს პროდუქტს, როგორიც საქართველოში – თიანეთსა და ფშავში მზადდება. გარედან ობმოკიდებული, შიგნიდან კი რბილი და ოქროსფერი დამბალხაჭო იჭმევა როგორც მშრალად, ისე ბევრ ერბოსთან ერთად ტაფაზე გაცხელებული. ის მსოფლიოში ცნობილ „ფონდიუს“ მოგაგონებს. 

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

გამზადებულ ხაჭოს მარილში გადაზელენ, კვერებად დაამრგვალებენ და გასაშრობად მზისგან მოშორებულ ადგილას სპეციალურ სათავსში – ძობანში ჩაალაგებენ. შესაძლოა, ძობანი ცოტა ხნით შესაბოლად კვამლის ზემოთაც დაკიდონ. ხაჭოს ამ მეთოდით დაახლოებით 7-10 დღე აშრობენ. შემდეგ შრატში რეცხავენ და კიდევ ცოტა ხანს ტოვებენ გასაშრობად. უკვე გამშრალ ხაჭოს თიხის ქოთნებში ან ქვევრში ათავსებენ და ავარგებენ.

სულგუნი

სულგუნი - ფენოვანი მეგრული ყველი

სულგუნის პირველ დამამზადებლებად მეგრელები და სვანები მიიჩნევიან. ეს ყველი კამეჩის ან ძროხის ახალმოწველილი რძისგან მზადდება. გადასაზელი ჩვილი სასულგუნე ყველი თხლად, ფურცლებად იჭრება და ცხელ წყალში ლაგდება. წყლის რაოდენობა ზომიერი უნდა იყოს. მაგრად დაზელის შემდეგ ხელზე დაიხვევენ, ისევ ზელენ, გააბრტყელებენ, ისევ მდუღარე რძეში ან წყალში ჩადებენ და ისევ დაიწყებენ დაგრეხას, შემდეგ კი – გუნდად შეკვრას.

READ  რა არის ღამის შვრია და როგორ მოვამზადოთ ის?

სულგუნის პირი ზევით უნდა იყოს, მას ხელით  მოაპრიალებენ. ყველი ფენოვანი გამოდის და მისი ხარისხიც ამით ფასდება. კარგად ამოავლებენ ყინულივით ცივ მარილწყალში, მოაყრიან მარილს და დადებენ ხის „აფშარაში“ (გობი). თუ დიდხანს შესანახად უნდათ, აუცილებლად გახვრეტენ ერთ ადგილას, რომ ბაწარზე აასხან, ან მაწვნიან მარილწყალში დებენ. სულგუნის მეგრულად შებოლვა ცალკე ტექნოლოგიაა. ის მაღლა, დირეზე კიდია და „ფურკი“ – კვამლიც შორიდან უვლის. მინიმუმ, ორი თვე იბოლება.

იმერული ყველი 

იმერული ყველი ხის გობზე

იმერული ყველი მოუხარშავი ყველის ჯგუფს მიეკუთვნება, ხელით ამოჰყავთ და „ხელურ“ ყველსაც უწოდებენ. ახალმოწველილ რძეში შესადედებლად კვეთს, ანუ, როგორც მას უწოდებენ, „ყველის დედას“ ამატებენ და დაბალ ცეცხლზე დგამენ. რძე შედედებას რომ დაიწყებს, ხელით ურევენ. შემდეგ წარმოქმნილ მასას ზომიერად წურავენ, აგუნდავებენ და თიხის ან ხის გობზე გადაიტანენ.

მარილი ზომიერად რომ მიიღოს და კარგად დამწიფდეს, ყველს ქვამარილით ამარილებენ. ის ყველში ზომიერადაც შედის და მასში ნასვრეტებსაც ზომიერად ავითარებს. ბოლოს ყველი დერგში, ანუ წათხში – მარილიან წყალში გადააქვთ.

ტენილი ყველი

მესხური ტენილი ყველი თიხის ქოთანში

„მესხური ტენილი“ ყველა სხვა ყველისგან განსხვავებულია თავისი ფორმითა და გემოთი. ტენილი ყველი ცხვრის ან ძროხის რძისგან მზადდება და განსაკუთრებული ცხიმიანობით გამოირჩევა. ამოყვანილ ყველს ცხელ შრატში მანამ ატრიალებენ, სანამ ძაფის ფორმა არ მიეცემა. კარგად რეცხავენ ცივ მარილიან წყალში და ერთი დღით საშრობზე გადაკიდებენ, მერე გამშრალს დაჭრიან, ნაღებში ამოავლებენ და თიხის ქოთანში კარგად ჩატენიან. აქედან მოდის მისი სახელწოდებაც – ტენილი.

ყველს ქოთანში ისე ტენიან, რომ ჰაერი არ ჩაჰყვეს. შემდეგ თავზე მარლას გადააფარებენ, გაცრილ წმინდა ნაცარზე გადმოაპირქვავებენ, რომ, მინიმუმ, 2 თვის განმავლობაში ყველანაირი ტენისგან დაიცალოს და კარგად დავარგდეს. 

ყველის ამ სახეობების დამზადების ტექნოლოგია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

წყარო

იხილეთ ასევე

  • სატაცური –გაზაფხულის სურნელი თქვენს სამზარეულოში
  • ღუმელში შემწვარი ორაგული
  • რა არ უნდა მივირთვათ ვახშმად
  • ფხალეული ვეგანებისთვის: ჯანმრᲗელობისᲗვის აუცილებელი და ჯანსაᲦი არᲩევანი
  • როგორ მივიღოთ A ვიტამინი საკვებისგან?
READ  მოამზადეთ ღორის ხორცის საგაზაფხულო სალათი
კატლეტების ნაცვლად მოამზადეთ უგემრიელესი ბლინები
მოამზადეთ საახალწლო დესერტი
საკვები ბოჭკო: რატომ არის აუცილებელი ჯანმრთელობისთვის
იდეალური რეცეპტია შესანახად. უგემრიელესი კერძი მხოლოდ 4 ძირითადი ინგრედიენტით!
მანდარინის მურაბა – ვიტამინებით სავსე დელიკატესი 2026
TAGGED:ტრადიციული პროდუქტებიქართული კერძებიქართული სამზარეულოყველიჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორიირინა დათაშვილი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — რეცეპტები და ქართული სუფრის ტრადიციები. კულინარიულ თემებზე წერს 2003 წლიდან.
წინა სტატია კავკასიური სამზარეულოს ერთ-ერთი მარტივი კერძის რეცეპტი! სწრაფად მზადდება, უგემრიელესია და ყველა კმაყოფილია! კავკასიური სამზარეულოს ერთ-ერთი მარტივი კერძის რეცეპტი! სწრაფად მზადდება, უგემრიელესია და ყველა კმაყოფილია!
შემდეგი სტატია ხალვა -როგორ მოვამზადოთ სახლში ხალვა -როგორ მოვამზადოთ სახლში
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?