ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებისაშიშია თუ არა სეზონური ალერგია ...

საშიშია თუ არა სეზონური ალერგია …

რამდენად საშიშია სეზონური ალერგიები…

გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი საუბრობს:

„სამწუხაროდ ალერგიას არ აქვს ასაკი. შეიძლება, ადამიანი მთელი ცხოვრება არ იყოს ალერგიული და ხანდაზმულ ასაკში გამოუვლინდეს ალერგია.

მაგალითად ბავშვთა ასაკში, სადღაც 3 წლამდე მთავარი ალერგენებია ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, პური ფქვილი, სოიო და არაქისი.  3 წლის ასაკიდან კვებითი ალერგიები პაციენტების 65%-ში იკარგება, 6 წლის ასაკისთვის კი ის უკვე 90%-ში აღარ გვხვდება. 3 წლის ასაკიდან წინა პლანზე მოდის ალერგიები გარემო-ფაქტორებზე. ადამიანს ადრეულ ასაკში კვებითი ალერგია თუ ჰქონდა, დიდი შანსია, რომ მოგვიანებით გარემო-ფაქტორებზეც განუვითარდეს ალერგიული რეაქცია. თავიდან ალერგია გამოიხატება ურტიკარიით, ქავილით, ატოპიური დერმატიტით, კანის აქერცვლით, ლოყების სიწითლით, ჭინჭრის ციებით და ა.შ. კვებითმა ალერგიამ შეიძლება სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციაც გამოიწვიოს. ასე რომ, როდესაც ბავშვებში ვიწყებთ დამატებით კვებას, აუცილებელია გავეცნოთ ოჯახურ ანამნეზს. ბავშვის რომელიმე მშობელს, ძმას ან დას თუ აქვს სერიოზული კვებითი ალერგიების ისტორია, მაღალ-ალერგიული პროდუქტების მიცემა სიფრთხილით უნდა მოხდეს. პრაქტიკაში გვქონია შემთხვევა, როდესაც იოგურტის პირველივე კოვზმა ხორხის შეშუპება გამოიწვია.

ერთ პროდუქტზე ალერგია არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს სხვა საკვებ პროდუქტებზეც ექნება ალერგია. ხშირად მინახავს, რომ ბავშვს ეკრძალება მთელი რიგი პროდუქტების მიღება, რაც ბუნებრივია იწვევს მისი ფიზიკური განვითარების შეფერხებას და წონაში ჩამორჩენას. მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოსტიკა, რათა მივხვდეთ, რა ამოვიღოთ მენიუდან, რა დავტოვოთ და როგორ ვკვებოთ ბავშვი, რომ ის სრულფასოვნად განვითარდეს.

საშუალოდ 3 წლის ასაკიდან წინა პლანზე მოდის უკვე ალერგიები გარემო-ფაქტორებზე, მაგალითად მცენარეებზე, მტვრის ტკიპებზე, ნესტის სოკოს პორებზე და ა.შ.

მშობლებს აინტერესებთ, იყოლიონ თუ არა კატა ან ძაღლი და როდის შეიძინონ ცხოველი. კვლევებით დადასტურებულია, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც დაბადებიდანვე ცხოველთან ერთად ცხოვრობენ, მომავალში ალერგიის განვითარების უფრო დაბალი შანსი აქვთ, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებიც ცხოველებს უკვე სკოლამდელ ასაკში იძენენ…“

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები