ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირესტორნები„ჩემი ოცნებაა, იმედი მაქვს, როცა დაწყნარდება ყველაფერი, ციხისძირში ავაშენებ ძალიან კომფორტულ, ლამაზ

„ჩემი ოცნებაა, იმედი მაქვს, როცა დაწყნარდება ყველაფერი, ციხისძირში ავაშენებ ძალიან კომფორტულ, ლამაზ

ამონარიდი ინტერვიუდან:

გვესაუბრა პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე:

  • გამარჯობა ბატონო გიორგი. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, მოხარული ვარ, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ გაეროში ამ ერთობ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობთ თქვენ, გიორგი ფხაკაძე, ქართველი კაცი, და არასოდეს იშურებთ ძალისხმევას გვერდში დაგვიდგეთ, თუნდაც იმ ინფორმაციის მოწოდებით, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ამ რთულ ვითარებაში, რომელშიც იმყოფება მთელი მსოფლიო, და მათ შორის საქართველო.

გადავიდეთ პირდაპირ კითხვებზე.

  • ჯერ შეგეკითხებით ჩვეულებრივი, თქვენი ყოფითი ცხოვრების შესახებ. ხართ ქუთაისიდან, საქართველოში გაიზარდეთ. რა გენატრებათ და გახსენდებათ ყველაზე მეტად, რაც ღიმილს გგვრით, კარგ ხასიათზე გაყენებთ და, უბრალოდ, ბედნიერებას განიჭებთ?

– ყველაზე კარგად მახსენდება აღდგომა. ძალიან, ძალიან მიყვარს აღდგომის დღესასწაული, ყველა წინაპრის სასაფლაოს რომ შემოივლი, ყველა წინაპარს რომ პატივს მიაგებ, სასაფლაო რომ დალაგებული და დასუფთავებულია. ძალიან მიყვარს ნათესავებთან მისვლა, ჩემს ნათესავებთან ურთიერთობა და პურის ჭამა, განსაკუთრებით სასაფლაოზე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ეს დღე… ჩემი ბაბუები, ბებიები, დიდი ბაბუები, – მათი საფლავების მონახულება ძალიან მიხარია. ეს რაღაცნაირად გვაერთიანებს. ძალიან მიხარია იმიტომ, რომ წარსულის და მომავლის კავშირია, ნათესავები ნახულობენ ერთმანეთს – ეს ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მიყვარს ძველი მეგობრები. მაგალითად, მამაჩემის და დედაჩემის ძველი მეგობრები (დედა ცოცხალი აღარ არის). ვფიქრობ, რომ აღდგომის დღესასწაული არის მართლაც ბრწყინვალე დღესასწაული და ყოველთვის მინდა, რომ ვიყო საქართველოში.

  • ხომ არ აპირებთ აღდგომის დღესასწაულზე საქართველოში ჩამოსვლას? თქვენ გაიკეთეთ თუ არა აცრა კოვიდზე?

– სამწუხაროდ, ვაქცინა არ მაქვს გაკეთებული, ჩემი ასაკის ადამიანებს ჯერ არ ცრიან საფრანგეთში. ჟენევაშიც არ არის საკმარისი ვაქცინა. ვინაიდან ვმუშაობ შვეიცარიაში და იქ დიპლომატიური სტატუსით ვარ, შესაბამისად, მე ისე ავიცრები, როგორც შვეიცარიის ჩვეულებრივი მოქალაქე. როცა ჩემი ასაკის ადამიანები აიცრებიან, მეც ავიცრები იმ ვაქცინით, რაც იქნება იმ დროისათვის ხელმისაწვდომი შვეიცარიის მოქალაქეებისათვის. მე ვარ კანონმორჩილი მოქალაქე. ზოგადად, როცა ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროცესში, რა თქმა უნდა, მე მივიღებ მონაწილეობას.

  • რომელი ქართული კერძი გენატრებათ ყველაზე უფრო? გამოგდით თუ არა კერძების მომზადება?

-კერძების მომზადება ვერ გამომდის კარგად. ყველაზე მეტად მიყვარს ხაჭაპური, იმერულიც მიყვარს, მაგრამ აჭარული მირჩევნია. რა თქმა უნდა, ხინკალიც ძალიან მიყვარს. როგორც ყველა ქართველს, მიყვარს ხაჭაპური და ხინკალი.

აღდგომის დღესასწაულზე ჩემი ერთი ნათესავი, წყალტუბოში, აცხობს უგემრიელეს, განსხვავებულ პასკას. ამ პასკის ჭამაც ერთი დღესასწაულია ჩემთვის.

  • გიმოგზაურიათ თუ არა საქართველოში?

– აჭარაში ნამყოფი ვარ და ციხისძირში მიწის ნაკვეთიც მაქვს. ჩემი ოცნება იყო, რომ სახლი ამეშენებინა, მაგრამ ვერ მოვაგვარე ეს საქმე. მე მაინც იმედი მაქვს, როცა დაწყნარდება ყველაფერი, ციხისძირში ავაშენებ ძალიან კომფორტულ, ლამაზ პატარა სახლს, რომელიც იქნება მთლიანად მინის და იქნება ულამაზესი.

მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი. როცა ვმუშაობდი „ევექსში“, ორმოცამდე საავადმყოფო იყო ქსელში და ყველა შემოვლილი მაქვს. ასევე ვმუშაობდი რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში – იქ 20 საავადმყოფო იყო და ოცივე მაქვს შემოვლილი. პრაქტიკულად, საქართველოს რეგიონების 70 საავადმყოფო მაქვს შემოვლილი. საქართველოს რეგიონების საავადმყოფოების 80%-ს ვმართავდი. სასწაული და განსხვავებულია საქართველოს ყველა რეგიონი თავისებურად. ყველა რეგიონის საავადმყოფოში ხომ უმეტესად ადგილობრივი ექიმები არიან, ადგილობრივი ინტელიგენცია თავისებური კოლორიტით, მათგან ბევრ რამეს სწავლობ. ყველა საავადმყოფოში სხვადასხვანაირად გმასპინძლობენ.

  • თუ გახსენდებათ წიგნი, რომელიც ოდესღაც წაიკითხეთ და დღესაც კი შთაბეჭდილების ქვეშ ხართ, აღგაფრთოვანათ და შეგაყვარათ მწერალი?

-სამსახურიდან გამომდინარე, ბოლო დროს ძალიან ბევრ ტექნიკურ წიგნს ვკითხულობ. ძირითადად ტექნიკურ ანგარიშებს ვუთმობ დიდ დროს. დასანანია, რომ იმდენად ვეღარ ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას. სხვათა შორის, როცა ვკითხულობ, მაშინ მთლიანად ნაწარმოებში ვარ ჩაძირული, მაგრამ კითხვას როცა ვამთავრებ, გარკვეული დროის შემდეგ აღარ მახსოვს ბევრი რამ. ეს ჩემი ტექნიკაა, კითხვით ვიღებ სიამოვნებას. მაგალითად, ზოგი კითხულობს და ანალიზს აკეთებს. ჩემთვის წიგნის წაკითხვა მხატვრული ფილმის ყურებასავითაა; ფილმს როცა ვუყურებ, მთლიანად ამ ფილმში ვარ მთელი ჩემი ენერგიით და ემოციით. წიგნშიც ასევე ვარ… როცა კითხვას დავასრულებ, რომ მკითხოთ, ავტორი ვინ არისო, შეიძლება არ მახსოვდეს… ტექნიკური საბუთები სხვა ამბავია, სამსახურში ზეპირად უნდა იცოდე, რა – რომელ გვერდზეა, რა – რამდენი პროცენტია და ა.შ. ამიტომ ჩემი ყურადღების მთელი კონცენტრაცია სჭირდება საქმეს…

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები