ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ევროკავშირის მასშტაბით ღვინის წარმოება, საშუალოდ, 7%-ით შემცირდა და 15 მილიარდი ლიტრი შეადგინა. მიზეზად არასახარბიელო კლიმატური პირობები სახელდება, რამაც ყურძნის მოსავალი შეამცირა. ევროკავშირში გასული წლის ღვინის წარმოება 8%-ით ჩამორჩება გასული 5 წლის საშუალო მაჩვენებელსაც.
ანგარიშის თანახმად, ღვინის გლობალურ წარმოებაში, ევროკავშირის კონტრიბუცია 61%-ია.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ორგანიზაციის ანგარიში წინასწარ შედეგებს ითვლის. მომდევნო თვეების განმავლობაში მიღებული შედეგების დადასტურების შემთხვევაში, გასული წელი, მიმდინარე საუკუნეში, დაბალი წარმადობით გამორჩეული რიგით მესამე წელი იქნება 2017-სა და 2018-თან ერთად.
OIV-ის ინფორმაციით, 2023 წელს ყველაზე მეტი, 4.5 მილიარდი ლიტრი, ღვინო საფრანგეთმა აწარმოვა, რაც 3%-ით აღემატება ქვეყნის 5-წლიან საშუალოს. საფრანგეთში მოსული ყურძნის მოსავალი კი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაზრდილია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი რეგიონისთვის გასული წელი მწვავე გვალვითა და თბური ტალღებით იყო გამორჩეული. წარმოების დონით გამოირჩევა კონიაკის, კორსიკისა და შამპანის რეგიონები. კითხვის გაგრძელება
მასალის გამოყენების პირობები