კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ის ქვეყანა, რომელიც დროზე დაკეტავს, დროზე გამოდის მდგომარეობიდან“ – გიორგი ფხაკაძე

„ის ქვეყანა, რომელიც დროზე დაკეტავს, დროზე გამოდის მდგომარეობიდან“ – გიორგი ფხაკაძე

22/11/2020

საკმარისი იქნება თუ არა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება ვირუსის გავრცელების შესამცირებლად – ამ კითხვას გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ უპასუხა.


მისი თქმით, „სანამ ჯაჭვის გადაცემას არ შევწყვიტავთ, ვირუსი არ გაჩერდება. ნაწილობრივი ჩაკეტვები, ნაწილობრივი ზომები მოგვცემს ნაწილობრივ შედეგს“


ამასთან, გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქართველო მეორე ტალღას მომზადებულად ვერ შეხვდა.


„ქვეყანაში მეორე ტალღა 24 აგვისტოს დაიწყო და სწორედ ამ დროიდან უნდა მიგვექცია ყურადღება უფრო მკაცრი შემზღუდავი ღონისძიების გამოყენებით. სანამ ჯაჭვის გადაცემას არ შევწყვიტავთ, ვირუსი არ გაჩერდება. ნაწილობრივი ჩაკეტვები, ნაწილობრივი ზომები მოგვცემს ნაწილობრივ შედეგს… როცა უკვე კლასტერები აღარ გვაქვს საქართველოში და ყველგან არის ვირუსი, ერთადერთი გზა არის სრული ჩაკეტვა, რაც მაგალითად, ჩინეთმა გააკეთა.


რაც უფრო დიდხანს ვწელავთ, მით უფრო მწარე ჩაკეტვა უნდა გავაკეთოთ. სამწუხაროდ, ჩვენ გადავლახეთ არაერთი წითელი ხაზი და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას…


რაც შეეხება ლოკდაუნს, მე არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ არაერთი დოკუმენტი იყო გაჟღერებული აპრილში, რომ ის ქვეყანა, რომელიც დროზე დაკეტავს, დროზე გამოდის მდგომარეობიდან“-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/is-qveqhana-romelits-droz/


READ  „შენ შემოგევლე მე“ – როგორ აცილებს გიორგი ფხაკაძეს ბებია საზღვარგარეთ (საარქივო ვიდეო)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები