ასურეთული შალა — ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ღვინო.
„ასურეთული შალა“ წითელი მშრალი ღვინოა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ფერი: ღია ლალისფრიდან მუქ ლალისფრამდე;
- არომატი და გემო: ექსტრაქტული, დახვეწილი. სასიამოვნო ხალისიანი მჟავიანობით, მაყვლის და შავი მოცხარის ტონებით. დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი სანელებლების (პილპილი, მიხაკი) და მშრალი ხილის (შავი ქლიავის ჩირის) ტონებით;
- ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები;
- დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 24 გ/ლ-ზე ნაკლები;
- შაქრიანობა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს;
- ტიტრული მჟავიანობა არ უნდა იყოს 4 გ/ლ-ზე ნაკლები;
- აქროლადი მჟავიანობა ძმარმჟავაზე გადაანგარიშებით – არაუმეტეს 1,2 გ/ლ;
- გოგირდის დიოქსიდის საერთო მასური კონცენტრაცია – არაუმეტეს 150 მგ/ლ.
- წყარო
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSupra.ge. ასურეთული შალა – ღვინის უნიკალური სახეობა [Internet]. თბილისი: Shenisupra.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisupra.ge/%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90/
shenisupra.ge


