ჯანსაღი საუზმე დღის ენრგიული დასაწყისია. თუ დილით ნოყიერ და ჯანსაღ საუზმეს მიირთმევთ დიდხანს გექნებათ სისავსის გრძნობა, არ გექნებათ არაჯანსაღი საკვების მოთხოვნილება და გაგიმარტივდებათ კონცენტრაცია.
ხშირად, დროის უქონლობის გამო, გვიჭირს ჯანსაღი და გემრიელი საუზმის მოფიქრება. ამიტომ, გთავაზობთ 3 რეცეპტს ჯანსაღი, მარტივი და რაც მთავარია, გემრიელი საუზმისათვის.
შვრიის ფაფა ხილით
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, ამავდროულად ნოყიერი, ჯანსაღი და გემრიელი საუზმე. შვრია მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით და აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები. შვრია ასევე შეიცავს ბოჭკოსა და ცილას. მასთან ერთად შეგიძლიათ ბოჭკოვანი (ხილი) ან ცილოვანი პროდუქტი (თხილეული, ყველი) მიირთვათ.
ჩიას პუდინგი
ჩიას პუდინგი კიდევ ერთი მარტივი, უნივერსალური და გემრიელი საუზმეა. პირველ რიგში, ჩიას თესლები სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით, ის შეიცავს ბოჭკოს, ცილასა და მცენარეულ ომეგა-3 ცხიმებს, ამასთანავე გააჩნია ანდიოქსიდანტური თვისებები. შვრიის ფაფის მსგავსად, ჩიას პუდინგიც მარტივად შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს გემოვნებას.
ომლეტი ბოსტნეულით
ომლეტი ერთ-ერთი საუკეთესო საუზმეა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ტკბილი არ უყვარს. კვერცხი მდიდარია ცილითა და ვიტამინებით, თანაც მისი მომზადება ბევრნაირად შეიძლება. უმჯობესია, თუ ომლეტის მომზადებისას გამოიყენებთ ზეითუნის ზეთს. ასევე, იმისთვის რომ საუზმე მართლაც ჯანსაღი იყოს, კვერცხთან ერთად მიირთვით დიდი რაოდენობით სხვადასხვა ბოსტნეული. თქვენი მიზანია, თეფშის ნახევარი მაინც სხვადასხვა ფერის ბოსტნეულს ეკავოს, რადგან სხვადასხვა ფერის ბოსტნეულს, სხვადასხვა სახის სარგებლობა მოაქვს ჩვენი ორგანიზმისათვის.
მასალის გამოყენების პირობები