მეგრული გასტრონომიული საგანძური
ქართული კერძების დამზადების წესები და ჩვეულებები თაობიდან თაობას გადაეცემა. საქართველოს ყოველ ნაწილში შეხვდებით განსხვავებული სახის კერძებს, რომელიც ამა თუ იმ მხარეს ახასიათებს.
და დღეს, ჩვენ ქართველები სწორედ ამ მრავალფეროვანი სამზარეულოთი ვამაყობთ.
იცოდით, რომ ძველ დროში სუბტროპიკული და რბილი ჰავის გამო დასავლეთ საქართველოში ინფექციური დაავადება, მალარია, იყო გავრცელებული?
დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებმა გამოსავალს მიაგნეს. მეგრულ სამზარეულოში წიწაკის და ცხარე სანენებლების გამოყენება დაიწყეს. წიწაკის გამოყენება ნაწილობრივ აფერხებდა მალარიის გავრცელებას.
მეგრული სამზარეულო დღეს ამ ცხარე კერძებით გამორჩევა.
რომელია მეგრული ტრადიციული კერძები?
ელარჯი
ელარჯი მეგრული სუფრის ერთ-ერთი მთავარი კერძია.
ელარჯის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, რომელიც ერთი შეხედვით მარტივია. ნამდვილ მეგრულ ელარჯს მხოლოდ სამეგრელოში თუ მიირთმევთ.
ელარჯი რძის ნაწარმით, ღერღილით და სიმინდის ფქვილით მზადდება. რძის ნაწარმიდან მეგრული სამზარეულოსთვის დამახასიათებელ ყველს, სულგუნს ამატებენ კერძის მომზადების პროცესში. სულგუნი ეხმარება კერძს გახდეს წელვადი და უგემრიელესი ერთიანი მასა.
ელარჯი ყოველდღიური კერძი არ არის.სამეგრელოში ელარჯს მხოლოდ დღესასწაულებზე და განსაკუთრებული სტუმრიანობისას თუ შეხვდებით.
არ გაუშვა შესაძლებლობა ხელიდან. გაემგზავრე დასავლეთ საქართველოში და გახსოვდეს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მიირთვა ნამდვილი მეგრული ელარჯი.
გებჟალია
გებჟალია ტრადიციული მეგრული კერძია. მეგრული სიტყვა „ბჟა“, რძეს ნიშნავს. სწორედ, ამიტომ გებჟალიას მთავარი დატვირთვაა ის, რომ რძეში ჩახარშული კერძია.
გებჟალიასა და სულუგუნის დამზადების პროცესი ნაწილობრივ ერთმანეთს ჰგავს.
გებჟალია მზადდება რძის ნაწარმისგან, პიტნისაგან და სანენებლებისგან. მდუღარიდან ამოღებულ სულუგუნს პიტნასთან აზავებენ, ქმნიან ერთიან მასად და ჭრიან რულეტებად. ამ ნაჭრებს კი პიტნის ნადუღში ათავსებენ.
გებჟალიას, რომელიც სავარაუდოდ მზეს განასახიერებდა, ძველ დროში რიტუალურ სუფრებზე იყენებდნენ. სამეგრელოში გებჟალია სადღესასწაულო სუფრაზე ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს.
სუპ–ხარჩო
სუპ-ხარჩოს მეგრული სამზარეულოს უგემრიელესი წვნიანია. სამეგრელოში სუპ-ხარჩოს უმეტესად ზამთრის ცივ დღეებში ამზადებენ.
სუპ-ხარჩო ერთ-ერთი ტრადიციული კერძია და ამას მოწმობს მისი დამზადების რეცეპტი. კერძის მომზადებისას მეგრელები იყენებენ უხვ სუნელებს, ბრინჯს, წყალს, ტომატ-პასტას ან პომიდორს და საქონლის ხორცს.
წვინიანი სუპ-ხარჩოს კერძი ჩვეულებრივ მზადდება ზამთრის ცივ და სუსხიან დღეებში.
ფუჩხოლია
„ფუჩხოლია“ მეგრული სიტყვაა და დაფშვნილს ნიშნავს.
კერძის მოსამზადებლად იყენებენ რძის ნაწარმს, ჭყინტ ყველს, რომელიც ადვილად იფშვნება. დაფშვნილ ყველს უზავებენ ქინძს, ნივრის სოუსს, წიწაკასა და პიტნას.
შეზავებულ მასას ათავსებენ ცხელ ღომში, სადაც ყველი დნობა იწყებს.
ფუჩხოლია ტრადიციული მეგრული სუფრის ერთ-ერთი მადისაღმძვრელი კერძია.
მეგრული კუჭმაჭი
კუჭმაჭი ქართულ სუფრაზე საპატიო ადგილს იკავებს. კუჭმაჭის დამზადების უამრავი ვერსია არსებობს. საქართველოს თითოეულ ნაწილში მას განსხვავებული მომზადების წესითა და რეცეპტით ამზადებენ.
ტრადიციული მეგრული კუჭმაჭი ცხარე და სურნელოვანია. კუჭმაჭის მომზადების პროცედურაში ჩაქსოვილია ის ჩვეულებები, რომელიც დასავლეთში მცხოვრებლებს დღესაც შემორჩათ.
მასალის გამოყენების პირობები