ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ჩინური ვაქცინა შემოაქვთ, ეს ხომ დანაშაულია – ჩინური ვაქცინა დავასაწყობოთ, მაგრამ არ...

„ჩინური ვაქცინა შემოაქვთ, ეს ხომ დანაშაულია – ჩინური ვაქცინა დავასაწყობოთ, მაგრამ არ გამოვიყენოთ“

02/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ საუბრობს – ნინი ხუგაშვილის გადაცემა „კვირის თემა“.


„ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, – საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი არის ოთხი. შენ როცა გაქვს სხვადასხვა ინდიკატორები და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი. პატარა მიწისძვრების შემდეგ უკვე იცი, მოსალოდნელია ცუნამი. ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, საქართველოში მესამე ტალღა ორი კვირის წინ დაიწყო“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, ეს არის პირველი მაჩვენებელი და თავს ნუ ვიტყუებთ. ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ. რატომ ვიტყუილებთ თავს?! მე მაინც ვერ გავიგე. ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ,ნოემბერში ერთ-ერთი მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში.


„ზაფხულში ვამბოდი, მეორე ტალღა აუცილებლად იქნებოდა. ამბობდნენ, – ხალხს პანიკაში ვაგდებდი. მაგრამ შენ თუ მოემზადები, უფრო შეიარაღებული ხარ და უფრო იოლად გადაიტან ამ პრობლემას. როცა იცი, პრობლემა მოდის და სპეციალურად არ ემზადები ამ პრობლემისთვის, იმას მივიღებთ, რაც გვქონდა ნოემბერში.

უკვე დავიღალე სახლმწიფო უწყებების არაპროფესიონალიზმზე საუბრით და კრიტიკით. სულ ვიმეორებ, – ჩვენ არაფერი არ ვისწავლეთ.

ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდნილია. რატომ? უნიათური და არაპროფესიონალური კორუფციული ნაზავია. სახელმწიფომ და დაავადებათა კონტროლის სააგენტომ ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა, ეს პროგრამა ჩავრდნილიყო. ამას ნურავის ნუ აბრალებენ. სხათა შორის. მეც მაბრალებენ, – მეც ვარ ანტივაქსერი. კარგით რა, ნამუსიც კარგი საქონელია. ელემენტარულია, საინფორმაციო კამპანია ვერ მოამზადეს. ახლა გავიგე, ჩინური ვაქცინა შემოაქვთ. ეს ხომ ახლა კორუფციული ამბავია, ეს ხომ დანაშაულია. როგორ შეიძლება შემოიტანო ჩინური ვაქცინა?! ჩამოაქვთ ვაქცინა, რომელიც არსად არ არის რეგისტრირებული. თუ ზიმბაბვეში და მოზამბიკაშია დარეგისტრირებულია, კი ბატონო. მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს ვაქცინა დარეგისტრირებული არ არის. ჩვენთან რომ ნორმალური ქვეყანა გვქონოდა, ეს ხალხი უკვე ციხეში იქნებოდა, მაგრამ ვართ იქ, სადაც ვართ.

რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას, ამერიკის შეერთებულ შტატებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნაყიდია, მაგრამ არ იყენებენ, ელოდებიან მარეგულირებელი როდის გასცემს პასუხს“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


მისივე თქმით, საქართველოში უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინები და ის წამლები, რომლებიც იქნებიან რეკომენდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მე არ ვამბობ, რომ სახელმწიფომ არ უნდა ილაპარაკოს სამომავლოდ კარგ ვაქცინებზე. ჩინურები კი ბატონო, ვიყიდოთ, დავასაწყობოთ, მაგრამ არ გამოვიყენოთ, სანამ არ იქნება აღიარებული.


„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი წამალი და ნებისმიერი ვაქცინა უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. ადამიანს თუ სურვილი აქვს, უნდა გაიკეთოს ვაქცინა, თუ არ უნდა,- არა! დაძალება ყოველთვის უკუშედეგს გვაძლევს. საქართველოში კარგად დავინახეთ ამის მაგალითი. რაც უფრო მეტი დაძალება იქნება, მით უფრო უარყოფა იქნება მოქალაქეების მხრიდან. საჭიროა პროცესის გამჭვირვალობა.

ექვსი თვეა ვამბობ, გააკეთეთ ელექტრონული ბარათები. როცა შენ აკეთებ ახალ ვაქცინას, უნდა ვიცოდეთ, რა ალერგიული ფონი აქვს ადამიანს. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, ეს ალერგია მაქვს და შემიძლია, გავიკეთო თუ არა ვაქცინაო და ეს არასწორია, როცა ყველა ელოდება ჩემგან კის, ან არას.

ექიმმა უნდა მისცეს დასკვნა, გაიკეთოს თუ არა ვაქცინა, ეს უნდა იყოს დიალოგი და არა იმის თქმა, გინდა თუ არა – გაიკეთეო. ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური, ექიმმა უნდა გააკეთოს შეფასება, რისკებიც უნდა იყოს შეფასებული.

მე ვამბობ, – ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ გამო უნდა შეჩერებულიყო, როგორც ევროპაში.

სახელმწიფო ამბობს, ჩვენ ვუყურებთ ძლიერ მარეგულირებელს. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტრო?! საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო, გერმანიის ჯანდაცვი სამინისტრო, კანადის ჯანდაცვის სამინისტრო როცა გუბნება, 50-55 წლის ქვევით სასურველი არ არის „ასტრაზენეკას“ გამოყენება, ალბათ დასაფიქრებელია და ამას კიდევ მეორე მომენტი ემატება. ხალხს აქვს ინტერნეტი. უყურებენ ამ ინტერნეტს და ამბობენ, იქ თუ აკრძალულია, ჩვენთან რატომ არ არის აკრძალული? ამ ყველა კითხვაზე პროფესიული პასუხი უნდა იყოს გაცემული“, – განაცხადა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

ნოემბერი 23, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

საახალწლო თემატიკის ნივთები ინტერიერის სადღესასწაულოდ გასაფორმებლად

ნოემბერი 24, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
რომის პანთეონი: არქიტექტურის შედევრი და საუკუნეების საიდუმლო

რომის პანთეონი: არქიტექტურის შედევრი და საუკუნეების საიდუმლო

25 ნოემბერი 2024
ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ტრამვაი და მისი როლი თბილისის ტრანსპორტში

ნოემბერი 24, 2024
აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს სურთ „გუგლმა“ „ქრომის” ბრაუზერი გაყიდოს

ნოემბერი 24, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები