სალათები ყველაზე მარტივი, გემრიელი და ჯანსაღი გზაა ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებისა და მინერალების მისაღებად. სწორად შერჩეული ინგრედიენტები არა მხოლოდ აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, არამედ ხელს უწყობს კანის, თმისა და ზოგადად ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
ჯანსაღი სალათების სამეული ასე გამოიყურება: რომლებიც ადვილად მზადდება და იდეალურია როგორც დიეტის, ისე ყოველდღიური მენიუსთვის.
1. ავოკადოსა და ისპანახის სალათი
სასარგებლო თვისებები:
ეს სალათი მდიდარია „კარგი“ ცხიმებით, რკინითა და ანტიოქსიდანტებით. ავოკადო ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ხოლო ისპანახი — ანემიასთან ბრძოლას და იმუნიტეტის გაძლიერებას.
შემადგენლობა:
- 1 ცალი ავოკადო (დაჭრილი კუბებად)
- მუჭა ისპანახი
- 10 ცალი ჩერი პომიდორი
- 1 ს/კ ზეთისხილის ზეთი
- ლიმონის წვენი და ცოტა ზღვის მარილი
მომზადება:
ინგრედიენტები აურიეთ დიდ თასში, მოასხით ზეთისხილის ზეთი და ლიმონის წვენი. მორთეთ სეზამის თესლით სურვილისამებრ.
2. პიტნის სალათი (ტაბულე)
სასარგებლო თვისებები:
ტაბულე მდიდარია ბოჭკოებით, ვიტამინებითა და ცილებით. იდეალურია საჭმლის მონელების გაუმჯობესებისთვის და მუცლის დაბერვის შემცირებისთვის.
შემადგენლობა:
- 1 ჭიქა მოხარშული ბულგური
- ახალი პიტნა და ქინძი
- კიტრი და პომიდორი (დაჭრილი პატარა კუბებად)
- ლიმონის წვენი
- 2 ს/კ ზეთისხილის ზეთი
- ცოტა მარილი
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი აურიეთ, გააჩერეთ 10-15 წუთი, რათა ბულგურმა შეიწოვოს გემოები. იდეალურია ცივ მდგომარეობაში.
3. ბროკოლისა და ნუშიანი სალათი
სასარგებლო თვისებები:
ბროკოლი სავსეა C და K ვიტამინებით, ხოლო ნუში — „კარგი“ ცხიმებითა და ცილით. ეს სალათი ეხმარება ძვლების გამაგრებას და კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას.
შემადგენლობა:
- 1 თავი მოხარშული ბროკოლი
- 1/4 ჭიქა დაჭრილი ნუში
- 1 ს/კ ბუნებრივი იოგურტი
- 1 ჩ/კ მდოგვი
- ლიმონის წვენი
- ცოტა მარილი და შავი პილპილი
მომზადება:
ბროკოლი დაჭერით ნაჭრებად, დაუმატეთ ნუში. ცალკე მოამზადეთ სოუსი იოგურტით, მდოგვით და ლიმონით, შემდეგ დაასხით სალათს და აურიეთ.
სწორად შერჩეული სალათები არა მხოლოდ ხელს უწყობს ჯანმრთელობას, არამედ გვაძლევს ენერგიას და გემოვნებითაც ძალიან მდიდარია. სცადეთ ეს სამი რეცეპტი კვირის განმავლობაში — თქვენი ორგანიზმი აუცილებლად დაგიფასებთ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi