ორშაბათი, მაისი 5, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიხაჭაპური პრეზიდენტისა და გიორგი ფხაკაძისთვის – ვინ როგორ გაიცნო ქართველი გოგო საფრანგეთიდან

ხაჭაპური პრეზიდენტისა და გიორგი ფხაკაძისთვის – ვინ როგორ გაიცნო ქართველი გოგო საფრანგეთიდან

29/09/2021

27 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საფრანგეთში ვიზიტისას, მსოფლიოში აღიარებული დიზაინერი, დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა.


ამ დროს მთელი ყურადღება დემნა გვასალიასკენ იყო იმართული, მაგრამ ჩვენს პრესას გამორჩა ერთი ნიჭიერი გოგოს ძალისხმევა, რომელმაც ჩვენს დელეგაციასაც უმასპინძლა.

მაგდას სახელი ჩვენი საზოგადოების ნაწილმა ჯერ კიდევ გიორგი ფხაკაძისგან შეიტყო.

საფრანგეთში მცხოვრები პროფესორი ფეისბუქ-ლაივებს ხშირად რთავს და გარდა მნიშვნელოვანი საინფორმაციო ნაწილისა, გამომწერებს საფრანგეთის ამბებსაც უყვება.

ერთ-ერთი პირდაპირი ეთერის დროს, როდესაც ფხაკაძე კაფეში იმყოფებოდა, მასთან ქართველები მიიჭრნენ და გამოელაპარაკნენ. გაირკვა, რომ ამ კაფეში მუშაობდა ქართველი გოგონა, რომელიც სხვა უგემრიელეს კერზებთან ერთად საუცხოო ხაჭაპურს ამზადებდა.


მაგდა გეგენავა უკვე რამდენიმე წელია, რაც საფრანგეთში საქმიანობს გასტრონომიული მიმართულებით.

ასევე ნახეთ: გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოვიდა

მან ლტოლვილების პროგრამის დახმარებით გაიარა მზარეულის პროფესიული თრენინგი და სხვადასხვა პლატფორმებზე ფრანგ მომხმარებლებს ქართულ გემოებს აცნობს.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/khatchapuri-prezidentisa-da-giorgi-fkhakadzistvis-vin-rogor-gaitsno-qartveli-gogo-safrangetidan/



READ  მეგობარს გაუშვებ, ცოლს, ან ქმარს, მაგრამ დედაა ისეთი ვინმეა, რომ … – უცნობი ფაქტები, რაზეც გიორგი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE