სამშაბათი, მარტი 25, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი"16 საათი ვმუშაობ და ანაზღაურება 40 ლარი მაქვს..." - ინტერვიუ მიმტანთან, რომელიც...

“16 საათი ვმუშაობ და ანაზღაურება 40 ლარი მაქვს…” – ინტერვიუ მიმტანთან, რომელიც ამ პროფესიის სირთულეებზე დაგაფიქრებთ

Shenisupra.ge -ს მიმტანის პროფესიაზე ამჯერად ვაჟა იმერლიშვილი ესაუბრება:

თქვენს თავზე და მიმტანის პროფესიაზე გვესაუბრეთ.. 

– მე უკვე ამ სფეროში ვარ ორ წელზე მეტია, ბევრ ობიექტზე მიმუშავია. ამჟმად ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობ თექვსმეტი საათი და ანაზღაურება მაქვს დღეში 40 ლარი და პლუს 2%.

– მაინტერესებს, რა გარემოებებმა აგარჩევინათ ეს სფერო?

– ამ სფეროში მოღვაწეობა მეგობრის წყალობით დავიწყე, რომელიც თავადაც მიმტანი იყო, თუმცა საზღვარგარეთ მოუწია წასვლა და მისი ადგილი მე დამითმო… სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან მინდოდა ამ საქმეში ბედის ცდა და, საბედნიეროდ, გაამართლა კიდეც, ძალიან კარგად მახსენდება იქ მუშაობის პერიოდი…

– თანამშრომლებზეც რომ გვესაუბროთ, რამდენად ლოიალურები იყვნენ თავდაპირველად მენეჯერები?

სიმართლე გითხრათ, ყველა ძალიან ლოიალური და საყვარელი იყო, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. სწორედ მათ თანადგომამ და ჩემმა შრომისმოყვარეობამ გამოიწვია ის, რომ დამაწინაურეს და მალევე გადავედი სუპერ ვაიზერად, თუმცა, სამწუხაროდ, ცოტა ხანში ეს ობიექტი დაიხურა…

სამსახურთან შეგუება რამდენად რთული პროცესი იყო?

რეალურად, საერთოდ არ გამჭირვებია, სამ დღეში ავითვისე ყველაფერი…

 – როგორც ვამჩნევ, ძალიან მოგწონთ თქვენი საქმე, ასეა?

დიახ, სწორედ ასეა, თუმცა ვფიქრობ, უფრო მეტი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეთ თანამშრომლებს მენეჯმენტისგან, მით უმეტეს, მიმტანებს…

 – რეალობაზეც რომ გვესაუბროთ, ყველასთვის ცნობილია, რომ ეს საქმე სირთულეებთანაა დაკავშირებული…

 – მიმტანად მუშაობა ახლანდელ რეალობაში მართლაც ძალიან რთულია, რეალურად, სამზარეულოში საკვების მომზადების გარდა, ყველაფერი ჩვენ გვევალება, მათ შორის, ობიექტის მთლიანად დალაგებაც…

 – მომხმარებლების დამოკიდებულებაზეც რომ გვესაუბროთ, როგორი განწყობა აქვთ თქვენ მიმართ და რაიმე დასამახსოვრებელი ფაქტი თუ გახსენდებათ ამ თემასთან დაკავშირებით?

 – ძირითადად კარგი დამოკიდებულება აქვთ, ჩვენი ხშირი სტუმრები ხშირად მცნობნენ კიდეც და სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდნენ ხოლმე, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ასეთი არ არის. ერთხელ, როცა ღამის სმენაში მარტო ვმუშაობდი, დამხმარე არ მყავდა და თან ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ობიექტზე ძალიან ბევრი მომხმარებელი იყო, მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ მაგიდას ლუდი დროულად ვერ მივაწოდე, რამაც სტუმარი გააღიზიანა და თბილისის ქუჩები სირბილით შემომატარა…

საინტერესოა, რას ურჩევდით დამსაქმებლებს, რომლებსაც, ცხადია, რომ უდიდესი როლი აკისრიათ მიმტანების სამსახურეობრივ ყოფაში?

 – გეთანხმებით, დამსაქმებელს ნამდვილად დიდი როლი აკისრია ამ შემთხვევაში. ჩემი აზრით, დამსაქმებელი ყველანაირად უნდა ცდილობდეს, რომ თავის “სტაფს” შეუქმნას კარგი სამუშაო გარემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროფესიის ადამიანისთვის…

 – დაბოლოს, მაინტერესებს რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა გადიან იმ გზას, რასაც მიმტანად მუშაობის დაწყება ჰქვია?

 – პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ აუცილებლად მოტივირებულები, მონდომებულები და გაბედულები უნდა იყვნენ და ყველაფერი გამოუვათ აუცილებლად.

ავტორი: მაგდა ალანია 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
იერუსალიმის ღირსშესანიშნაობები

იერუსალიმის ღირსშესანიშნაობები

24 March, 2025
„საქართველო ამ მიმართულებით სამაგალითო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს – ქვეყანაში შენარჩუნებულია ტუბერკულოზის შემთხვევების ყოველწლიური კლების ტენდენცია“

„საქართველო ამ მიმართულებით სამაგალითო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს – ქვეყანაში შენარჩუნებულია ტუბერკულოზის შემთხვევების ყოველწლიური კლების ტენდენცია“

მარტი 24, 2025
VIDEO: Messenger-ს ახალი ფუნქციები დაემატა

VIDEO: Messenger-ს ახალი ფუნქციები დაემატა

24 მარტი 2025
მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მარტი 24, 2025
ბუნებაში უნდა გაატაროთ მინიმუმ 20 წუთი  ყოველდღიურად

ბუნებაში უნდა გაატაროთ მინიმუმ 20 წუთი ყოველდღიურად

მარტი 24, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობის ფასების გამოკვლევას ატარებს

თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობის ფასების გამოკვლევას ატარებს

მარტი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 – მედიაჰოლდინგი “შენი” დგას ქართული წარმოების გვერდით

ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 – მედიაჰოლდინგი “შენი” დგას ქართული წარმოების გვერდით

მარტი 24, 2025
ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

24 მარტი 2025
სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩა N7-ის მიმდებარე ეზოს მოწყობის სამუშაოები დასრულდა

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩა N7-ის მიმდებარე ეზოს მოწყობის სამუშაოები დასრულდა

მარტი 24, 2025
„ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“ – რეგიონული ტურნე BCAGC-ის ინიციატივით

„ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“ – რეგიონული ტურნე BCAGC-ის ინიციატივით

მარტი 24, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები