ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხზე კვლევა არ არსებობს და როგორ ვიტყვი“-გიორგი ფხაკაძე

„ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხზე კვლევა არ არსებობს და როგორ ვიტყვი“-გიორგი ფხაკაძე

23/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil




პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე „ტვ პირველს“ მიმართავს:

„მივმართავ „ტვ პირველს“, – ისე გამოიყვანეთ, თითქოს მე ვთქვი, – კოვიდვაქცინის გაკეთების შემდეგ სპერმის ხარისხი ფუჭდება, მე ეს არ მითქვამს!

ტვ პირველის წამყვანებს მივმართავ: – ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ როცა პრეტენზია გაქვთ, ძლიერი ტელევიზია ხართ და მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენს ტელევიზიას, როცა რაიმე კითხვა გაქვთ, შემეკითხეთ და გაგცემთ პასუხს;

მინდა გამოვეხმაურო წუხანდელ გადაცემას, სადაც ექიმი ზურაბ გურულიც ჰყავდათ მიწვეული. „ტვ პირველი“, რამე დაგიშავეთ? ყველას პატივს გცემთ, გპასუხობთ. რატომ ატრიალებთ უკუღმა ჩემს სიტყვებს?
ბატონ გურულთან არაფერი პრობლემა არა მაქვს. არასწორად ჰკითხეს, არასწორად მიაწოდეს ჩემი ნათქვამი, შეცდომაში შეიყვანეს, არასწორი მიმართულებით წაიყვანეს საუბარი. ძალიან მეწყინა, პირდაპირ გეტყვით!
ჩემი ინფორმაცია იყო ძალიან კონკრეტული. სხვათა შორის, ეს არ არის ახალი ინფორმაცია, ჯერ კიდევ 6 თვის წინ ჩატარდა ეს კვლევები, ჩემს ფეისბუქ გვერდზე მიდევს ეს სტატიები (სამეცნიეროც და პოლულარულ ჟურნალებში დაბეჭდილებიც) – კვლევები ჩატარდა ინდოეთში, ჩინეთში, ტაილანდში. რატომ? იმიტომ, რომ იქ არის ბევრი განაყოფიერების კლინიკები, მათ დაიწყეს პირველმა კვლევები.
გეუბნებით – ჩატარებულია კვლევები, ვინც გადაიტანა კოვიდი, არა აქვს მნიშვნელობა, მძიმედ თუ მსუბუქად, აღმოჩნდა, რომ გარკვეულ პროცენტში (სხვადასხვა კვლევების მიხედვით სხვადასხვა პროცენტი), აღმოჩნდა სპერმის სხვადასხვა ტიპის პრობლემები, სხვადასხვა ტიპის დაავადებები, არ ვიხმარ სამეცნიერო ტერმინებს. გამრავლების საკითხში იყო გარკვეული ტიპის პრობლემები კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ!

გიორგი ფხაკაძე რასაც ამბობს, იმაზე პასუხს აგებს. ეს არის დაფუძნებული შემდეგზე, ვარ ბევრი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი და აქედან გამომდინარე მაქვს წვდომა ძალიან ბევრ ინფორმაციასთან, რომელიც ჯერ არ არის დაბეჭდილი. ფხაკაძის ამ ნათქვამის უკან დგას დაახლოებით 30 საჯარო სტატია, 50-მდე კვლევა, რომელიც საჯარო არ არის, კიდევ დამატებითი ინფორმაციები და ამ ყველაფრის ანალიზზეა დაფუძნებული, რასაც ვამბობ!
ცნობისათვის, სხვათა შორის, სექსოლოგიის კონფერენცია პირველად რომ ჩატარდა ინდოეთში, ძალიან დიდი ხნის წინ, იმის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ.
ამ სპერმაზე ინფორმაციაც თვეების წინ მქონდა, ამ კვლევების საფუძველზე. პანიკა რომ არ ამეტეხა, ხუმრობაგარევით ვთქვი. მე არ მითქვამს, ვაქცინა თუ გაიკეთეთ, რაიმე მოხდება ამ კუთხით. კოვიდგადატანილების გარკვეულ პროცენტში სპერმის ხაიოსხის კუთხით გარკვეული პრობლემების არსებობაზე ვთქვი ესაა მარტივად
ვინც გაიკეთა ვაქცინაცია, მათი რეპროდუქტოლოგიურ უნარებზე (მამაკაცებში) კვლევები ჯერ არ არის ჩატარებული. ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხზე კვლევა არ არსებობს და როგორ ვიტყვი.
„ტვ პიტრველი“, ბოდიში მოიხადეთ, თუ შეგეშალათ,- კარგი, გავიგებ! პატივს გცემთ, მაგრამ როცა რაღაცას ლაპარაკობთ, გადაამოწმეთ, როცა არა ხართ დარწმუნებული, დამირეკეთ და მკითხეთ. არავის ვეუბნები უარს.
გავიმეორებ – ჩემი რჩევაა, სანამ არ ხართ ინფიცირებული, იზრუნეთ შთამომავლობაზე, სანამ ხართ ჯანმრთელი, გააჩინეთ ბავშვებო! თუ გაქვთ ამის ფიზიკური და ფინანსური საშუალება. თუ გყავთ ადამიანი, ვინც გიყვართ, გააჩინეთ ბავშვები; ეს არის ჩემი რჩევა და როგორც გინდათ, ისე ატრიალეთ.
თუ გიყვართ ვიღაცა, აუხსენით, რომ გიყვართ!
თუ 9 თვის მერე ბავშვები დაიბადებიან, კი ბატონო , თანახმა ვარ, ვიყო თქვენი ნათლია!
გამრავლდით, ჯანმრთელობას გისურვებთ!“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო საუნა ოსლოში

8 საუკეთესო საუნა ოსლოში

27 October, 2024
ცდებში რევოლუციური შედეგები აჩვენა – შექმნეს კიბოს ვაქცინა ძაღლებისთვის

ცდებში რევოლუციური შედეგები აჩვენა – შექმნეს კიბოს ვაქცინა ძაღლებისთვის

ოქტომბერი 28, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

28 ოქტომბერი 2024
3 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

3 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 28, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს” – რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას ჩართავთ?

გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს” – რა უნდა გააკეთოთ, ვიდრე სახლში გათბობას ჩართავთ?

28 ოქტომბერი 2024
ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში ერთადერთი დაცული ტერიტორიაა, სადაც სეირნობისას შესაძლოა ფლამინგოებს გადაეყაროთ

ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში ერთადერთი დაცული ტერიტორიაა, სადაც სეირნობისას შესაძლოა ფლამინგოებს გადაეყაროთ

ოქტომბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები