80-იანი წლების არაჟნისა და შოკოლადის ტორტი “პოლ – რობსონი”.

0
30
#post_seo_title

საჭირო იმგრედიენტები ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. არაჟანი კი მოხმარების წინ გამოიღეთ მაცივრიდან.

შემადგენლობა:

ხორბლის ფქვილი 300 გ

კეფირი 250 მლ

შაქარი 200 გ

კარაქი 80 გ

კვერცხი 2 ც.

კაკაოს პუდრი 2 ს/კ.

სოდა 1 ჩ/კ.

ვანილი 10 გრ

არაჟანი 600 გ

შაქრის ფხვნილი 80 გ

კაკალი 100 გ

მომზადება

ფქვილი, სოდა და კაკაო აურიეთ ერთმანეთში. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და ვანილთან ერთად. დაუმატეთ გამდნარი კარაქი, კეფირი და ათქვიფეთ. შეურიეთ ორივე მასა ერთმანეთს და კარგად ათქვიფეთ.

 

80-იანი წლების არაჟნისა და შოკოლადის ტორტი “პოლ – რობსონი”.

გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და ჩაასხით შიგ ცომი. შედგით ღუმელში და გამოაცხეთ 45-50 წუთით 180 გრადუსზე. გამოიღეთ ღუმელიდან, გააციეთ, მოაჭერით თხლად ზედაპირი და სიბრტყეზე გაჭერით სამ ნაწილად.

არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, დაამატეთ  ბლენდერში დაფქვილი კაკალი და ისევ ათქვიფეთ.

თითოეულს წაუსვით კრემი, ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილი ბისკვიტი. თუ გსურთ გააფორმეთ ალუბლით, შავი ქლიავით ან კაკლით.

 

80-იანი წლების არაჟნისა და შოკოლადის ტორტი “პოლ – რობსონი”.

გემრიელი შოკოლადის ფირფიტები იდეალურად არის კომბინირებული კაკლით და მსუბუქი კრემით. არაჟანი კი სასიამოვნო მომჟავო გემოს აძლევს. თუ მოგეწონათ რეცეპტი, ჩაინიშნეთ და მოგვწერეთ თქვენი მოსაზრება!

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ