ორშაბათი, ოქტომბერი 21, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„აბსოლუტურად ვეთანხმები საფრანგეთის გადაწყვეტილებას, სადაც მატარებელშიც კი ვერ ჩაჯდები, თუ არ ხარ...

„აბსოლუტურად ვეთანხმები საფრანგეთის გადაწყვეტილებას, სადაც მატარებელშიც კი ვერ ჩაჯდები, თუ არ ხარ…

15/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველო უკვე იმ ზღვარზეა, რომ საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლები აღარაა.


„საქართველოში უკვე იმ ზღვარზე ვართ, რომ საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლები აღარაა.

დელტა ვირუსი ვერაგია. ადრე მამაკაცებზე ვთქვი, სანამ დაგემართათ კოვიდი, შთამომავლობაზე იზრუნეთ-თქო, გამლანძღეს, დამცინეს. დაახლოებით ერთი წლის წინ კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდგადატანილებში სპერმის ხარისხი ქვეითდებოდა.

ბოლო დროს წამოვიდა კვლევები, – არა მარტო სპერმის, არამედ ერექციის პრობლემებია, პრაქტიკულად იმპოტენციაზეა საუბარი. თუ გსურთ, მსგავს პრობლემებს აცდეთ, აიცერით „ფაიზერით“ და იარეთ პირბადით,

5-10-12 წლის ბიჭს თუ დაემართა კოვიდი, ეს ნიშნავს, რომ მას შესაძლებელია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით მომავალში პრობლემა შეექმნას, ამიტომ მოგიწოდებთ, ყველა უნდა ავიცრათ გარშემო, რომ ჩვენი ბავშვები გადავარჩინოთ!

ვინ არის შედეგებზე პასუხისმგებელი?! ანტივაქსერების სექტა, რომლებიც უარს აცხადებენ აცრაზე და პირბადეზე საკუთარი უფლებების მოშველიებით. თქვენს უფლებებზე რომ ლაპარაკობთ, იმ პატარა ბიჭის უფლებებს ვინ იცავს?!

აბსოლუტურად ვეთანხმები საფრანგეთის გადაწყვეტილებას, სადაც მატარებელშიც კი ვერ ჩაჯდები, თუ არ ხარ ვაქცინირებული. ძალიან ვნანობ, რომ საქართველოში არ არის ისეთი მთავრობა, რომელიც იტყვის სათქმელს და გასაკეთებელს გააკეთებს! ხალხზე არავინ ფიქრობს! ეს ეხება პოზიციასაც და ოპოზიციასაც!

ქვეყანა დასაკეტი იყო 1 ივლისს 3 კვირით და ასე რომ მოქცეულიყვნენ, ახლა ყველაფერი კარგად იქნებოდა“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, დღეს საქართველოში 100 ადამიანი გარდაიცვალა – 50 კოვიდით და 50 სხვადასხვა დაავადებებით, იმიტომ, რომ ვერ მართავენ ეპიდემიას.


„პირდაპირ ვამბობ – დაავდებათა კონტროლის ცენტრის მესვეურები გასათავისუფლებლები კი არა, უკვე დასაჭერები ხართ. თქვენს სინდისზეა ამ 100 ადამიანის გარდაცვალება და უკვე იურუდიული პასუხისმგებლობა უნდა დადგეს! დამთავრდა ის დრო, რომ გეუბნებოდით, თქვენს ასაკს, განათლებას პატივს ვცემ და ა.შ. გამოდიხართ და ჭკუას გვასწავლით, რეკომენდაციას გაძლევთო. სად იყავით 1-2-3 ივლისს?! არ იცოდით, რომ ყველა ინდიკატორი აჩვენებდა, სიტუაცია გაქცეულია?! რატომ არ დაწექით პრემიერის მაგიდაზე, არ თქვი,თ არ ავდგები, სანამ შესაბამის ზომებს არ მიიღებთ-თქო?! აჰა, ფულშია საქმე?!

მაპატიეთ, მაგრამ ეს არის რეალობა. ეს „შაიკა“ არიან საქართველოს გენოციდში მონაწილეები. მე ვიცი, რომ ახლა რასაც ვლაპარაკობ, ამით ბევრი ხიდი დავწვი, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა. გასაკეთებელს არ აკეთებენ.

ახლა მე ვიტყვი იმას, რაზეც არავინ საუბრობს – ვირუსის ძლიერი აფეთქება მოდის. პიკამდე არ მივსულვართ. დელტა ვირუსი სანამ მოსახლეობის 90% არ დააინფიცირებს, არ გაჩერდება. მხოლოდ 2 გზაა – ან უნდა იყოთ ვაქცინირებული და იაროთ პირბადით, რომ არ გადაგედოთ, ან გადაიტანთ ვირუსს. სანამ მოსახლეობის 90% არ ექნება პოპულაციური იმუნიტეტი, პიკი არ იქნება. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს ინფიცირებულთა რაოდენობა კლებას, სიკვდილიანობა კიდევ 2 კვირა იმავე დონეზე იქნება, შემდეგ კლებას დაიწყებს“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


მისივე თქმით, ახლა გეომეტრიული პროგრესიით მივდივართ ზევით, ეს შეზღუდვები ზღაპარია.


„ჩვენ ახლა გეომეტრიული პროგრესიით მივდივართ ზევით, ეს შეზღუდვები ზღაპარია. რეალურად შეზღუდვა უნდა ყოფილიყო უმკაცრესი, უნდა აკრძალულიყო ყველანაირი შეკრებები. გუშინ არ თქვით, არანაირ შეკრებებს არ გავაკეთებთო?! დღეს კი რა ოლიმპიური შეხვედრები გააკეთეთ?! რა მერების წარდგენა! კარგით რა!

ყველანაირი ლოგიკით სექტემბრის 1-2 კვირაში კატასტროფული მდგომარეობა იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევამციროთ ტალღა. ფხაკაძის პირბადე ყველგან და ყოველთვის 2 წლის ასაკიდან, ვაქცინაცია ფაიზერით. განსაკუთრებით მეძუძური დედები და ორსული ქალები, ორსულობის ნებისმიერ ვადაზე. მამაკაცებსაც მივმართავ, თუ შთამომავლობა სურთ, დროზე გაიკეთონ ფაიზერი.

მოგმართავთ აცრის მოწინააღმდგეებს – ნუ იყენებთ გაუაზრებლად სიტყვებს: „ღმერთი“, „ქრისტე“, „ეშმაკი“, „სატანა“ და ა.შ, ყველაფერს აქვს საზღვარი და ეს საზღვარი ახლა არის ადამიანების სიცოცხლე! ნუ იგონებთ ზღაპრებს.

რამდენი რჩევა გავეცი. ჩემთვის რომ დაეჯერებინათ, საქართველო ახლა კარგად იქნებოდა. ვინ დამიჯერა. პოიტიკოსები, ექიმები, ბიზნესმენები, ყველანი ერთმანეთს ჭამენ და არავინ ფიქრობს, ერთმანეთს გვერდში დაუდგეს.

ყველას პირველობა უნდა. მე თანამდებობა არ მინდა. საქართველოში მინისტრის ხელფასი 3500 ლარია. რატომ უნდა ჩამოვიდე ასეთ ხელფასზე, როცა ჩემი ცოდნა არ ფასდება?! მე ფულს არ ავიღებ, კორუფციაში ჩემი გარევის შანსი არ არის.

ხალხი მწერს, ჩამოდიო. მე საჯაროდ ვთქვი, ჩამოვალ, თვეში სიმბოლურად 1 ლარად ვიმუშავებ, ჩემი ხარჯით ვიცხოვრებ და საქმეს გაგიკეთებთ-მეთქი. სად ჩამოვიდე, ვინმემ დამიძახა?!


მეც დავიღალე. დღეს არის ჩემი ბოლო ლაივი. ერთმა ადამიანმა უამრავი რჩევა გავეცი უანგაროდ, უამრავი ვიდეო ჩავწერე. დამიჯერეთ, გაიკეთეთ პირბადე, აიცერით კარგი ვაქცინით, დაიცავით დისტანცია. დარვინის თეორია გადაარჩევს, გადარჩებიან ვინც ოდნაც უფრო პროგრესულია და რჩევებს გაითვალისწნებს.

ქვეყანა ჩასაკეტია, რომ არ ავიდეთ სექტემბრის 1-2 კვირაში 100 კაცის სიკვდილზე დღეში.

ყველაზე დიდი ეშმაკი და მასონი არის ის ადამიანი, ვინც გეუბნებათ, არ ავიცრებიო.

არ გინდათ აცრა? ნუ აიცრებით. დარვინის თეორიით, გადარჩება და გამრავლდება ის, ვინც არის პროგრესული და ფიქრობს მომავალზე. ნაწილი ადამიანების გაქრება. ნაწილი გადარჩება. აირჩიეთ, რომელ ჯგუფში გინდათ მოხვედრა.

სახელმწიფოს მე უკვე ვერ ვაძლევ რეკომენდაციებს, რადგანაც არაადეკვატურები არიან. ისე აქვთ ტვინი გადატრიალებული არჩევნების გამო, რომ მთელ ქვეყანას წირავენ. არჩევნები როგორ უნდა მოიგოთ, ამაზე გიფიქრიათ? რეანიმაციაში რომ ადგილები არ იქნება, სექტემბრის 1-2 კვირაში სიკვდილიანობა და ინფიცირება პიკზე ავა. ამ რეალობაში არანაირი პიარი არ გიშველით. ვინ მოგივათ არჩევნებზე? მიცვალებულების არჩევნებს აკეთებთ? კი არ გეხუმრებით, დაფიქრდით!

ცუდს რამეს ვიტყვი, მაგრამ სიმართლეს – ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ახლა საარჩევნო პროცესში იღებს მონაწილეობას, არიან საქართველოს გენოციდში მონაწილეები!


რამდენჯერ ვთქვა?! – ქვეყანაში აცრა 12 წლიდან უნდა იყოს! სკოლა უნდა გადაიდოს 1 ნოემბრამდე, გადადით ონლაინ სწავლებაზე, ამისთვის მოემზადეთ, სკოლის მთელი პერსონალი, ყველა სამედიცინო დაწესებულების, ყველა სააფთიაქო ქსელის ყველა თანამრომელი უნდა იყოს აცრილი! უნდა გაკეთდეს შესაბამისი ბრძანებები.

მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე ლაივების შეწყვეტა – ქვეყანაში საარჩევნო კამპანიაა და არ მინდა, ჩემი ლაივები რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ან საწინააღმეგოდ იქნას გამოყენებული. მე ვარ აპოლიტიკური ადამიანი და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერ მხარს, იმიტომ, რომ ვერავინ დავინახე ისეთი, რომლებზეც ვიტყოდი, მაგრები არიან და მოდი, საქმე ერთად ვაკეთოთ-მეთქი.

ძალიან გთხოვთ, ნუ მწერთ, ჩამოდი საქართველოში და საქმე გააკეთეო, ჯერ ერთი, არავინ დამპატიჟა, არც ერთი კონკრეტული წინადადება არ მიმიღია, ვინმეს რომ ჩემი ჩართულობა სჭირდებოდეს, ამის გზა ყოველთვის არსებობს, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს, მხოლოდ „მაშავებენ“ ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან. ტელევიზიებს ყოველთვის მივცემ კომენტარს, ლაივებს აღარ ჩავწერ.

ათიათასობით ადამიანმა გამომიგზავნა წერილი და სურათები, თქვენ დაგიჯერეთ და ავიცერითო. ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე არის უფრო უსაფრთხო. ეს არის ის, რაც მე მამოძრავებდა.სხვავ არაფერი მაინტერესებს, ზოგიერთებისგან განსხვავებით.

ჯანმრთელობას გისურვებთ!“ – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

20 October, 2024
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD)- საინფორმაციო ბუკლეტი (რესპირატორული ჯანმრთელობა)

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD)- საინფორმაციო ბუკლეტი (რესპირატორული ჯანმრთელობა)

ოქტომბერი 21, 2024
„რომ ვუყურებ ვფიქრობ: ღმერთო, ამდენი წელი შენ გელოდებოდი…საოცრებაა“ – ნინო თოლორდავა ახალბედა დედობაზე

„რომ ვუყურებ ვფიქრობ: ღმერთო, ამდენი წელი შენ გელოდებოდი…საოცრებაა“ – ნინო თოლორდავა ახალბედა დედობაზე

21 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
საოცარი იდეები – ყვავილი ხის ქვეშ გაზაფხულისთვის

საოცარი იდეები – ყვავილი ხის ქვეშ გაზაფხულისთვის

ოქტომბერი 18, 2024
“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

18 ოქტომბერი 2024
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

ოქტომბერი 18, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ოქტომბერი 20, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები