ორშაბათი, ოქტომბერი 21, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„მორიგი სიახლეები… განაცხადი უკვე შემოტანილი აქვს 25 სამედიცინო“-გიორგი ფხაკაძე

„მორიგი სიახლეები… განაცხადი უკვე შემოტანილი აქვს 25 სამედიცინო“-გიორგი ფხაკაძე

13/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი.
-„მორიგი სიახლეები – საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივაში“
10 დღეში აკრედიტაციის გავლაზე განაცხადი უკვე შემოტანილი აქვს 25 სამედიცინო დაწესებულებას. 7 ორგანიზაციასთან უკვე გაფორმდა საერთაშორისო იურიდიული კონტრაქტი.


გაფართოვდა გეოგრაფიული არეალიც, – სამედიცინო დაწესებულებებმა მოგვმართეს თბილისიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ცაგერიდან, გარდაბნიდან.
გავიმეორებ, აკრედიტაცია გაიცემა ფრანგული ორგანიზაციის “Accréditation Sans Frontières“ მიერ და რაც მნიშვნელოვანია, ეს არის უფასო, დმოუკიდებელი და მიუკერძოებელი პროცესი;
პროცესში ჩართულები არიან უცხოელი მაღალკვალიფიციური ექსპერტები, რომლებიც საქართველოს უანგაროდ ეხმარებიან, ეს საერთაშორისო მხარდაჭერა ძალიან სასიხარულოა. ჩვენთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობენ ქართული არასამთავრობო ორგანოზაციები;
პირველი ნაბიჯია, – აკრედიტებულმა ორგანიზაციამ დააკმაყოფილოს მინიმალური სტანდარტი და მიიღოს პირველი ვარსკვლავი. სულ იქნება მაქსიმუმ 5 ვარსკვლავი. მედეგ უკვე პროცესში ორგანიზაციებს შეუძლიათ, გაიარონ რეაკრედიტაცია და მიიღონ 2,3, 4 და მაქსიმუმ 5 ვარსკვლავი, სერვისების ხარისხის შესაბამისად;
პირველი ვარსკვლავის მისაღებად საჭიროა 5 მინიმალური სტანდარის დაკმაყოფილება. სამედიცინო დაწესებულება ამ მინიმალურ სტანდარტებს თუ ვერ აკმაყოფილებს, მას ბაზარზე ოპერირების პრეტენზაია არც უნდა ჰქონდეს.
უწყვეტი სამედიცინო განათლება – ექიმებმა და ექთნებმა პერიოდულად უნდა გაიარონ პროფესიული ტრენინგები, მაგრამ ამ ტრენინგის თანხა არა სამედიცინო პერსონალმა, არამედ დაწესებულებამ უნდა გადაიხადოს და ორგანისახიას საამისოდ ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს გამოყოფილი;
სამედიცინო აპარატურის მინიმალური სტანდარტი, არის თუ არა გავლილი კალიბრაცია, ასევე სამედიცინო აპარატურაში არის თუ არა სათანადო ნაწილები და სახარჯი მასალები. ეს საკითხები საქართველოში პრობლემურია, რამდენი ლაბორატორიაცაა, იმდენი ანალიზის სხვადასხვა პასუხია. ეს უნდა დამთავრდეს, აპარატურა უნდა იყოს გამართული და უნდა ხდებოდეს ზუსტი დიაგნოსტირება;
სამედიცინო-დიაგნოსტიკური აპარატურის ანალიზების ელექტრონული მართვა; სამედიცინო დაწესებულებაში დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით ყველაფერი უნდა იყოს ელექტრონულად, მინიმუმამდე რომ დავიდეს შეცდომის ალბათობა;
დაწესებულებებში გამართული უნდა იყოს ვენტილაციის სისტემა, ეს კოვიდპანდემიის ეპოქაში განსაკუთრებით აქტუალურია;
ინფექციის კონტროლი – ის მინიმალური მოთხოვნები, რაც არის სახელმწიფო სტანდარტების კუთხით, უნდა შესრულდეს. სხვათა შორის, სახელმწიფო სტანდარტი არ არის მოსაწონი, ძალიან მინიმალური დონისაა, მაგრამ საავადმყოფოები იმასაც არ ასრულებენ და ეს გასაკონტროლებელია. დაწესებულების სანიტარული სამსახურის სისტემა უნდა ფუნქციონირებდეს გეგმის მიხედვით. შიდა ინფექციების რისკი უნდა იყოს მინიმუმამდე შემცირებული,
გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება;
პაციენტების კმაყოფილება/უკმაყოფილების გამოკითხვის ანგარიში უნდა იყოს გასაჯაროებული, ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული;
ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება – დაწესებულება შშმ პირებისთვის ფიზიკურად უნდა იყოს ხელმისაწვდომი;
დანერგილი და განხორციელებული უნდა იყოს თამბაქოს კონტროლის რეგულაციები;
სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის უმნიშვნელოვანესი. სამედიცონო დაწესებულება უნდა იყოს უსაფრთხო;
ყველა ეს სტანდარტი გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდზე, ეს არის აუცილებელი და მარტივი სტანდარტები, რომ დაწესებულებებმა იოლად გადალახონ და პროცესში ჩაერთონ. სტანდარტები არის 2-წლიანი. სხვათა შორის, ეს მინიმალური სტანდარტი დაახლოებით 5-6 თვეში გადაიხედება და ახალი წლის შემდეგ უკვე გახდება უფრო რთული, ამიტომ ჯობს, სამედიცინო დაწესებულებები რაც შეიძლება, მალე ჩაერთონ პროცესში, რათა იოლად მიიღონ პირველი ვარსკვლავი;
ჩვენ ყველა ერთ ნავში ვართ, – ეს არის საქართველო და ჩვენ თუ გვინდა, ქვეყანა ამ რთული მდგომარეობიდან ამოვიყვანოთ, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ და გავმართოთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა;
ეს სტანდარტები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამიკეთებია, მე ამას საქართველოშიც გავაკეთებ. ჩვენ გვექნება ხარისხიანი ჯანდაცვა;


მოგმართავთ ხალხს:
– იმის ნაცვლად, რომ ვიყოთ გაბრაზებული ყველაზე და ყველაფერზე, იფიქრეთ, თქვენ რა შეგიძლიათ გააკეთოთ ქვეყანაში ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად. მე გეტვით, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, – როცა მიხვალთ სამედიცინო დაწესებულებაში, მოიკითხეთ, აქვთ თუ არა გავლილი აკრედიტაცია, რა მდგომარეობა აქვთ ხარისხის კუთხით და მოითხოვეთ, გაიარონ ფხაკაძის აკრედიტაცია. ეს არის თქვენი საქმე. ასე მივიღებთ ქვეყანაში ხარისხიან ჯანდაცვას,
რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზაცია, ვინც აკრედიტაციის გავლის სურვილს გამოხატავს, ვერ გაივლის აკრედიტაციას. მაგრამ პირველი ნაბიჯი უკვე მნიშვნელოვანია და ჩვენ მათ დავეხმარებით.
სხვათა შორის, უკვე დავასრულე 5-წლიანი მოღვაწეობა გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის რანგში, ჩავაბარეთ ძალიან საინტერესო ანგარიში გაეროს გენერალურ მდივანს. ახლა მე მთელ ჩემს ენერგიას ვდებ აკრედიტაციის საქმეში, მე მჯერა, ეს საქმე გამოვა! მე ამ საქმეს უკვე ვაკეთებ და შედეგს დავდებ, – საქართველოს ექნება ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემა!


კიდევ ერთი განცხადება – ანონსი:
არასამთავრობო ორგანიზაციების, სამედიცინო უნივერსიტეტებისა და სასწავლებლების, ტრენინგცენტრების და კერძო ტრენერების საყურადღებოდ!
„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ აცხადებს საჯარო კონკურსს კერძო ტრენერებისა და ტრენინგორგანიზაციებისთვის – ვიწყებთ უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების აკრედიტაციას. უნდა წარმოადგინოთ თქვენი ტრენინგმოდული, რომელიც შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიიღებს აკრედიტაციას და მოგენიჭებათ შესაბამისი “CME”-ის ქულები. ტრენინგმოდულებთან დაკავშირებით განაცხადი შეგიძლიათ ,გამოაგზავნოთ ვებგვერდზე მითითებულ მეილზე; ტრენინგმოდულების ფასს ადგენთ თქვენ, ჩვენ მხოლოდ ხარისხის სტანდარტს ვამოწმებთ, თქვენ მოგენიჭებათ ჩვენი ლოგო და აკრედიტაციის გავლის შემდეგ ეს მოდული შეგიძლიათ შემდეგ შესთავაზოთ როგორც ამ აკრედიტაციის დაწესებულებებს, ასევე ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ დაწესებულებას საქართველოში, ჩვენგან გექნებათ მაქსიმალური მხადრაჭერა, თქვენს ტრენინგკურსებზე ინფორმაცია განთავსდება ჩვენს ვეგვერგდზეც,
ჩვენ ერთობლივ ძალებით ავაშენებთ ძლიერ და ხარისხიან ჯანდაცვას! – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


საავადმყოფოების ხარისხის კონტროლი, ეს არის მინიმალური სტანდარტი, პირველი – ბაზისური ეტაპი. ეს იქნება ძალიან მინიმალური ინდიკატორები, ეს გაიზრდება ყოველწლიურად. ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა.


ინიციატივის პრინციპებია: გამჭვირვალობა, ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება.
საქართველოში ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც აქვს პრეტენზია მაღალ ხარისხზე, აწვდის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და პაციენტებისთვის შექმნილი აქვს უსაფრთხო გარემო, შეუძლია გაიაროს და მიიღოს ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია.
პროცესი 3-ეტაპიანია, საკმაოდ მარტივი და გამჭვირვალეა:
1. განაცხადის და კითხვარის შევსება (თანდართულია)
2. გასაუბრება და დაწესებულებაში ვიზიტი (ვირტუალური/პირდაპირ ფორმატში)
3. დასკვნის საჯარო გამოქვეყნება და აკრედიტაციის 2-წლიანი ვადის მინიჭება (80-ქულიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში)
მთელი პროცესი არის ნებაყოფლობითი და უფასო დამოუკიდებელი სამედიცინო აკრედიტაციის კრიტერიუმები არის დაყოფილი 4 თავად. ყველა კითხვაზე უნდა იქნას გაცემული პასუხი:
1.კი;
2.არა;

3.კითხვარი მომზადების სტადიაშია.


ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს თითოეულ პუნქტზე დამადასტურებელი საბუთი.
ორგანიზაციის „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ქართული საკრედიტაციო კითხვარი (ვერსია 2021.1)
1. უწყვეტი სამედიცინო განათლება (30 ქულა) 1.1. 50 საათი წელიწადში – ექიმებისთვის (5 ქულა) 1.
2. 25 საათი წელიწადში – ექთნებისთვის (10 ქულა) 1.
3. ბოლო 2 წელიწადში 1 სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში (5 ქულა)1.
4. ბოლო 2 წელიწადში 3 სამეცნიერო სტატია ქართულ სამედიცინო ჟურნალში (5 ქულა)1.
5. უწყვეტ განათლებაში დახარჯული თანხა შეადგენს დაწესებულების თანხის ბრუნვის მინიმუმ 2%-ს (5 ქულა)
2. სამედიცინო აპარატურის მინიმალური სტანდარტი (20 ქულა) 2.
1. ყველა სამედიცინო აპარატურას ჩაუტარდა კალიბრაცია მწარმოებლის მიერ დადგენილი წესით (5 ქულა)
2.2. სამედიცინო აპარატურის სათადარიგო ნაწილები, სახარჯი მასალები, რეაგენტები აპარატურის მწარმოებლის მიერ არის რეკომენდებული (5 ქულა)
2.3. სამედიცინო აპარატურის კომპიუტერული მართვა (ანალიზების მართვა) (5 ქულა)
2.4. ჰაერის სავენტილაციო სისტემების არსებობა (ჰეპა ფილტრებით აღჭურვილი საცირკულაციო სისტემა) (5 ქულა)
3. ინფექციის კონტროლი (25 ქულა) 3.1. ინფექციის კონტროლის სახელმწიფო სტანდარტები და ნორმები განხორციელებულია (5 ქულა)
3.2. დაწესებულების დეკონტამინაციის (სანიტარიული) სამსახურის სისტემა (დალაგება, ხელსაწყოები, ქიმიკატები, ნაგვის/ნარჩენების უტილიზაცია) გეგმის მიხედვით ფუნქციონირებს (10 ქულა)
3.3. პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისათვის სამრეცხაოსა და კვების (სასადილოს) სტანდარტები შემუშავებულია და კონტროლდება (10 ქულა)
4. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება (25 ქულა)
4.1. დანერგილია ელექტრონული მართვის (e-health) სისტემა (5 ქულა)
4.2. წლიურ ანგარიშს დაწესებულება აქვეყნებს საჯაროდ (ფინანსური, პროგრამული) (5 ქულა)
4.3. პაციენტთა კმაყოფილების/უკმაყოფილების გამოკითხვის ანგარიში (პაციენტების მიერ შეფასების სისტემა (არ უნდა იყოს წაშლის შესაძლებლობა)) გასაჯაროებულია და გადადგმულია შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯები (5 ქულა)
4.4. დაწესებულების შესახებ: დასახელება, მისამართი, სერვისების ჩამონათვალი, სპეციალისტების/ექიმების ჩამონათვალი, მმართველი გუნდის/საბჭოს ჩამონათვალი, მფლობელების ჩამონათვალი, საჯარო ხელმისაწვდომობა ვებგვერდზე/ სოციალურ ქსელში (5 ქულა)
4.5. ბოლო 2 წელიწადში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი თუ განხილულა სამედიცინო დაწესებულებაში კომპეტენტური ორგანოს მიერ (5 ქულა). გისურვებთ წარმატებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@accreditation.ge”.


პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ინიციატივით გამოდის:
„თუ თქვენი ორგანიზაცია აპირებს, გაიაროს აკრედიტაცია “საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის” ფარგლებში, მე, გიორგი ფხაკაძე, ამ პროცესში დაგეხმარებით.


ბმული: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

20 October, 2024
ტელემედიცინა: ჯანდაცვის მიღება სახლიდან – საინფორმაციო ბუკლეტი (ამბულატორიული მოვლა)

ტელემედიცინა: ჯანდაცვის მიღება სახლიდან – საინფორმაციო ბუკლეტი (ამბულატორიული მოვლა)

ოქტომბერი 21, 2024
„რომ ვუყურებ ვფიქრობ: ღმერთო, ამდენი წელი შენ გელოდებოდი…საოცრებაა“ – ნინო თოლორდავა ახალბედა დედობაზე

„რომ ვუყურებ ვფიქრობ: ღმერთო, ამდენი წელი შენ გელოდებოდი…საოცრებაა“ – ნინო თოლორდავა ახალბედა დედობაზე

21 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
ლამაზი და შთამბეჭდავი ბაღი არის ის, რაც ყველას სურს, 15 იდეა-  რომ გქონდეთ ლამაზი ბაღი

ლამაზი და შთამბეჭდავი ბაღი არის ის, რაც ყველას სურს, 15 იდეა- რომ გქონდეთ ლამაზი ბაღი

ოქტომბერი 21, 2024
“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

18 ოქტომბერი 2024
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

ოქტომბერი 18, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ოქტომბერი 20, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები