25/05/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
აკრედიტაცია კანადის იფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველიში.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდანსაერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.
ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.
კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.
აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.
გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.
აკრედიტაციის პროცესს იწყებს კლინიკა „მედცენტრი“, სადაც დღეს ორგანიზაცია „აკრედიტაცია კანადასთან’’ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ერთ-ერთია 6 მაკრედიტირებელი საერთაშორისო კომპანიიდან.
1945 წელის აჭარაში დაარსდა პირველი ონკოლოგიური დაწესებულება ონკოპუნქტის სახელით. 1951 წელს N 1 საავადმყოფოს ბაზაზე, დაარსდა აჭარის ა რ ონკოლოგიური დისპანსერი.
1965 წლიდან აჭარის არონლოგიური დისპანსერს ემატება სტაციონარი და ფუნქციონირებას იწყებს (პუშკინის N118) როგორც შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრი“
2012 წელს დაიწყოახალი ეტაპი შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრი“-ს ისტორიაში, მოხდა ჰოსპიტალის სრული რეკონსტრუქცია – რეაბილიტაცია ,განახლდა დიაგნოსტიკური რგოლი, დაინერგა ახალი მიმართულებები,ჰოსპიტალმა დაიწყო ფუნქციონირება,როგორც მაღალტექნოლოგიურმა, მრავალპროფილურმა სამედიცინო დაწესებულებამ ,,მედცენტრის“ სახელწოდებით.
„მედცენტრი“ წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ სამედიცინო დაწესებულებას. ჰოსპიტალში დანერგილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკური კვლევები, რაც ძალზე მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროში, ყოველივე ეს კი მოსახლეობას საშუალებას აძლევს ქვეყნიდან გაუსვლელად მიიროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება.
კლინიკა მოიცავს შემდეგ სერვისებს: მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა, რადიოლოგია, ანგიოლოგია, კარდიოლოგია, ენდოსკოპია, ონკოლოგია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ლაბორატორია, სკრინინგი, თავკისრის ქირურგია, პლასტიკური ქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, ოტორინო-ლარინგოლოგია, ენდოკრინოლოგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ზოგადი ქირურგია, ოფთალმოლოგია, ტრავმატოლოგია და ორთოპედია, პროქტოლოგია, რევმატოლოგია, სისხლის ბანკი, ამბულატორია, ფიზიოთერაპია.
კლინიკა მდებარეობს შემდეგ მისამართზე: – ქ.ბათუმი 26 მაისის ქ. N74/ა.პუშკინის ქ.N118-120.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.
„ჩვენ საქართველოში გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი. რაც მთავარია, პაციენტებისათვის უსაფრთხო“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით „კანადის აკრედიტაციასთან“ საქართველოში უკვე 11 კლინიკამ გააფორმა ხელშეკრულება.
„დღეის მდგომარეობით 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული. პირველი სამედიცინო დაწესებულებაა მედცენტრი. მოხარულები ვართ, რომ აქ იმყოფება აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო დირექტორი და ევროპის ხელმძღვანელი“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბრძნებით, 2023 წლის 30 დეკემბრამდე ყველა საავადმყოფომ ხელი უნდა მოაწეროს საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციასთან.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას, უსაფრთხოებასა და გამართულობას ემსახურება.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, მარი ზაქანიძის განცხადებით, კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა უკვე სავალდებულოა, რადგან 31 დეკემბრამდე უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულება გაფორმებული და თვითშეფასების ეტაპი უნდა იყოს გავლილი. აკრედიტაციის შემდეგ კლინიკებში გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურება. გაიზრდება ექიმების კვალიფიკაცია.
„კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ მთავარია მზაობა, როგორც სახელმწიფოს, ასევე კლინიკების მხრიდან.
„ეს არ არის იოლი პროცესი, რადგან ხარისხი რთული გადასალახია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სახელმწიფოსგან მზაობა და ხელშეწყობა უკვე არის. ახლა ჯერი კლინიკებზეა. დღევანდელი ხელშეკრულების გაფორმება სწორედ მაგალითია იმისა, რომ კლინიკას სურს უფრო მეტად დაუხლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და სრულფასოვნად უპასუხოს იმ გამოწვევას, რაც სახელმწიფო სტანდარტებით იქნება გათვალისწინებული“,- ამბობს ფხაკაძე.
რას გულისხმობს, საერთაშორისო აკრედიტაცია?
– ეს არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის სტანდარტები. აკრედიტაციასთან ერთად თითოეული დაწესებულება გააუმჯობესებს ხარისხს, აღმოფხვრის იმ ხარვეზებს, რაც ამჟამად არის კლინიკებში, უნდა გაიზარდოს თითოეული პერსონალის კვალიფიკაცია და გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, რაც საბოლოოდ საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, გაცილებით უკეთესი სამედიცინო სერვისი მიიღოს.
აკრედიტაცია კანადა მიესალმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებას – „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ (ბრძანება №4/ნ 2023 წლის 26 იანვარი), დამზად არის ხელი შეუწყოს სამედიცინო დაწესებულებებს ამ პროცესში. „აკრედიტაცია კანადა“ შესულია სამინისტროს მიერ ჩამოთვლილ ორგანიზაციათა სიაში (მუხლი 1 ნაწილი 2, პუნქტი ა/ Accreditation Canada).
„აკრედიტაცია კანადა“ არის გარე შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის აკრედიტაციის მიმნიჭებელი საერთაშორისო ორგანოს – „ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების/გარე შეფასების ასოციაციის“ (International Society for Quality in Health Care/External Evaluation Association (ISQua/ISQuaIEEA) წევრიდა მინიჭებული აქვს აკრედიტაცია, ბოლო განახლება 2022-2026.
(ბრძანების მუხლი 1, პუნქტი ა.ა)მინისტრის ბრძანების მე-2 მუხლი განმარტავს, რომ სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს წარუდგინოს შუალედური ინფორმაცია შერჩეულ აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების სახით, რომელიც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესს.
„აკრედიტაცია კანადა“ ითვალისწინინებს ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს და საქართველოდან განცხადებების მიღება შესაძლებელი იქნება 2023 წლის 1 დეკემბრამდე, რათა ყველა განცხადების შესაბამისი კონტრაქტის დასრულება შესაძლებელი გახდეს მინისტრის ბრძანებაში მითითითებულ ვადებში (2023 წლის 31 დეკემბერი).
ზემოთ ხსენებული ბრძანების 1-ლი მუხლის მიხედვით, 2025 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვროს დაწესებულება, რომელსაც მოპოვებული ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია.
ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, „აკრედიტაცია კანადამ“ მიიღო გადაწყვეტილება გაეხსნა ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც არის დაკომპლექტებული უმაღლესი გამოცდილების ქართველი ექსპერტებით, რომლებიც არიან მომზადებულნი „აკრედიტაცია კანადას“ სტანდარტების მიხედვით.
ადგილობრივ მრჩეველთა გუნდი მაქსიმალურად შეამცირებს აკრედიტაციისათვის მოსამზადებელ დროს (ყველა კომუნიკაცია იქნება ქართულ ენაზე, ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება მაქსიმუმ 24 საათში, ქართულენოვანი ქოლ-ცენტრი, ოფისები (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში), პირადი მრჩეველი მიმაგრებული თითოეულ დაწესებულებას, რეგულარული შეხვედრები უშუალოდ დაწესებულებაში), რათა საავადმყოფოებმა შეძლონ გაიარონ აკრედიტაცია 2025 წლის 1 იანვრამდე.
აკრედიტაცია კანადის შესახებ:
„აკრედიტაციაკანადას“ გააჩნია 60-წლიანი გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სფეროში. იგი წარმოდგენილია 1000+ დარგის ექსპერტისგან, 35+ ქვეყანაში და მსოფლიოს მასშტაბით აკრედიტებული აქვს 12,000 სამედიცინო დაწესებულება.
ლინკი: https://www.accreditation.ge/?fbclid=IwAR0MrtIRFCMA_wvCfvWbs5SOQadet-E_Rmbx85OqwtJpJyAXlmiddVn4pnk
როგორ დავიწყოთ აკრედიტაციის მოსაპოვებლად მოსამზადებელი პროცესი:
დაგვიკავშირდით: info@accreditation.ge, ჩვენი გუნდი თქვენთან ერთად შეავსებს განაცხადის ფორმას
დაახლოებით ერთ კვირაში თქვენ მიიღებთ სახელშეკრულებო წინადადებას
ხელშეკრულების ხელმოწერიდან, იქ გაწერილი პირობების მიხედვით, იწყება აკრედიტაციის მოსამზადებელი პროცესი.
აკრედიტაციისთვის მოსამზადებელი პროცედურებია:
სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტთან და პერსონალთან იმართება შეხვედრები და ტარდება ტრენინგი, რაც მოიცავს სტანდარტებისა და პროცედურებისა და აკრედიტაცია კანადის ელექტრონული ინსტრუმენტის გაცნობას.
სამედიცინო დაწესებულების ხარისხის გუნდისთვის ხდება რჩევების მიცემა, რათა შეაფასონ სამედიცინო დაწესებულები ძირითადი ხარვეზების გამოსავლენად და მოახდინონ შეფასების ანგარიშის სწორი ინტერპრეტაცია.
რეგულარული, ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართება სამედიცინო დაწესებულებაში ხარისხის გუნდთან. რჩევები მიეცემათ მიწოდებისა და აკრედიტაცია კანადის ინსტრუმენტებსა და სტანდარტებში გასარკვევად.
სამედიცინო დაწესებულებას მასზე მიმაგრებული ერთი პირი ეყოლება, რომელიც გამოყოფილი იქნება საქართველოში აკრედიტაცია კანადის მრჩეველთა გუნდიდან.
სამედიცინო დაწესებულების ხარისხის გუნდის ლიდერს შესაძლებლობა ექნება რეგულარულად დაუკავშირდეს აღნიშნულ პირს.
რეგულარული შეხვედრები გაიმართება ადგილობრივ მრჩეველთა გუნდთან და აკრედიტაცია კანადის წარმომადგენელთან საქართველოში.
ინფორმაციას დეტალურად გააცნობენ, აკრედიტაცია კანადის სტანდარტებისა და საქართველოს არსებული კანონმდებლობის/რეგულაციების/სტანდარტების აკრედიტაცია კანადის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе