ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი4 საუკეთესო ყველი მაღალი წნევისთვის

4 საუკეთესო ყველი მაღალი წნევისთვის

1. უცხიმო შვეიცარული ყველი

უცხიმო შვეიცარული ყველი შესანიშნავი არჩევანია ჯანმრთელი გულის შესანარჩუნებლად და მაღალი წნევისგან თავდასაცავად. გამოირჩევა ნაკლები გაჯერებული ცხიმი, დაბალკალორიული და აქვს შესანიშნავი არომატი.

შვეიცარული ყველი შესანიშნავი ვარიანტია, რადგან მას ცხიმისა და ნატრიუმის დაბალი დონე გააჩნია”, – ამბობს კარდიოლოგი, ბრედლი სერვერი.

მარილის მიღების კონტროლისთვის საუკეთესოა შვეიცარული ყველი, რომელიც გამოირჩევანატრიუმის შედარებით დაბალი შემცველობით. იგი დადებითად მოქმედებს მაღალი წნევის მქონე ადამიანებზეც“, – ამბობს რეგისტრირებული დიეტოლოგი და 2-დღიანი დიაბეტური დიეტის ავტორი, ერინ პალინსკი-ვეიდი.

2. ნახევრად უცხიმო მოცარელა

თუ ყველის მოყვარული ხართ და თქვენი მიზანია არტერიული წნევის კონტროლი, მოცარელა კიდევ ერთი შესანიშნავი ვარიანტია. ნახევრად უცხიმო მოცარელა, ეიცავს უფრო მცირე რაოდენობიგაჯერებულ ცხიმს მის სრულ ცხიმიან ბუნებრივ დანამატთან შედარებით. „ეს დაბალცხიმიანი ყველი მდიდარია კალიუმით, მკვებავი ნივთიერებით, რომელიც აბალანსებს ნატრიუმის მოქმედებას სხეულში, ამცირებს დატვირთვას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ხელ უწყობს ჯანსაღი არტერიული წნევის დონეს.” – ამბობს პალინსკი-ვეიდი.

3. ნახევრად უცხიმო რიკოტა

USDA-ს თანახმად, 1 უნცია ნახევრად უცხიმო რიკოტა მოიცავს 1 გრამ გაჯერებულ ცხიმს და 28 მილიგრამ ნატრიუმს, რაც სრულცხიმიანი რძის ვარიანტებზე გაცილებით ნაკლებია. „ეს ყველკალციუმის შესანიშნავი წყარო, რაც მნიშვნელოვანია არტერიული წნევის ჯანსაღი დონის შესანარჩუნებლად და გულის ჯანმრთელობისთვის“, – ამბობს პალინსკი-ვეიდი. გარდა ამისა, ეს ყველი შრატით მზადდება, რაც იძლევა ჯანმრთელობისდამატებით სარგებელ, მათ შორის: კუნთების ზრდა და ჯანსაღი არტერიული წნევა.

4. დაბალცხიმიანი ხაჭო

თუ მაღალი წნევა გაწუხებთ, ეს უნივერსალური ყველი კარგი საშუალებაა წნევის დასაწევად. USDA-ს მიხედვით, დაბალცხიმიანი ხაჭო, ნახევარ ჭიქაში, შეიცავს დაახლოებით 1,5 გრამ ნაჯერ ცხიმს და 353 მილიგრამ ნატრიუმს. „ხაჭო მდიდარია კალციუმით და ფოსფორით, რომლებიც აუცილებელია ძვლების სიჯანსაღისთვის და არტერიული წნევის დასარეგულირებლად. გამოირჩევა დაბალკალორიულობით; ხაჭოში კალორიების დაახლოებით 70% ცილისგან მოდის. არჩევანი შეაჩერეთ მარილის დაბალი შემცველობის მქონე ან უმარილო ვარიანტებზე, რადგან ისინი ნატრიუმის უფრო ნაკლები შემცველობის არიან“, – განმარტავს პალინსკი-ვეიდი.

READ  რა არის ანემია, როგორ ვუმკურნალოთ მას, მისი გამომწვევი მიზეზები...

 

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები