ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ახლა უკვე გვიანია.. საქართველოში დღეს არც ერთი მოქალაქე არ არის აცრილი“ -...

„ახლა უკვე გვიანია.. საქართველოში დღეს არც ერთი მოქალაქე არ არის აცრილი“ – გიორგი ფხაკაძე ბივალენტურ

07/02/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

გასული წლის ოქტომბერში, მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ ქვევარიანტის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს.


პირველად აშშ-ში დაფიქსირებულ XBB.1.5-ს არაოფიციალურად „კრაკენი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე გავრცელებულ მუტაციებს შორის, ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ვარიანტია.


აღნიშნული ვარიანტის საქართველოში გავრცელებისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ იანვრის დასაწყისში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „ფორტუნასთან“ ისაუბრა.


6 თებერვალს, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა აღნიშნა, რომ ალბათ, 2-3 კვირაში, საქართველოში „კრაკენი“ დომინანტი გახდება და თქვა, რომ სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რათა ხელმისაწვდომი იყოს ბივალენტური ვაქცინა, რომელიც სწორედ „კრაკენისთვის“ არის განკუთვნილი და რომლის არც ერთი დოზა არ არის საქართველოში.


რა არის ბივალენტური ვაქცინა

ბივალენტური ვაქცინების წარმოება წამლის მწარმოებელმა კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ ერთი წლის წინ დაიწყეს, – ამბობს „ფორტუნასთან“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.


მისივე თქმით, ეს არის წინამორბედი კოვიდვაქცინების გაუმჯობესებული ვერისა, რომელიც სპეციალურად „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ არის მიმართული:

„როდესაც „ომიკრონი“ გამოჩნდა, ძველი ვაქცინა განაახლეს ანუ ეს არის გაუმჯობესებული ვაქცინა, რომელიც უფრო ებრძვის „ომიკრონს“.

არის იმავე კონცეფციის ვაქცინები, როგორიც მანამდე „ფაიზერს“ და „მოდერნას“ ჰქონდა, თუმცა უფრო გაუმჯობესებული და სპეციფიკურად გათვალისწინებულია „ომიკრონზე“. ხარისხის დონითაც აბსოლუტურად ერთნაირია.

დაახლოებით 4 თვეა, რაც ევროპის ქვეყნები სრულად გადავიდა ბივალენტურ ვაქცინაზე. აშშ-მა ახალი წლიდან გამოაცხადა, რომ მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ ბივალენტური ვაქცინით აიცრებიან. ევროპაში, აშშ-ში ძველ ვაქცინას ფიზიკურად ვერ იშოვით, ხმარებიდან არის ამოღებული.

ბივალენტური ვაქცინა ცოტათი უფრო უკეთესად მუშაობს, ვიდრე ძველი ვაქცინები, რადგან ის სპეციფიკურად არის მიმართული „ომიკრონზე“, „კრაკენი“ კი „ომიკრონის“ ქვეშტამია“, – აღნიშნა ფხაკაძემ.

მისივე განცხადებით, აშშ-სა და ევროკავშირში ჩატარებული არაერთი კვლევის შედეგად, „ბივალენტურმა ვაქცინამ აჩვენა უფრო მაღალი ეფექტიანობა წინა ვაქცინებთან შედარებით და ამცირებს სიკვდილიანობას და დაავადების სიმძიმეს“.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბივალენტური ვაქცინის შემოტანა რომც გადაწყვიტონ, უკვე დაგვიანებულია.


„გასული წლის დეკემბერში, აშშ-ში „კრაკენის“ გავრცელების მაჩვენებელი მხოლოდ და მხოლოდ 2% იყო, თებერვალში კი 66 % გახდა.


პირველი ვიყავი, რომელმაც იანვრის პირველ კვირაში ვთქვი: ხალხო, „კრაკენი“ უკვე საქართველოშია, მოვემზადოთ.. ვინ გისმენს?!


რეკომენდაციას ვუწევდი ბივალენტურ ვაქცინას, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტრომ ასე გადაწყვიტა.. ხელზე მაქვს საბუთი, სადაც სამინისტრო ოფიციალურად წერს, რომ 2022 წელს არ შემოუტანიათ ბივალენტური ვაქცინა და 2023 წელს განიხილავენ შესაძლებლობას, გააჩნია, რა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იქნება.


ფაქტია, საქართველოს მთავრობა არ აპირებს ბივალენტური ვაქცინის შემოტანას, რომც დააპიროს, სანამ ბივალენტური ვაქცინა საქართველოში ჩამოვა, უკვე ახალი ვაქცინა იქნება საჭირო..

ახლა უკვე გვიანია. ჯერ შეკვეთა არ გაუკეთებია ქვეყანას, რა უნდა შემოიტანოს? მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დიდი მოთხოვნაა და რიგია იმ ქვეყნების, რომლებსაც უნდათ მისი შეძენა.

საქართველოს შარშან უნდა ეფიქრა, რომ რიგში ჩამდგარიყო და შეეკვეთა.

რეალობას ჩავხედოთ თვალებში – საქართველოში ბივალენტური ვაქცინა არ ჩამოვა. საქართველოში დღეს, ქვეყნის არც ერთი მოქალაქე აცრილი არ არის“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

„თითქმის ყველა გადაიტანს“

„კარგი ამბავია ის, რომ „კრაკენი“ არ არის ისეთი აგრესიული, როგორიც წინა ვარიანტები იყო. შედარებით ნაკლები სიმძიმით არის გამოხატული, მაგრამ 65 წელს გადაცილებული ადამიანებისა და იმ პირებისთვის, რომლებსაც იმუნურ სისტემასთან პრობლემები აქვთ, მაინც საშიშია“, – აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი „ფორტუნასთან“ და დასძენს, რომ ქვეყანაში პოსტკოვიდური მდგომარეობა ძალიან რთული იქნება:

„რადგან „კრაკენი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება, ჰოსპიტალიზაცია მაინც გაიზრდება და თუ წინა ვარიანტების დროს 100 ადამიანი იყო ინფიცირებული და გვყავდა 10 ჰოსპიტალიზებული, ახლა იმავე პერიოდში გვეყოლება 10 000 ინფიცირებული, საიდანაც საავადმყოფოში 1000 ადამიანი იქნება.

ჰოსპიტლები იქნება გადატვირთული, თითქმის ყველა გადაიტანს.

ორი დღის წინ თენგიზ ცერცვაძემ რომ თქვა, კოვიდით ინფიცირება გაიზარდაო, ეს მანიშნებელია, რომ ისეთი მძიმე სიტუაციაა, უკვე ვეღარ მალავენ. ეს უკვე დადასტურებაა სახელმწიფოს მხრიდან, რომ მძიმე კი არა, უმძიმესი მდგომარეობაა.


არ დაგვავიწყდეს პოსტკოვიდიც – ეს ნიშნავს, რომ „კრაკენი“ დაგემართებათ, „ომიკრონი“ თუ სხვა რამ, პოსტკოვიდი პოსტკოვიდია.


შესაბამისად, ქვეყანაში პოსტკოვიდური მდგომარეობა ძალიან რთული იქნება.


საბოლოო ჯამში, საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 50 %-ს ექნება სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური პრობლემები. დიაბეტის აფეთქება ნახეთ 2023 წელს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.


აპირებს თუ არა საქართველო შეიძინოს კონკრეტულად „ომიკრონზე“ მორგებული, ბივალენტური ვაქცინა, საკითხზე „ფორტუნა“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.

ინფორმაცია პასუხის მიღებისთანავე განახლდება.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/akhla-ukve-gviania-saqartveloshi-dghes-arc-erti-moqalaqe-ar-aris-acrili-giorgi-fkhakadze-bivalentur-vaqcinasa-da-krakenis-safrtkheebze?fbclid=IwAR09mHWrubhKCAqA4wfKQvuej0xFAnE6GVHbw1cNrDYinv0l7rQrSdsX2jI



მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები