ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი5 მეთოდი-როგორ გავხეხოთ ჭარხალი ისე რომ არ დავისვაროთ

5 მეთოდი-როგორ გავხეხოთ ჭარხალი ისე რომ არ დავისვაროთ

ის ვინც ხშირად ატარებს დროს სამზარეულოში, იცის რა შედეგი მოჰყვება საჭმლის მომზადებას. ზოგჯერ ხელის გაჭრა, ზოგჯერ საჭმლის სუნი ხელებზე, მაგრამ ამ სიაში უდავო ლიდერია ჭარხალი და მისი მკვეთრი ფერი.

მჟავა

ყველაფერი გამოდგება, იქნება ეს ახლად გაწურული ლიმონი, ლიმონის მჟავა თუ ძმარში დასველებული ბამბის დისკი, მაგრამ მთავარია გახსოვდეთ, რომ მჟავა აშრობს კანს, ამიტომ მომზადების შემდეგ აუცილებლად შეიზილეთ ხელები კრემით.

ზეთი

შესანიშნავი მეთოდია არა მხოლოდ ჭარხლის წვენისგან “თავის დასაცავად”, არამედ კანის დასატენიანებლად – შეიზილეთ თითებსა და ხელისგულებზე მცენარეული ზეთი პერიოდულად და შედეგი გექნებათ.

ხელთათმანები

სახლში უბრალოდ გქონდეთ რამდენიმე წყვილი საყოფაცხოვრებო ხელთათმანი. ჩაიცვით მომზადებამდე და ხელები სუფთა გექნებათ.

პოლიეთილენის პარკი

შემოახვიეთ ჭარხალს პოლიეთილენის პარკი და ფრთხილად გახეხეთ ხელების დაბინძურების გარეშე. ეს მეთოდი მარტივი, პრაქტიკული და საიმედოა.

ჩანგალი

საიდუმლო მარტივია – გაფცქვნილი და მომზადებული ჭარხალი აიღეთ ჩანგლით, რომ არ გაცურდეს და გახეხეთ ჭარხალი.

#drpkhakadze

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „ნამდვილად ძალიან საინტერესოა - ipsilateral ვაქცინაცია წარმოქმნის უფრო ძლიერ იმუნურ პასუხს, ვიდრე..
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები