ხორცის ცხელი სალათა ფრანგულად

0
21
#post_seo_title

ხორცის სალათა – მომზადებული ფრანგული რეცეპტით – ყველასთვის საყვარელი კერძია. თუმცა მისმა რეცეპტმა მრავალმხრივი ცვლილება განიცადა. ყველა ინგრედიენტს თავისი შემცვლელი მოეძებნა. რა თქმა უნდა, ყველა ეს ვარიანტი ძალიან გემრიელია, თუმცა ჩვენ დღეს კლასიკურთან მიახლოებულს შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები

  • 300 გ რბილი ღორის ხორცი
  • ერთი თავი ხახვი
  • ერთი ს. კ. მაიონეზი
  • 70 გ მოცარელა ან სულგუნი
  • 4 ცალი კარტოფილი
  • ორი კბილი ნიორი
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • ზეთი საჭიროების მიხედვით
  • მწვანილი გემოვნებით
  • როზმარინი გემოვნებით

მომზადება

  1. ღორის ხორცის რბილი ნაწილი დაჭერი, მოაყარე მარილი და დაბეგვე. შეწვი კარაქიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

ხორცის ცხელი სალათა ფრანგულად

  1. იმავე ცხიმში მოშუშე ხახვი, დაამატე მაიონეზი და ცოტა წყალი, წამოადუღე.

ხორცის ცხელი სალათა ფრანგულად

  1. კარტოფილი გათალე და დაჭერინ თხელ რგოლებად, გარეცხე და შემდეგ შეაშრე.
  2. ახლა ააწყე კერძი. საცხობ ფორმაზე ქვედა ფენად დაალაგე კარტოფილი, მოაყარე მარილი და პილპილი. შემდეგ დაალაგე ხორცი, მოაყარე როზმარინი და მოასხი მაიონეზი, გამოაცხე 180 გრადუსზე ნახევარი საათით.
  3. შემდეგ ხორცს მოაყარე გახეხილი ყველი, დაჭყლეტილი ნიორი და კვლავ შედგი ღუმელში ყველის გადნობამდე.

ხორცის ცხელი სალათა ფრანგულად

გემრიელად მიირთვით!

საინტერესოა, თქვენ რა კომბინაციით ამზადებთ ამ სალათას. გაგვიზიარეთ კომენტარებში.

მასალის გამოყენების პირობები