კლასიკური ცომის საუკეთესი რეცეპტი
სახლში გამომცხვარი პური ბევრი ადამიანის სიმპატიით სარგებლობს. ის ბევრად ფუმფულა, სანდო და გემრიელი გამოდის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცომის ეს რეცეპტი არა მხოლოდ პურის, არამედ, სხვა გემრიელი ცომეულის მოსამზადებლადაც გამოგადგებათ. თანაც ცომი მზადდება ყველანაირი დამატებითი ინგრედიენტებისა და ცხიმების გარეშე, ამიტომაც მოდი, მოვამზადოთ, ცომი, რომელსაც მინიმალური ინგრედიენტები და ძალიან ცოტა დრო სჭირდება.
ინგრედიენტები:
ფქვილი – 1 კგ.
მშრალი საფუარი – 2.5 ჩკ.
მარილი – 2 ჩკ.
შაქარი – 1 ჩკ.
თბილი წყალი – 650 მლ.
მომზადების წესი:
მოზილეთ რბილი ცომი ინგრედიენტების სათითაოდ დამატებით. ფქვილი იმდენი ჩაყარეთ, რამდენიც გჭირდებათ, შესაძლოა, 1 კგ-ზე ცოტაც გამოიყენოთ. მოზელილი ცომი გააჩერეთ თბილ ადგილას, რათა აფუვდეს. როცა ცომი კარგად ამოფუვდება, გაყავით 2 თანაბარ ნაწილად და ერთ-ერთი მათგანი ჩადეთ ფორმაში. კვლავ გააჩერეთ ცოტა ხანი. აცხვეთ პური 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთი. შეგიძლიათ გამოიყენოთ პურის საცხობი.
მასალის გამოყენების პირობები