აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:
✅საქართველოს ჯანდაცვის ,,კარგი” მდგომარეობის მიზეზი არის, საკანონმდებლო ბაზის მოუწესრიგებლობა❗
✅ 1. მსოფლიოს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ფარმაცევტულ დისტრიბუტორებს არ აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი კლინიკა, ან სააფთიაქო ქსელი❗
✅ 2. მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს გაიდლაინები და ალგორითმები, რომლითაც ექიმმა უნდა იხელმძღვანელოს, როგორც გამოკვლევის, ასევე მკურნალობის პროცესში. ეს გაიდლაინები და ალგორითმები მუდმივ განახლებას განიცდის. ყველა ექიმი ვალდებულია , იმოქმედოს ამ გაიდლაინების მიხედვით, ან დაასაბუთოს ,,ახალი გზის” აუცილებლობა. ამ პროცესს, როგორც წესი, სპეციალიზირებული ასოციაციები აწესრიგებენ❗
✅ 3. წამლის ფასწარმოების პროცესი ყველა ნორმალურ ქვეყანაში საჯარო და გამჭვირვალეა. როგორც წესი, მწარმოებელი/შემომტანი აფიქსირებს წამლის ფასს (INCOTERMS FOB/CIF) ადგილობრივ ვალუტაში. ეს ფასები საჯაროა❗
✅ 4. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ანალოგი (გენერიკი) მედიკამენტი 30%-70% იაფი ღირს, ვიდრე ორიგინალი ბრენდი. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ესეც რეგულირდება კანონით მაგ: ავსტრია, შვეიცარია, გერმანია❗
✅ 5. იმ ქვეყნებში სადაც, წამლის ფასი ნაწილობრივ ფინანსირდება სადაზღვევო კომპანიების მიერ, არსებობს მინიმალური ზღვარი (როგორც წესი ყველაზე იაფი გენერიკის ფასი), რომელიც ვალდებულია, რომ დააფინანსოს. თუ წამლის ფასი ზღვარს სცდება, მაშინ პაციენტი იხდის განსხვავებას. თუ პრეპარატს ანალოგი (გენერიკი) არ აქვს, მაშინ ასეთი პრეპარატის დაფინანსების საკითხს წყვეტს სადაზღვევო კომპანია.
და ა.შ.❗❗❗
–
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
https://youtube.com/@drpkhakadze
–
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili