ხრაშუნა და გემრიელი ბურბუშელა.

0
306
#post_seo_title

ხრაშუნა ბურბუშელა ყველა პატარას საყვარელი ნუგბარია და არა მხოლოდ პატარასი.

შემადგენლობა

6 კარტოფილი

ყველი 100 გრ.

ხორბლის ფქვილი 4 ს/კ.

კვერცხი 1 ც.

მარილი 2 ჩ/კ.

მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

კარტოფილი გაფცქვენით, მარილწყალში მოხარშეთ, როცა მოიხარშება, წყალი გადაწურეთ და ამოაშრეთ. გაციებული კარტოფილი და ყველი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ ათქვეფილი კვერცხის გული და ფქვილი. ხელით მოზილეთ ცომი.

გააცხელეთ ზეთი ტაფაზე. გაათხელეთ ცომი, დაჭერით 5 მმ სისქის,3-4 მმ სიგანის და 15 სმ სიგრძის ზოლებად. თითოეული გაჭერით შუაში ოდნავ. ფირფიტის ერთი ბოლო გაუყარეთ ჭრილში, სწრაფად ჩადეთ გახურებულ ტაფაში და ორივე მხარეს შეაწითლეთ.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ბულგარული წიწაკა და მისი სასარგებლო თვისებები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ