ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებიჰე­პა­ტო­ცე­ლუ­ლუ­რი ადე­ნო­მა არის ღვიძ­ლის შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თი, კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სი­მსივ­ნე, რო­მე­ლიც შეც­დო­მით შე­იძ­ლე­ბა კი­ბოდ...

ჰე­პა­ტო­ცე­ლუ­ლუ­რი ადე­ნო­მა არის ღვიძ­ლის შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თი, კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სი­მსივ­ნე, რო­მე­ლიც შეც­დო­მით შე­იძ­ლე­ბა კი­ბოდ მი­იჩ­ნი­ონ

ჰე­პა­ტო­ცე­ლუ­ლუ­რი ადე­ნო­მა

ჰე­პა­ტო­ცე­ლუ­ლუ­რი ადე­ნო­მა არის ღვიძ­ლის შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თი, კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სი­მსივ­ნე, რო­მე­ლიც შეც­დო­მით შე­იძ­ლე­ბა კი­ბოდ მი­იჩ­ნი­ონ. იშ­ვი­ა­თად ის სკდე­ბა და იწყ­ე­ბა სის­ხლდე­ნა ან ის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი ხდე­ბა.
ჰე­პა­ტო­ცე­ლუ­ლუ­რი ადე­ნო­მე­ბი ძი­რი­თა­დად რე­პ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კის ქა­ლებ­ში ვი­თარ­დე­ბა, კერ­ძოდ კი ქა­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც ორა­ლურ კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვებს იყე­ნე­ბენ.
ჩვე­უ­ლებ­რივ ამ სიმ­სივ­ნე­ებს არ აქვთ სიმ­პტო­მე­ბი, ამი­ტომ უმე­ტე­სო­ბის აღ­მო­ჩე­ნა ვერ ხე­რ­­ხდე­ბა. დი­დი ზო­მის ადე­ნო­მებ­მა შე­საძ­ლოა გა­­მო­­იწ­ვი­ონ ტკი­ვი­ლი მუც­ლის ზე­და მარ­ჯვე­ნა ნა­წილ­ში. იშ­ვი­ა­თად, ჰე­პა­ტო­ცე­ლუ­ლუ­რი ადე­ნო­­მა უცებ სკდე­ბა და სის­ხლი იღ­ვრე­ბა მუც­ლის ღრუ­ში, რაც სა­ჭი­რო­ებს სას­წრა­ფო ოპე­რა­ცი­ას. ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად ასე­თი სიმ­სივ­ნე შე­საძ­ლოა ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი გახ­დეს.
ადე­ნო­მა­ზე ეჭ­ვი მი­აქვთ მა­შინ, რო­დე­საც რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის (ულ­ტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვა ან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ა) ჩა­ტა­რე­ბის დროს აღ­მო­ა­ჩე­ნენ პა­თო­ლო­გი­ას. ზოგ­ჯერ დი­აგ­ნო­ზის და­სა­ზუს­ტებ­ლად სა­ჭი­როა ბი­ოფ­სი­ა.
ორა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჰე­პა­ტო­ცე­ლუ­ლუ­რი ადე­ნო­მა შე­იძ­ლე­ბა გაქ­რეს, რო­დე­საც ქა­ლი შეწყ­ვეტს წამ­ლის მი­ღე­ბას. თუ ადე­ნო­მა დი­დი ზო­მი­საა ან მდე­ბა­რე­ობს ღვიძ­ლის ზე­და­პირ­თან ახ­ლოს, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ოპე­რა­ცია სის­ხლდე­ნი­სა და ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნედ გა­დაქ­ცე­ვის მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კის გა­მო.

ღვიძ­ლის გრა­ნუ­ლო­მე­ბი
ღვიძ­ლის გრა­ნუ­ლო­მე­ბი წარ­მო­ად­გენს უჯ­რედ­თა მცი­რე ზო­მის პა­თო­ლო­გი­ურ დაჯ­გუ­ფე­ბებს, რომ­ლე­ბიც ჩნდე­ბა გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს.
გრა­ნუ­ლო­მე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ არ იწ­ვე­ვენ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს, მაგ­რამ პრობ­ლე­მის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც გრა­ნუ­ლო­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. გრა­ნუ­ლო­მას აქვს უამ­რა­ვი მი­ზე­ზი, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზე­ბია – წამ­ლე­ბი, ინ­ფექ­ცი­ე­ბი და გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აზი­ა­ნე­ბენ მთელ სხე­ულს. აღ­ნიშ­ნუ­ლის მა­გა­ლი­თე­ბია ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, შის­ტო­სო­მო­ზი (ინ­ფექ­ცი­ე­ბი) და სარ­კო­ი­დო­ზი. გრა­ნუ­ლო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს პირ­ვე­ლა­დი ბი­ლი­ა­რუ­ლი ცი­რო­ზის დრო­საც.
გრა­ნუ­ლო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის უჯ­რე­დე­ბის ერ­თად თავ­მოყ­რის შე­დე­გად, რო­­დე­საც ორ­გა­ნიზ­მი რე­ა­გი­რებს გამ­ღი­ზი­ა­ნე­ბელ­ზე ან ცდი­ლობს თა­ვის დაც­ვას ღვიძ­ლში არ­სე­ბუ­ლი უცხო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა­გან. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა ან­თე­ბაც გან­ვი­თარ­დეს. თუ ის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ა, შე­საძ­ლოა ღვიძ­ლის ფუნ­ქცია და­ირ­ღვეს. იშ­ვი­ა­თად ვი­თარ­დე­ბა ფიბ­რო­ზუ­ლი ქსო­ვი­ლი და პორ­ტუ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ა.

სიმ­პტო­მე­ბი
თვი­თონ გრა­ნუ­ლო­მე­ბი უსიმ­პტო­მო­ა. ღვიძ­ლი შე­იძ­ლე­ბა ოდ­ნავ გა­დიდ­დეს და გან­ვი­თარ­დეს მსუ­ბუ­ქი სიყ­ვით­ლე (სიყ­ვით­ლე არის კა­ნი­სა და თვა­ლის თეთ­რი ნა­წი­ლის მოყ­ვი­თა­ლოდ შე­ფერ­ვა). თუ ვი­თარ­დე­ბა სხვა სიმ­პტო­მე­ბი, მა­თი მი­ზე­ზია გრა­ნუ­ლო­მე­ბის გა­მომ­წვე­ვი და­ა­ვა­დე­ბა. სარ­კო­ი­დო­ზით გა­მოწ­ვე­უ­ლი გრა­ნუ­ლო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად გაქ­რეს ან დარ­ჩეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და არ გა­მო­იწ­ვი­ოს შე­სამ­ჩნე­ვი სიმ­პტო­მე­ბი.
იდი­ო­პა­თი­უ­რი გრა­ნუ­ლო­მა­ტო­ზუ­რი ჰე­პა­ტი­ტი იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა­ა, რომ­ლის მი­ზე­ზიც უც­ნო­ბი­ა. ის იწ­ვევს გრა­ნუ­ლო­მე­ბის გა­ჩე­ნას, ცხე­ლე­ბას, კუნ­თე­ბის ტკი­ვილ­სა და დაღ­ლი­ლო­ბას. ეს სიმ­პტო­მე­ბი ხში­რად ვი­თარ­დე­ბა თან­და­თა­ნო­ბით – წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

დი­აგ­ნო­ზი
ექი­მე­ბი სვა­მენ კითხ­ვებს წამ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ და და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ონ გრა­ნუ­ლო­მე­ბი. ექი­მე­ბი აგ­რეთ­ვე ატა­რე­ბენ სის­ხლის ანა­ლი­ზებს, რომ შე­ა­ფა­სონ ღვიძ­ლის ფუნ­ქცია და – რა­დი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვებს, რო­გო­რი­ცაა ულ­ტრაბ­გე­რა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (კტ/ჩთ) ან მაგ­ნი­ტურ­-რე­ზო­ნან­სუ­ლი კვლე­ვა (მრტ/MღI). მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კვლე­ვის შე­დე­გე­ბი სა­ბო­ლოო დას­კვნის გა­მო­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას შე­იძ­ლე­ბა არ იძ­ლე­ო­დეს. დი­აგ­ნო­ზის და­სა­ზუს­ტებ­ლად სა­ჭი­როა ბი­ოფ­სი­ის ჩა­ტა­რე­ბა (ქსო­ვი­ლის ნი­მუ­შის აღე­ბა მი­სი მიკ­როს­კო­პის ქვეშ გა­მო­საკ­ვლე­ვად). მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად შე­საძ­ლოა სხვა ანა­ლი­ზე­ბის (მა­გა­ლი­თად, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის) ჩა­ტა­რე­ბა იყოს სა­ჭი­რო.

მკურ­ნა­ლო­ბა
მკურ­ნა­ლო­ბენ ძი­რი­თად და­ა­ვა­დე­ბას. და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი წამ­ლის მი­ღე­ბის შეწყ­ვე­ტა ან ინ­ფექ­ცი­ის მკურ­ნა­ლო­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ, იწ­ვევს გრა­ნუ­ლო­მე­ბის გაქ­რო­ბას. ზოგ­ჯერ სარ­კო­ი­დო­ზის მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით იყე­ნე­ბენ კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დებს, მაგ­რამ გა­ურ­კვე­ვე­ლი­ა, შე­უძ­ლია თუ არა კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დებს და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა.

ჰე­მან­გი­ო­მა არის ღვიძ­ლის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

ნოემბერი 23, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

ნოემბერი 24, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
რომის პანთეონი: არქიტექტურის შედევრი და საუკუნეების საიდუმლო

რომის პანთეონი: არქიტექტურის შედევრი და საუკუნეების საიდუმლო

25 ნოემბერი 2024
ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ნოემბერი 24, 2024
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

ნოემბერი 24, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები