ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე ოფიციალური ვიზიტით ნიუ დელიში მოზარდთა ჯანმრთელობის კონგრესის მე-11 საერთაშორისო...

გიორგი ფხაკაძე ოფიციალური ვიზიტით ნიუ დელიში მოზარდთა ჯანმრთელობის კონგრესის მე-11 საერთაშორისო…

14/11/2017

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ინდოეთში, ნიუ დელიში მოზარდთა ჯანმრთელობის კონგრესის მე-11 საერთაშორისო შეხვედრაზე.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების ექსპერტთა ჯგუფმა (IAP) 28 ოქტომბერს ნიუ დელიში სიმპოზიუმი მოიწვია დამსწრეთათვის აღნიშნული ჯგუფის მოზარდთა მიმართ ტრანსფორმაციული ანგარიშვალდებულების 2017 წლის ანგარიშისა და ჯგუფის მიღწევებისა და რეკომენდაციების გასაცნობად.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვიზიტის განმავლობაში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსტეტის კურსდამთავრებულს ექიმ მოჰამედ შიიდსაც ეწვია წმინდა სტეფენის ჰოსპიტალში.


ჰოსპიტალში ვიზიტის განმავლობაში ის შეხვდა ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს – ექიმ ჯონ პუნოსეს, რესპირატორული მედიცინის ხელმძღვანელს – ექიმ შამიმ ახტარს, დერმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს – ექიმ ნიდი სარმას, ENT დეპარტამენტის კონსულტანტს – ექიმ პანკაჯს, მედიცინის დეპარტამენტის მთავარ კონსულტანტს – ექიმ ლეიამი კასერს და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მთავარ ექიმს – რაჯენდერს. ამასთანავე პროფ. გიორგი ფხაკაძეს შემაჯამებელი შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა მიმართულების რეზიდენტურის სტუდენტებთან (ქირურგიის, დერმატოლოგიის და სხვ. მიმართულებებით).

პროფ. გიორგი ფხაკაძემ სხვადასხვა დეპარტამენტები მოინახულა ჰოსპიტალში. აღნიშნული ჰოსპიტალი ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი კერძო კლინიკაა ნიუ დელიში. ის 1885 წელს დაარსდა, 600-მდე პაციენტს იტევს და მათ სთავაზობს მრავალი მიმართულებით მკურნალობის შესაძლებლობას.

გარდა სამკურნალო დეპარტამენტებისა, ჰოსპიტალი დაინტერესებულ პირებს ასევე სთავაზობს ტრენინგ პროგრამებს სხვადასხვა სპეციალობებში. მათ ასევე აქვთ ეროვნული საბჭოს გამოცდებთან აფილირებული სასწავლო პროგრამა, რომელიც აღიარებულია ინდოეთის სამედიცინო საკონსულოს მიერ.

ინდოეთში ყოველწლიურად მრავალი ახალგაზრდა პრეტენდენტი გადის ტრენინგს ზოგადი საექთნო კურსისა და მეანობის მიმართულებით.

ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და ლაბორატორიით, რომელიც პაციენტებს სთავაზობს 24 საათიან გადაუდებელ დახმარებას.

პროფ. გიორგი ფხაკაძე მოხარულია დტსუ-ს კურსდამთავრებულთან შეხვედრით და წარმატებას უსურვებს მას.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=106&lang=2


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები