თუ სამზარეულოში ტრიალისთვის დიდი დრო არ გაქვთ, ეს ვრაპი თქვენთვისაა!
ეს არის ლავაშის როლი უგემრიელი შიგთავსით. რაც მთავარია, რეცეპტი შეგიძლიათ შეცვალოთ იმის მიხედვით, თუ რა გაქვთ მაცივარში.
ინგრედიენტები:
თხელი ლავაში – 1 ც
ყველი- 100 გ
შაშხი – 100 გ
სტაფილო – 50 გ
კომბოსტო – 50 გ
კვერცხის გული – 1 ც
მწვანე ხახვი (გემოვნებით)
ამ მიხედვით რეცეპტით ვრაპის მომზადება უმარტივესია!
საჭიროა მხოლოდ გაშალოთ თხელი ლავაში, მოათავსოთ საჭირო ინგრედიენტები და გადაახვიოთ თქვენთვის სასურველ ფორმაზე.
სულ ესაა!
გემრიელად მიირთვით!
მასალის გამოყენების პირობები