ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ჩინურ ვაქცინას რა ვუშვრებით?! – ბრიტანული შტამი საქართველოში თუ დაიკავებს ლიდერის პოზიციას“

„ჩინურ ვაქცინას რა ვუშვრებით?! – ბრიტანული შტამი საქართველოში თუ დაიკავებს ლიდერის პოზიციას“

16/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ამ ვერაგი ვირუსით ყველა დავიღალეთ.

სხვადასხვა ტიპის ვირუსია, – ძველი ვირუსი, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა და არის ახალი შტამები (ბრიტანული, ძალიან საშიში სამხრეთ-აფრიკული, ბრაზილიური, კალიფორნიული, ჩრდილო ფრანგული…), სამწუხაროდ ინდოეთში არის ახალი შტამი, რომელიც ძირითადად 40 წელზე ქვემოთ მოსახლეობაში და ბავშვებშია გავრცელებული, რაც ადრე არ ახასიათებდა „ბაბუა კოვიდს“.


მისი თქმით, ვირუსი მუტირებს ყოველ კვირა, 500 მუტაცია აქვს ვირუსს. უმრავლეს შემთხვევაში, მუტაციის დროს ვირუსი უფრო მსუბუქდება და შემდეგ ქრება.


„ვაქცინები, რომლებიც გვაქვს, ძირითადად აგებულია „ჩინურ ბაბუა კოვიდზე“, მაგრამ მუტირებულ ვირუსებზე არ იყო ეს ვაქცინები გათვალისწინებული.

იანვარში ვთქვი, – საქართველოში შემოსული იყო ბრიტანული ვირუსი და ვრცელდება ძალიან სწრაფად. ქვეყანაში მესამე ტალღა დაიწყო სამი კვირის წინ. შევდივართ აქტიურ ფაზაში. ექსპერტები ვინც ხართ, არ გრცხვენიათ, რასაც ამობთ?!

„ჩინური ბაბუა კოვიდი“ სექტემბერში აღარ იქნება. ყველა ვირუსს ახასიათებს 18-თვიანი ციკლი.

ძველი კოვიდი ცხოველიდან წამოსული ვირუსია. მუტაციის პროცესში ბრიტანულმა შტამმა დაგვანახა, რომ აღარ არის ე.წ. „ცხოველის ვირუსი“, უკვე ადამიანს მოერგო და გახდა „ადამიანის ვირუსი“, უფრო კომფროტულად გრძნობს ადამიანში თავს და უფრო იოლად, სწრაფად ვრცელდება“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.



მისივე თქმით, ვაქცინები ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ ვირუსზე კარგად ვერ მუშაობს.


„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა თქვა, რომ საქართველოში ინფიცირებულების 70%-მდე ბრიტანული შტამით არის ინფიცირებული.

ძალიან ბევრი მეკითხება ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით.

100 ადამიანიდან 70 ადამიანი ბრიტანული შტამით არის ინფიცირებული, 30 ადამიანი „ჩინური ბაბუა კოვიდით“.

ერთი თვის წინ ყველას ეგონა, რომ ჩინური ვაქცინები ეფექტური იყო 79%-ით. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საჯაროდ თქვა, რომ 50%-ს არ აღემატება, მე ვფიქრობ, 25%-ია

ქვეყანაში ვაქცინაცია რომ დავიწყოთ ჩინური ვაქცინით, 70%-თვის აზრი არ აქვს. 100 კაცი თუ არის ინფიცირებული და ასივეს გაუკეთეს ვაქცინა, დაცული იქნება 15 ადამიანი.

70% ინფიცირებულია ბრიტანული შტამით, ამ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართვრელოში არ არის.

შეკითხვა მაქვს, ბრიტანული შტამი საქართველოში თუ დაიკავებს ლიდერის პოზიციას, ამ ჩინურ ვაქცინას რა ვუშვრებით?! გაგვეცით პასუხი! გიორგი ფხაკაძისსგან ყოველთვის მიიღებთ მეხს!

„ფაიზერის“ ვაქცინა კიდევ უფრო ეფექტურია ბრიტანული შტამის წინააღმდეგ, „ასტრაზენეკესთან“ დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია, ამ ვაქცინაზე ყოველ კვირას იცვლება ინფორმაცია. ტყუილში არიან ჩაფლული! აშშ-ში ასტრაზენეკა დამტკიცებული არ არის, დასკვნა თქვენ გააკეთეთ!

თქვით გამჭვირვალედ, საერთაშორისო დონეზე მაქვს საუბრები, ვარ ძალიან კრიტიკული. ვუთხარი, რომ ვაქცინის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მაინტერესებს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. ის, რომ რისკები აჭარბებს ბენეფიტებს, – ერთი წუთით, გაჩერდით, რას მელაპარაკებით-მეთქი! არის კარგი ვაქცინა, რომელიც უფრო უსაფრთხოა და შეიძლება გამოიყენო და არის ვაქცინა, რომლითაც შეიძლება ვინმეს რამე დაემართოს! – ასე არ შეიძლება საუბარი! გასაგებია, რომ მსოფლიო ეპიდემიაა. აქ უფრო ბიზნესი ერთვება, ბიზნესი ჩალიჩობს ყველანაირად, „ფუფალას“ ვაქცინა გაუკეთეთ, ოღონდაც ბიზნესი გაიხნასო! ძალიან დიდი ბოდიში ბიზნესმენებო, მაგრამ ასე არ არის! ამით თქვენ უფრო დიდი პრობლემებს ქმით!

მე ვამბობ ყოველთვის სიმართლეს, რაც არის დაფუძნებული მტკიცებულებებზე და პირველ წყაროზე!

სამხრეთ-აფრიკული შტამის წინააღმდეგ ფაიზერის ვაქცინაც კი არ მოქმედებს კარგად, ვერ იცავს!

ისრაელში ჩატარდა კვლევა. გამოჩნდა, რომ ვისაც ჰქონდა ფაიზერის ვაქცინა გაკეთებული და უმრავლესობა ხელახლა დაინფიცირდა სამხრეთ-აფრიკული შტამით. ფაიზერი ბრიტანულ შტამზე ძალიან კარგად მუშაობს, სამხრეთ-აფრიკული შტამისგან გიცავს ძალიან ცოტათი. ინდური შტამის შესახებ არაფერი არ ვიცით. ინდოეთში ახლა არის „ვირუსის აფეთქება“. ამას არ ელოდნენ. საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის, პანიკაში არიან!..“ – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.



„ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს“ –

ლინკი: – https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.


„ნაჩუქარი 100 000 დოზაც ნაგავში გადასაყრელია ფაქტიურად და აი, რატომ…“-გიორგი ფხაკაძე


ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-100-000-%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94


READ  რომელი ვაქცინაა ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მსოფლიოში, დღესდღეობით ნათელია – ფხაკაძე

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები