შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიჯანსაღი ხილის დესერტი

ჯანსაღი ხილის დესერტი

ზაფხულის ხილის სალათი საუკეთესო ჯანსაღი დესერტია, მარტივია მოსამზადებლად და რაც მთავარია, ძალიან გემრიელია.

კენკრის სალათი, განსაკუთრებით უხდება ბელგიურ ვაფლს, ბლინებს ან თუნდაც, შვრიის ფაფას.

კენკრის სალათი გამოირჩევა თავისი სასარგებლო თვისებებით. იგი დაბალკალორიულია, მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით.

თაფლის და ლაიმის დრესინგი კენკრის და ალუბლის ბუნებრივ სიტკბოს უფრო მკვეთრს ხდის, ამიტომ ეს ჯანსაღი დესერტი ერთნაირად მოეწონებათ როგორც ბავშებს, ისე უფროსებს.

გთავაზობთ რეფეპტს :

დაგჭირდებათ : მარწყვი – 200გრ
ჟოლო – 200გრ
მაყვალი – 200გრ
მოცვი – 200გრ
ალუბალი – 200გრ
ლაიმი – 1ც
თაფლი – 2 სუფრის კოვზი

ჯანსაღი ხილის დესერტი | შენი სუფრა

მომზადების წესი: კარგად გარეცხეთ ხილი; მარწყვი და ალუბალი გაჭერით შუაზე და მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში, დაამატეთ ჟოლო, მაყვალი და მოცვი. გაწურეთ 1 ცალი ლაიმი, დაამატეთ ცოტაოდენი ლაიმის ცედრა და ორი სუფრის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ და დაასხით წინასწარ მომზადებულ ხილს. კარგად ამოურიეთ და მირთმევამდე, დააყოვნეთ მაცივარში სულ ცოტა 20 წუთის განმავლობაში.

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  რატომ არ აძლევს აშშ ავტორიზაციას „ასტრაზენეკას“, რატომ აქებს ტაილანდი “სინოვაკს” და სეიშელი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები