ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიორდღიანი ტრენინგი ჩატარდა - ამ მიზნით კლინიკა"ინოვაში" "ვივო მედიქალ ჯგუფში" გაერთიანებული კლინიკები

ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა – ამ მიზნით კლინიკა”ინოვაში” “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებული კლინიკები

10/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 13 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაცია Accreditation Canada-ს ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.


„თანამედროვე კლინიკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანხვედრაში იყოს საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებთან, მუდმივად ზრუნავდეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და პაციენტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.


ამ მიზნით კლინიკა”ინოვაში” “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებული კლინიკების (“ინოვა”, “ჟორდანიას კლინიკა“, “ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი“, “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”, ”ინოვა ინვიტრო“) თანამშრომლებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაცია Accreditation Canada-ს ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.


ტრენინგის მიზანი კომპანიის მრჩეველთა გუნდის მიერ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა, გაანალიზება და სამუშაო პროცესში დანერგვა იყო.


ინტენსიური სამუშაო პროცესი 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც კლინიკები მიიღებენ Accreditation Canada-ს ხარისხის საერთაშორისო აკრედიტაციას.


“ინოვაში” ტრენინიგებს ატარებდნენ Accreditation Canada-ს საერთაშორისო გამოცდილების მქონე მრჩევლები – ალესანდრო ბურიანი და ფილიპო ჯილბერტი. ასევე, ტრენინგს ესწრებოდნენ Accreditation Canada-ს ადგილობრივ მრჩეველთა გუნდი გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით.


Accreditation Canada-ს 40-მდე ქვეყანაში მუშაობის 60 წლიანი გამოცდილება აქვს; მათ მიერ აკრედიტებულია მსოფლიოს 12000 სამედიცინო დაწესებულება“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები