16/01/2022
ავტორი: ირინა დათაშვილი
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ივანე ჩხაიძე კოვიდის საწინააღმდეგო ბივალენტურ ვაქცინებზე საუბრობს.
„საჯარო შეკითხვა ვაქცინაციის საბჭოს თავმჯდომარეს: თავად ადასტურებთ, რომ კოვიდის ბივალენტური ვაქცინები ეფექტიანია.
თავად რეკომენდაციას უწევთ ბივალენტურ ვაქცინებს.
რატომ ქვეყანამ არ შემოიტანა კოვიდის ბივალენტური ვაქცინა?
უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ…
ის, რომ კოვიდვაქცინები ან კოვიდის გადატანა ნაწილობრივად იცავს 5-6 თვე კოვიდისგან, ამაზე მე უკვე 2 წელია ვსაუბრობ… ანუ, ამჟამად საქართველო არის 99% აუცრელი ქვეყანა, აფრიკის კონტინენტის ქვეყნების მსგავსად და მარტო ჯოგურ იმუნიტეტზეა ქვეყნის „დაცვა“ დარჩენილი.
ვფიქრობ, ვაქცინაციის საბჭომ ამოწურა თავისი ფუნქცია (უფუნქცო და მავნე გადაწყვეტილებების შეკრების ადგილი იყო მაინც) და უნდა იქნეს გაუქმებული“, – წერს გიორგი ფხაკაძე.
იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის” მსგავსია. მას არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, ასევე არ მოქმედებს ფილტვებზე.
მისი თქმით, ჯანმო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ ამ ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ.
ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა:
„თუ თქვენ გადატანილი გაქვთ კორონავირუსი 2022 წლის ივლისამდე, ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ მდგრადობა „ომიკრონის“ სუბვარიანტის მიმართ, თუ თქვენ ვაქცინირებული ხართ ახალი ბივალენტური ვაქცინით, ან გაკეთებული გაქვთ „ბუსტერი“ სექტემბრის შემდეგ პერიოდში, თქვენი დაცვა ამ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალია. ჯანმო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, თუ გვინდა თავი დავიცვათ ამ ქვევარიანტისგან, მესამე ან მეოთხე დოზით უნდა ავიცრათ.
რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობას, ის „ომიკრონის“ მსგავსია, – არ ახასიათებს ძალიან მაღალი ტემპერატურა, არ მოქმედებს ფილტვებზე, ასევე არ ახასიათებს ძლიერი სისუსტე“.
მისი განცხადებით, ჰოსპიტალიზაციის ძირითადი მაჩვენებელი ამ ეტაპზე გრიპზე მოდის და არა კორონავირუსზე.
„რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ორი ვირუსის დომინირება გაგრძელდება. რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ამ ორი ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მატება. სავარაუდოდ, მომდევნო 2 თვის განმავლობაში სეზონური ვირუსული ინფექციებით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დარჩება“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze