კვირა, მარტი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირესტორნები„მიყვარს ქუთაისი და მიყვარს ჩემი სახლი. იმ სახლის ფასადზე დედაჩემის და ჩემი...

„მიყვარს ქუთაისი და მიყვარს ჩემი სახლი. იმ სახლის ფასადზე დედაჩემის და ჩემი დის სახეა…“

„ძალიან მიყვარს ქუთაისი. ბევრი რამ შევარდნაძის დროინდელ ქუთაისში არ მომწონდა, მაგრამ ის მინუსები უკვე დამავიწყდა და მარტო ის მახსოვს, რაც მიყვარს.“

ამის შესახებ აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

„მე, დედა და საქართველო…

ძალიან მიყვარს ქუთაისი. ბევრი რამ შევარდნაძის დროინდელ ქუთაისში არ მომწონდა, მაგრამ ის მინუსები უკვე დამავიწყდა და მარტო ის მახსოვს, რაც მიყვარს.

ქუთაისში ძალიან ლამაზი სახლი მქონდა, ჩემი სული და გულია იმ სახლში ჩადებული. იმ სახლის ფასადზე დედაჩემის და ჩემი დის სახეა გამოქანდაკებული, ის სახლი შემდეგ ჩემმა მეგობარმა იყიდა. მიყვარს ქუთაისი და მიყვარს ჩემი სახლი.

როცა საქართველოში ჩამოვდივარ, ყოველთვის გავდივარ დედის საფლავზე. მე დედაჩემი ძალიან მიყვარს. არასდროს ვიტყვი – „მიყვარდა“, დედა სულ გიყვარს.

როცა ქუთაისში ჩავდივარ, ყოველთვის გავდივარ დედაჩემის საფლავზე. ხომ დაგიგროვდება ცხოვრებაში ადამიანს რაღაცეები, ზოგჯერ რაღაცეებს ვერავის ვერ ეტყვი, საერთოდ ვერავის ვერ ეტყვი – ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დედაჩემის საფლავი ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება, დედას ცოცხალივით ვესაუბრო იმაზე, რასაც ამ დედამიწაზე ვერავის ვეტყვი. დედის წინაშე რა უნდა დამალო. დედამ ყველაფერი იცის, დედა ყველაფერს გრძნობს. შენ ხმა რომ არ ამოიღო, დედამ მაინც ყველაფერი იცის….დედას ყველაფერი უნდა უთხრა. მე დედაჩემს ყოველთვის ყველაფერს ვეუბნებოდი…ახლაც რომ ჩამოვდივარ, მივდივარ საფლავზე და მდუმარედ ვუყვები ყველაფერს. მას ესმის, ვიცი.

აღდგომა ჩემთვის დღე-სასწაულია. სასაფლაოზე ქეიფი, სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს, მაგრამ ჩემი აზრით, უდიდესი რაღაცაა, ჩვენ რომ ჩვენს წინაპრებს პატივს ვცემთ და ვიხსენიებთ. მე ვფიქრობ, ადამიანს აღდგომაზე სასაფლაოზე მისვლა რომ აუკრძალო, არასწორია.

გეტყვით, – რატომ. კინოთეატრში თურმე შეიძლება, წახვიდე, მეტროში შეგიძლია ჩახვიდე, ხალხით გადაძეძგილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეგიძლია ახვიდე, და სასაფლაოზე არ შეიძლება ადამანი გავიდეს?! კარგით რა! ეს ვითომ მოქალაქეებზე ფიქრი, ვითომ ეპიდემიოლოგია, ვითომ ექსპერტიზა – არ გვინდა რა, ამდენი დაბოლება. საქართველოში ნარკოტიკის მოხმარება მომატებულია, ვიცი, და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, ამ ზეგავლენის ქვეშ არიან.

ჩემი მოსაზრება მარტივია, – მეტრო დაკეტე, კინოთეატრი დაკეტე, რესტორანი, ღრეობა, პურმარილები დაკეტე – გეუბნები, ინფექცია სად არის. მაგრამ სასაფლაოს დაკეტვა?! – კარგი რა! ბოლოსდაბოლოს დააყენე მუნიციპალიტეტის ხალხი, პოლიცია და ღრეობა და პურმარილი აკრძალე, მაგრამ საფლავებზე გასვლა?!

მე ვფიქრობ შემდეგს – ჩვენი წინაპრების მონახულება, სუფთა ფსიქოლოგიურად, სოციალურ-კულტურულად, რელიგიურად უმნიშვნელოვანესია. მე ახლა რომ ვიყო საქართველოში და ვიღაცამ რომ ამიკრძალოს დედაჩემის საფლავზე გასვლა. ხომ მივასიკვდილე, ვინცაა მისასიკვდილებელი?! ვისა აქვს უფლება, გამაჩეროს?!

თუ მთელი ქვეყანა იქნება დაკეტილი, კი ბატონო, მაგრამ მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს კეტავთ?! ხომ ხედავთ, რომ 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათი არ მუშაობს, მაინც მთელი ქალაქი გარეთ დადის. მაინც ყველანი საშვებზე ჩალიჩობენ. არ იმუშავა 9 საათზე ჩაეტვამ, იმიტომ, რომ მეტრო და გადავსებული ავტობუსები ყველაზე დიდი გამავრცელებელია. ამ „ვითომ, ვითომ“ ცხოვრებას თავი დაანებეთ.

სხვათა შორის, ჩვენი ეკლესია ძალიან შეგნებულად უდგება საკითხს და ძალიან იცავენ წესებს ტაძრებში და იმედი მაქვს, ასევე იქნება აღდგომაზეც.

იმიტინგებენ, არ დაიცავენ რეგულაციებს, ავრცელებენ კორონას. ან კიდევ, გუშინ ვუყურებდი, ჩვენმა სპორტსმენმა რომ მოიგო მედალი, ჩავიდა თავის სოფელში, იყო ხვევნა-კოცნა. ბიჭს დაემართა კორონა. სად ვცხოვრობთ? ადამიანი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა, რას ქვია, სოფელში წავიდა, 2 კვირიან კარანტინში უნდა იყოს. იქნებ აქ გადასდეს, ან იქნებ ინდური ვირუსი ჩამოგვიტანა მედალთან ერთად, ხომ არ ვიცით. კარანტინი ყველასთვის უნდა იყოს კარანტინი! დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვინმე არ ხართ ისეთი, რომ სწორად თქვათ და ხალხს საფრთხე ააცილოთ?!

დაბოლოს, კაცობრიობამ უამრავი ვირუსი და დიქტატორი დაამარცხა. იყავით ფრთხილად, გააკეთეთ სიკეთე, ნუ ინერვიულეთ, დამშვიდდით! საბოლოოდ ყველაფერი იქნება კარგად! ჩვენ გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ!“ – ამბობს აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

 
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

30 მარტი 2025
თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

მარტი 29, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

სახის ნიღბები, რომელიც ბოტოქსივით მუშაობს! დაივიწყეთ ინექციები

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები