ინოვაციური IVF პროცედურა – დაიბადნენ პირველი ბავშვები სამი მშობლის დნმ-ით

0
234

დიდ ბრიტანეთში ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ნოვატორული პროცედურის გამოყენების შემდეგ დაიბადნენ ბავშვები, რომლებსაც 3 მშობლის – დედის, მამისა და კიდევ ერთი ქალის დნმ-ი აქვთ. წერს The Guardian-ი.

ექიმებმა ჩაატარეს ინოვაციური IVF პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებს განუკურნებელი დაავადებების მემკვიდრეობით აღკვეთას.

ამ მეთოდის გამოყენებით დაბადებული ბავშვების ზუსტ რაოდენობას არ ხმაურდება კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით.

ამ მეთოდის მიზანი განუკურნებელი მიტოქონდრიული დაავადებების თავიდან აცილებაა. ეს დაავადებები მემკვიდრეობით გადადის ნაყოფზე დედისგან, რომელსაც კვერცხუჯრედშიც დაზიანებული მიტოქონდრიები აქვს.

ადამიანები მთელ მიტოქონდრიას დედისგან იღებენ მემკვიდრეობით, ამიტომ მავნე მუტაციები “ბატარეებში” შეიძლება გავლენა იქონიოს ყველა ბავშვზე.

დაზიანებული კვერცხუჯრედიდან იღებენ გენეტიკური მასალის შემცველ ბირთვს და ათავსებენ ჯანმრთელი ქალი-დონორის კვერცხუჯრედში, რომლიდანაც ბირთვი წინასწარ არის ამოღებული. ბავშვი დედისა და მამის დნმ-ის 99,8%-ს იღებს, ასევე დონორის გენეტიკური მასალის მცირე ნაწილს (დაახლოებით 37 გენს).

ზოგიერთი ბავშვი შეიძლება ჯანმრთელი დაიბადოს, რადგან ისინი მემკვიდრეობით იღებენ მუტაციური მიტოქონდრიების მხოლოდ მცირე ნაწილს. სხვებმა შეიძლება გაცილებით მეტი მიიღომ მემკვიდრეობით და განვითარდეს მძიმე, პროგრესირებადი და ხშირად ფატალური დაავადებები. დაახლოებით 6000 ჩვილიდან ერთს აწუხებს მიტოქონდრიული დარღვევები.

დიდმა ბრიტანეთმა ხელოვნური განაყოფიერება სამი მშობლის დნმ-ით 2015 წელს დაუშვა. მსოფლიოში პირველი ასეთი ბავშვი კი მექსიკაში, 2016 წელს დაიბადა. მისი მშობლები იორდანიიდან არიან და პროცედურას გენეტიკური დაავადების გამო მიმართეს, რომელიც შვილების ყოლის საშუალებას არ აძლევდათ.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ