ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიმითები და დადასტურებული ფაქტები სწორი კვების შესახებ - ჩვენ ვზრუნავთ შენს ჯანმრთელობაზე

მითები და დადასტურებული ფაქტები სწორი კვების შესახებ – ჩვენ ვზრუნავთ შენს ჯანმრთელობაზე

ჯანსაღი ცხოვრების წესზე იმდენი მითი არსებობს, ალბათ, ვერ დავითვლით, მაგრამ როგორც ყველგან, ამ მიმართულებითაც არსებობს ყველაზე ხშირად გავრცელებული მითები და ეს ეხება სწორ და არასწორ კვებას.

უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც ჯანსაღად, იგივე რაციონალურად კვებას გადავწყვეტთ, ძირითადად, ახლობლების რჩევებს ვეყრდნობით ან ინტერნეტში, ფორუმებსა და ჯგუფებში რასაც ამოვიკითხავთ, გვსურს ყველაფერი გავაკეთოთ, რასაც სპეციალისტები, რა თქმა უნდა, არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყველაზე ცუდი რჩევა, რასაც ამ დროს ერთმანეთს ვაძლევთ ხოლმე არის – “ჩემი გამოცდილებით გეუბნები”, რადგან ვიღაცის გამოცდილება სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი ჩვენც იდეალურად გამოგვადგება. სწორი კვების შერჩევა ინდივიდუალურია და კარგი იქნება, თუ მის დასაგეგმად ექიმს ან ამ დარგის სპეციალისტს მივმართავთ, თუმცაღა მანამდე შეგვიძლია იმის გარჩევა ვისწავლოთ, რა არის ამ მიმართულებით მითი და რა არის რეალობა.

1. ნახშირწყლები საერთოდ არ უნდა მიიღო, თუკი სწორად კვება გსურს

როცა ამ მითს ვიგებთ, როგორც წესი, ვერ ვხვდებით, რომ საუბარია მარტივ, ანუ სწრაფ ნახშირწყლებზე, რომლებსაც შეიცავს შაქარი, თეთრი პური და კარტოფილი, მაგრამ ნახშირწყლების მთლიანად ამოღება მენიუდან, არაფრით არ შეიძლება. ე.წ. რთული ნახშირწყლები აუცილებლად უნდა მივიღოთ, თუ ჯანსაღ კვებაზე გვაქვს საუბარი. რთულ ნახშირწყლებს კი პარკოსნები, რუხი პური და სხვადასხვა ხილი შეიცავს.

2. დღეში 2 ლიტრი წყალი

ბოლო დროს სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ყველა ადამიანისთვის წყლის დღიური დოზა განსხვავდება და ყურადღება წყურვილის შეგრძნებას უნდა დავუთმოთ. რასაკვირველია, წყალი თავის მხრივ სასარგებლოა და მისი ყოველდღიურად მიღება მნიშვნელოვანია, თუმცა საუბარი ფიქსირებულ ორ ლიტრზე, გადამეტებულია.

3. თუ გახდომა გსურს, დაითვალე კალორიები

წონის კლების მიზნით, კალორიების თვლა ძალიან გავრცელებული მეთოდია და ბევრ შემთხვევაში, ეფექტურიც, თუმცა დიეტოლოგები მოგვიწოდებენ, ყურადღება მივაქციოთ, რას ვიღებთ და როგორ. მაგალითად, შეიძლება დღეში 1 შოკოლადის ბატონი არ იყოს ბევრი კალორია, მაგრამ ასე კვება ძალიან მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. კალორიების დათვლისას გავითვალისწინოთ იმ პროდუქტების ღირებულება, რომლებსაც შევიტანთ დღის მენიუში.

 

4. მიირთვით უშაქრო გაზიანი სასმელები

არა! თუკი ჯანსაღი კვება გაქვთ გადაწყვეტილი, მხოლოდ სიტყვა “უშაქრო” ნუ მოგხიბლავთ ამ შემთხვევაში, რადგან ნებისმიერი გაზიანი სასმელი უამრავ ქიმიკატს შეიცავს და ვერ ჩაითვლება სწორ კვებად.

5. მიიღეთ ხილის წვენები

ესეც მითია. გამოწურვისას ხილი სასარგებლო თვისებების დიდ ნაწილს კარგავს, ამიტომ თუ გაქვთ საშუალება, ხილი ცოცხალი სახით მიირთვათ, არ თქვათ ამაზე უარი.

6. მწვანე ჩაი გაგახდუნებთ

მწვანე ჩაი ყოველთვის ჯანსაღ კვებასთან და გახდომასთან ასოცირდება, თუმცა რეალურად, ის გასახდომი საშუალება არ არის. მასში დიდი რაოდენობით პოლიფენოლები და ნაკლები რაოდენობით კოფეინია, რაც მის სასარგებლო თვისებებად არის მიჩნეული, მაგრამ უნდა დავიმახსოვროთ, რომ სანამ ამ პროდუქტს ჯასაღი კვების რაციონში შევიტანთ, კარგად გვქონდეს გააზრებული, როგორ და რა რაოდენობით უნდა მივიღოთ იგი.

7. დაიცავით ცილოვანი დიეტა

ესეც მორიგი მითია, რადგან როგორც გამოკვლევები გვიჩვენებს, ამ დიეტის მინუსი ის არის, რომ როდესაც ცილოვან დიეტას შევწყვეტთ, შემდეგ წონაში მომატება უფრო სწრაფად ხდება.

8. 30 წლის მერე ამოიღეთ მენიუდან წითელი ხორცი და რძე

ამ მითსაც საკმაოდ ხშირად გაიგონებთ, თუმცა ექიმები გვარწმუნებენ, რომ ორივე პროდუქტი – წითელი ხორციცა და რძეც, თავის მხრივ, სასარგებლო პროდუქტებია და არ არის აუცილებელი 30 + ასაკის ადამიანებისთვის მათი რაციონიდან ამოღება.

9. საღამოს 6 საათის მერე არ ჭამოთ

ეს, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და დამკვიდრებული მითია, რომლისაც ბევრს სჯერა. სინამდვილეში, დაძინებამდე სასურველია მინიმუმ 3 საათით ადრე მაინც ვივახშმოთ და ვახშამი იყოს მსუბუქი, მთელი დღის რაციონთან შესაბამისობაში მოსული. ის, რომ 6 საათის შემდეგ საკვების მიღება მომაკვდინებელია, ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს.

10. არ მიიღოთ ცხიმები

კიდევ ერთი გავრცელებული მითი, რომელსაც ხშირად შევყავართ შეცდომაში. ამბობენ, რომ ცხიმები საშიშია ჯანმრთელობისთვის და ისინი სრულად უნდა ამოვიღოთ, ამ დროს კი ცხიმები მეტაბოლიზმის პროცესს ეხმარება, ასევე თუ ისინი საკმარისი რაოდენობით არ გვაქვს ორგანიზმში, ხელი გვეშლება ჰორმონების გამომუშავებაშიც.

და ბოლოს, ბონუსად ყველაზე გავრცელებული მითით შევაჯამოთ – ჯანსაღი კვება ხშირად ერევათ მკაცრ დიეტებსა და შიმშილში, რაც არასწორია! სწორი კვება ყველა იმ პროდუქტის ზომიერად მიღებაა, რომლებიც ჩვენ გვიყვარს. ამ დროს მთავარი ბალანსის დაცვაა, რაც თავისთავად, რა თქმა უნდა, წონის კორექციაშიც დაგვეხმარება, თუმცა ამას გარდა, ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზეც დადებითად იმოქმედებს. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ჯანსაღი კვება ტვინის მუშაობაზეც დადებითად აისახება, ხელს უწყობს ახალგაზრდობის შენარჩუნებას და ტონუსში ამყოფებს ჩვენს ორგანიზმს.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო საუნა ოსლოში

8 საუკეთესო საუნა ოსლოში

27 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს” – რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას ჩართავთ?

გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს” – რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას ჩართავთ?

28 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები