26/08/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„იანვარში მოსალოდნელია ვირუსის მეხუთე ტალღა! ქვეყანა ჩასაკეტია, პოლიტიკოსები უნდა მივიდნენ კონსენსუსამდე და მიიღონ საჭირო ზომები, სწავლა უნდა იყოს დისტანციურად. ეს სასწავლო წელი უნდა გადავიდეს დისტანციურზე, რადგან კიდევ იქნება სხვა ტალღებიც. სწავლა სჯობს იყოს შერეული…ამ ვირუსს 5 თვიანი ციკლი აქვს, რატომ აკეთებს ამას არავინ იცის. ამიტომ , იანვარში ვირუსის მორიგ ტალღას უნდა ველოდოთ.
კიდევ იქნება სხვა ტალღებიც. არ დაგავიწყდეთ, იანვარში იქნება მეხუთე ტალღა! ამ ვირუსს 5 თვიანი ციკლი აქვს, რატომ ამდენი თვე, არავინ იცის. სასწრაფოდ ჩასაკეტია ქვეყანა. პოლიტიკოსები უნდა დაჯდნენ, მოილაპარაკონ და რაღაც კონსესუსამდე მივიდნენ.
რაც შეეხება ვაქცინაციას, ახლა ვართ ძალიან მძიმე სიტუაციაში, განსაკუთრებით ის ხალხი, რომელიც 24 საათის განმავლობაში რეკლამას უკეთებდნენ ჩინურ „გოგლი მოგლის“. ახლა რა გეშველებათ მითხარით! რა უნდა უთხრათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეუბნებოდით, ჩინური ვაქცინა მაგარიაო. კი ბატონო, ჩინური ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა, უჰანური ვირუსის სამკურნალოდ, მაგრამ აღარ არის ბატონო უჰანური ვირუსი, ის აღარ არსებობს“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze