შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: გაგაცნობთ ძველ ქართულ კერძებს, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი გსმენიათ
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კერძებისიახლეებისხვა-ამბებიქართული სამზარეულო

გაგაცნობთ ძველ ქართულ კერძებს, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი გსმენიათ

გაინტერესებთ, რითი იკვებებოდნენ ძველ საქართველოში? - გაეცანი ჩვენი წინაპრების მენიუს ✨️🥰
მარიამ გოგოლაძე
ავტორი
მარიამ გოგოლაძე
გამოქვეყნებული: ოქტომბერი 31, 2025
გაზიარება
გაზიარება

ქართული სამზარეულო რომ უნიკალურია, ამას უკვე მსოფლიო გასტრონომიაც აღიარებს. ჩვენი სამზარეულო მდიდარია ტრადიციული ქართული კერძებისა და სასმელების ერთობლიობით, რომლებიც ჩამოყალიბდა საუკუნეების განმავლობაში. გაგაცნობთ ძველ ქართულ კერძებს.

გაგაცნობთ კერძებს რომელთა შორის მრავალფეროვანი და მდიდარი განსხვავებაა. აღმოსავლეთ საქართველოში ხორცის, ღვინის, პურეულისა და ცხოველური ცხიმების სიჭარბე შეინიშნება, დასავლეთ საქართველოს სამზარეულო კი ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული საწებლების, მხალეულის და რძის პროდუქტების კერძებით გამოირჩევა.

Contents
  • ქართული სამზარეულო რომ უნიკალურია, ამას უკვე მსოფლიო გასტრონომიაც აღიარებს. ჩვენი სამზარეულო მდიდარია ტრადიციული ქართული კერძებისა და სასმელების ერთობლიობით, რომლებიც ჩამოყალიბდა საუკუნეების განმავლობაში. გაგაცნობთ ძველ ქართულ კერძებს.
    • იხილეთ ასევე

ქათული სუფრა ბევრის მთქმელია ჩვენს ისტორიაზე, ჩვენს ხალხსა და მათ ევროპულ გემოვნებაზე, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი ქართული ტრადიციული კერძი დავიწყებას მიეცა და ახალგაზრდა თაობამ არაფერი იცის მის შესახებ, არადა ეს კერძები ნამდვილი გასტრონომიული სასწაული გახლავთ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მივიწყებული კერძების მხრივ სტატისტიკურად აჭარა იკავებს პირველ ადგილს და სწორედ ძველი აჭარული კერძების რეცეპტებს გთავაზობთ:

მალახტო – ჭყინტი ლობიო ისრიმის წვენში

ტრადიციულად მალახტოს აჭარაში ისრიმის წვენით მომზადებულ ჭყინტ ლობიოს უწოდებენ. მომჟავო ისრიმის წვენი ლობიოს პიკანტურ გემოს აძლევს. მალახტო ლობიოს ცივად მიირთმევენ. ძალიან უხდება ცხელი მჭადი.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

მწვანე ლობიოს ხარშავენ და შემდეგ გატარებულ ან დაბლენდერებულ ნიგოზს, სანელებლებსა და ისრიმის წვენს ამატებენ. ისრიმი მკვახზე ყურძნის წვენისგან დამზადებული საწებელია.

იახნი

იახნი მდიდრულ კერძად მიიჩნევა, ტრადიციულად ქობულეთში ამზადებენ საუკეთესოდ. ეს ხბოს ხორცისგან მომზადებული სადღესასწაულო ცხელი კერძია ნიგვზითა და სანელებლებით.

იახნის მომზადებისას ინგრედიენტების რაოდენობა და დოზები მზარეულის გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. კარგად არის თუ არა კერძი მომზადებული, იგრძნობა ფერზე, წვენის სისქესა და გემოზე.

იახნი ძალიან სწრაფად ცივდება და სუფრასთან ერთხელ მიტანილი შეიძლება ხშირად შეცხელდეს.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

კერძი განსაკუთრებით გემრიელია მეორე დღეს, გაცხელებული, როცა სანელებლები კარგადაა შერეული წვენს და განსაკუთრებულ არომატს აძლევს მას.

READ  როგორ მოვამზადოთ ღორის მუცლის ქონი

ქაფშიატაღანერი

ეს ძველი ლაზური კერძია. წვრილად დაჭრილ ქაფშიას მწვანილებით ამზადებენ და კატლეტივით წვავენ.

300-400 გრამ დამარილებულ ქაფშიას აცლიან ძვლებს და წვრილად ჭრიან, ამატებენ ასევე წვრილად დაჭრილ 1 კგ. ხახვს, თითო კონა წითელი ჭარხლის ფოთოლს, ქინძს, პრასს, ოხრახუშს, რეჰანს, 4-5 კბილ ნიორს, 2 ცალ კარტოფილს, 4-5 ბულგარულ წიწაკას, 4-5 პომიდორს, 1 ჭიქა მჭადის ფქვილს და სანელებლებს გემოვნებით. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი ერთად იზილება კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და იწვება ზეთში კატლეტივით.

ნიგვზიანი გოგრა

ნიგვზიანი გოგრაც ლაზური დესერტია. გოგრის, ტკბილი სიროფის და ნიგვზის ნაზავი რბილ და სასიამოვნო გემოს ქმნის. დესერტი განსაკუთრებით უხდება უშაქრო ჩაისა და ყავას.

ნახევარ კილოგრამ თეთრ, მშრალ გოგრას აცლიან კანს, ჭრიან მომცრო, თანაბარ ოთხკუთხედებად. როცა ცოტათი დააკლდება მოხარშვა, წურავენ. გადააქვთ ფართო ჭურჭელში და ასხამენ მდუღარე, ნიგვზიან სიროფს. ნიგვზიანი სიროფი ცალკე მზადდება: 300 გრამ გატარებულ ნიგოზს აყრიან ჭიქა შაქარს, ასხამენ ჭიქაზე ნაკლებ წყალს და ადუღებენ.

ჩირბული

ჩირბული აჭარული ცხელი კერძია კვერცხით, ნიგვზითა და სანელებლებით. ხმელი ქინძი, ზაფრანა, ოხრახუში, ნიორი, ერბო, ხახვი, პომიდორი, კვერცხი და ნიგოზი – ეს არის ინგრედიენტები, რითაც ჩირბულს ამზადებენ.

კანგაცლილ პომიდორს ამატებენ წვრილად  დაჭრილ და ერბოში მოშუშულ ხახვს.

შუშავენ ერთად ოდნავ შესქელებამდე, ამატებენ წვრილად დაჭრილ ან დაჭყლეტილ ნიორს, გატარებულ ნიგოზს, სანელებლებს, მარილს, პილპილს და ურევენ. კარგად ათუხთუხებულ მასას ამატებენ მთელ-მთელ კვერცხებს. თავდახურულ ჭურჭელში კვერცხი წვენში კარგად უნდა მოიხარშოს. ბოლოს ამატებენ ზაფრანას, რეჰანს და ოხრახუშს. მიირთმევენ ცხლად. ჩირბული განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს, თუმცა დიდებიც არ ამბობენ უარს ამ სწრაფად მოსამზადებელ, ყოველდღიურ კერძზე.

ყაისაფა

ყაისაფა ტრადიციული აჭარული ნუგბარია. თუ ყავასთან ერთად ამ დესერტით გიმასპინძლდებიან აჭარაში, დიდი პატივია. ყაისაფა დელიკატესია. ამზადებენ ქლიავის ჩირით, დამბალი და შერბილებული ხილის ტყლაპით, კარაქითა და ნიგვზით.

ყაისაფა საკმაოდ მსუყე დესერტია და რეკომენდებულია სადილსა და საუზმეს შორის მირთმევა ცხელი ჩაის ან ყავის თანხლებით.

READ  დილის ყავა - გთავაზობთ მოამზადოთ ყავა სანელებლებით

#drpkhakadze#გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkim

იხილეთ ასევე

  • თევზი ნიგვზის საწებლით
  • ხრაშუნა შემწვარი ხაჭოს ბურთულები – ბებიისეული რეცეპტი თანამედროვე ხედვით
  • საახალწლო სუფრა
  • ღვეზელი ლიმონითა და ხაჭოთი – ტრადიციული დესერტის თანამედროვე ვარიაციები
  • რა არ უნდა მივირთვათ ვახშმად

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

Ხორბალი და ფქვილი შესაძლოა გაძვირდეს
როგორ დავაწყოთ სწორად დანა-ჩანგალი მაგიდაზე
“შეეშვით ნებისმიერ დიეტას!..” – ჯანსაღი კვების მენტორის რჩევები ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს 💫
Მანდარინის რულეტი, ტკბილი გემრიელი და სადღესასწაულო!
ხრაშუნა ფუნთუშები -ბავშვობის გემო
TAGGED:რეცეპტებიტრადიციული კერძებიტრადიციული რეცეპტებიქართული კერძებიქართული სამზარეულო
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიმარიამ გოგოლაძე
ჟურნალისტი — რესტორნები და კულინარიული სიახლეები. აშუქებს რესტორნებს, შეფ-მზარეულებს, კვების ინდუსტრიის ამბებსა და ტენდენციებს.
წინა სტატია გემრიელი თხელი პიცის ცომი მომზადების პროცესი კუხნიაში ამ ხრიკით ცომი ფუვდება პირდაპირ მაცივარში.
შემდეგი სტატია კლასიკური ზეფირი ერთ-ერთი ყველაზე დიეტური დესერტია ფუმფულა ზეფირი გრამი შაქრის გარეშე: 100% დიეტური დესერტი!
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: რეცეპტების მითები - ქართული სამზარეულოს ჭეშმარიტება

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?