ხრაშუნა ნამცხვრებისა და ნაზი კრემის კომბინაცია წარმოუდგენელ შედეგს იძლევა. სანახაობრივი ტორტი “მაქმანი” ფქვილის გარეშე გადააჭარბებს თქვენს მოლოდინს!

0
104
#post_seo_title

იშვიათია ადამიანი, რომელიც ტორტის მიმართ გულგრილია. მით უმეტეს, თუ ის მომზადებულია შინაური მოხარშული კრემით.

დღეს ჩვენ გთავაზობთ განსხვავებულ, უფქვილო ,,მაქმანებიანი’’ ტორტის რეცეპტს. მის მომზადებას ცოტა დრო არ სჭირდება, თუმცა შედეგი ამად ღირს. ხრაშუნა ფირფიტებისა და ნაზი კრემის ერთობლიობა შეუდარებელ შედეგს იძლევა.

ინგრედიენტები

  • 6 ცალი კვერცხის ცილა
  • 390 გ შაქარი
  • 300 გ ნიგოზი
  • 150 გ თხილი
  • 200 მლ რძე
  • 170 გ ნაღები
  • 6 ცალი კვერცხის გული
  • 25 გ სიმინდის სახამებელი
  • 250 გ კარაქი
  • 170 გ თეთრი შოკოლადი
  • 30 გ შავი შოკოლადი
  • 2 ს. კ. შაქრის პუდრა

მომზადება

1. ოთახის ტემპერატურის ცილა ათქვიფე კარგად. შემდეგ თანდათან დაამატე 240 გ შაქარი და თქვიფე მდგრადი ქაფის წარმოქმნამდე. დაამატე წინასწარ დაჭრილი 120 გ ნიგოზი და თხილი.

ხრაშუნა ნამცხვრებისა და ნაზი კრემის კომბინაცია წარმოუდგენელ შედეგს იძლევა. სანახაობრივი ტორტი “მაქმანი” ფქვილის გარეშე გადააჭარბებს თქვენს მოლოდინს! | შენი სუფრა

2. ამ ცომისგან მოამზადე 20 სმ სისქის 4 ფირფიტა. გადაიტანე პერგამენტზე. ზემოდან მოაყარე პუდრა და დატოვე 10 წუთით. შემდეგ კიდევ მოაყარე პუდრა. გამოაცხე 160 გრადუსზე 25 წუთის მანძილზე. მოაცალე პერგამენტი და გააციე.

ხრაშუნა ნამცხვრებისა და ნაზი კრემის კომბინაცია წარმოუდგენელ შედეგს იძლევა. სანახაობრივი ტორტი “მაქმანი” ფქვილის გარეშე გადააჭარბებს თქვენს მოლოდინს! | შენი სუფრა

3. რძე და 150 გ ნაღები მიიყვანე ადუღებამდე და დაასხი კვერცხის გულებს, რომლებსაც შერეული აქვს სახამებელი და 150 გ შაქარი. ეს მასა ჩაასხი კვლავ ქვაბში და მოხარშე დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე. თან სულ ურიე.

ხრაშუნა ნამცხვრებისა და ნაზი კრემის კომბინაცია წარმოუდგენელ შედეგს იძლევა. სანახაობრივი ტორტი “მაქმანი” ფქვილის გარეშე გადააჭარბებს თქვენს მოლოდინს! | შენი სუფრა

4. კარაქი ათქვიფე და დაამატე ცოტ-ცოტა მოხარშულ კრემი. შეურიე 60 გ ნიგოზი.

ხრაშუნა ნამცხვრებისა და ნაზი კრემის კომბინაცია წარმოუდგენელ შედეგს იძლევა. სანახაობრივი ტორტი “მაქმანი” ფქვილის გარეშე გადააჭარბებს თქვენს მოლოდინს! | შენი სუფრა

5. ყველა ფირფიტას წაუსვი კრემი და ცოტაც მოიტოვე. ტორტი შედგი მაცივარში მთელი ღამით.

6. თეთრი შოკოლადი გაადნე ნაღებთან ერთად და წაუსვი ტორტს. შავი შოკოლადით დახატე სპირალი და ცენტრიდან ნაპირებისკენ მისგან გააკეთე ,,ობობას ქსელი” (კბილის ჩხირის დახმარებით). გვერდებზე წაუსვი დარჩენილი კრემი და მიაყარე დარჩენილი ნიგოზი.

ხრაშუნა ნამცხვრებისა და ნაზი კრემის კომბინაცია წარმოუდგენელ შედეგს იძლევა. სანახაობრივი ტორტი “მაქმანი” ფქვილის გარეშე გადააჭარბებს თქვენს მოლოდინს! | შენი სუფრა

ეს ერთი შეხედვით რთული რეცეპტი რეალურად ახალბედა კულინარებსაც კი გაუადვილდებათ. უფქვილო ტორტი ყველა თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს!

გაუზიარე ამ გემრიელი ტორტის რეცეპტი შენს მეგობრებსაც!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ