ჰაეროვანი ხაჭოს პუდინგი

0
365
#post_seo_title

ძალიან მიყვარს ხაჭოს დესერტები. მას მივირთმევ ცალკე ან ვამატებ შაქარს, დარიჩინს, ჩირს, ვანილს, თხილს ან წვრილად დაჭრილ კამას და ოხრახუშს. როცა კენკრის სეზონია, საყვარელი ხაჭო ხდება უფრო ჰაეროვანი და გემრიელი.

არსებობს ერთი განსკუთრებული ხაჭოს დესერტი, სადაც ძირითად ინგრედიენტს შერეული აქვს შაქარი და კვერცხი. ეს არ არის ჩვეულებრივი დესერტი, ეს არის პუდინგი- ჰაეროვანი, ნაზი, რომელიც პირში დნება. გაგიზიარებთ მომზადების საიდუმლოს.

შემადგენლობა

კვერცხი 5 ცალი.

ხაჭო 0.5 კგ

არაჟანი 100 გრ

შაქარი 200 გ

სახამებელი 2 ჩ/კ.

ვანილის შაქარი 10 გ

მომზადება

კვერცხი გააცალკევეთ ცილისა და გულისგან. ცილის ჭურჭელი შედგით მაცივარში.

ღრმა თასში ჩაყარეთ ხაჭო, დაამატეთ 5 კვერცხის გული, ვანილის შაქარი, არაჟანი, სახამებელი.

დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.  მაცივრიდან გამოიღეთ ცილა და თქვიფეთ გათეთრებამდე, დაამატეთ შაქარი და განაგრძეთ კიდევ 5 წუთი თქვეფა.

ხაჭოს მასას პატარა პორციებით დაამატეთ ბეზეს მასა და ფრთხილად ურიეთ. ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით გამზადებული ცომის მასა და 50 წუთის განმავლობაში შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დროის გასვლის შემდეგ გამორთეთ , გამოაღეთ ღუმელის კარი და კიდევ 7 წუთი დატოვეთ შიგ დესერტი. შემდეგ დახურეთ ღუმელის კარი და 7 წუთი კიდევ დატოვეთ. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ გამოიღოთ და მიირთვათ პუდინგი.

პუდინგისთვის შეარჩიეთ ცხიმიანი, რბილი ხაჭო, არამომჟავო გემოთი. ცილის შერევისას ხაჭოს მასაში, დაამატეთ პატარა პორციები და მიქსერი არ გამოიყნოთ. გამოგივათ ძალიან რბილი და მსუბუქი პუდინგი.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ადრე ვერ წარმოვიდგენდი ცხოვრებას “ნაპოლეონის” გარეშე, ახლა ჩემი გული “სენატორს” ეკუთვნის!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ