ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიმწვანე ფერის ხილი და ბოსტნეული - დიეტა

მწვანე ფერის ხილი და ბოსტნეული – დიეტა

ხილი და ბოსტნეული, მისი სასარგებლო თვისებების შესახებ უამრავი რამაა ცნობილი და ყველა დიეტოლოგი იძლევა რჩევას ჩავრთოთ ისინი ჩვენს რაციონში.

განსაკუთრებულ ყურადღებას კი მწვანე ფერის პროდუქტები იმსახურებენ. მათი გამოყენება აქცენტრირებულია არაერთ დიეტაში. რატომ მწვანე ფერის პროდუქტები და არსებობს თუ არა კავშირი საკვების ფერსა და მის სასარგებლო თვისებებს შორის?

მწვანე ფერის შეფერილობა იმ ხილსა და ბოსტნეულს აქვთ რომლებიც პიგმენტურ ნივთიერებას – ქლოროფილს შეიცავენ. ასეთი პროდუქტები მდიდარია ისეთ ნივთიერებებით, როგორიცაა კაროტინოიდები, ზექსანტინი და ლუტეინი, ბეტა-კაროტინი, რკინა, კალციუმი და ფოლიუმის მჟავას მარილები.

 

გარდა ამისა, ქლოროფილი მონაწილეობს ჟანგბადის, ვიტამინების და აზოტის ტრანსპორტირებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველი კვების დროს მცირე რაოდენობით მაინც ჩავრთოთ მწვანე ბოსტნეული, ეს გემრიელიცაა და სასარგებლოც.

მწვანე ფერის პროდუქტებში ბევრი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს, აფერხებს სიმსივნის განვითარებას და ანელებს დაბერების პროცესს.

ხილი – მწვანე ვაშლი, ავოკადო, ლაიმი (ლიმონის მონათესავე ციტრუსი), მწვანე ჯიშის მსხალი, მწვანე ყურძენი, კივი, თურინჯი, მწვანე ხურტკმელი და სხვ.

ბოსტნეული – სატაცური, კომბოსტოს ბევრი სახეობა (ბრიუსელური, ბროკოლი და სხვ), ისპანახი, კიტრი, მწვანილი (ხახვი, ოხრახუში, ჭინჭარი და სხვ), ყაბაყი, მწვანე წიწაკა, ნიახური, სალათის ფურცლები, ყველა ფურცლოვანი ბოსტნეული, მწვანე ბარდა და სხვ.

მწვანე ხილ-ბოსტნეული, სასარგებლოა და ამავდროულად დაბალკალორიულია, რის გამოც ისინი დიეტის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, თუ წონაში დაკლება გსურთ. მეცნიერების აზრით, მათ უარყოფითი კალორიულობა ახასიათებთ, ანუ მათი გადამუშავებისას ორგანიზმი უფრო მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე იღებს მათი ჭამით. მაგალითად, კიტრს სულ რაღაც 14 კალორია აქვთ 100 გრამზე. მცენარეული ზეთით შეკმაზული კიტრის სალათი – შესანიშნავი დიეტური კერძია, ხოლო კიტრის განტვირთვის დღე კი ერთერთი ყველაზე ეფექტური და პოპულარული მეთოდია.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „6 თვის შემდეგ არის საჭირო, ამას ვამბობდი 2020 წლის სექტემბერში – თეორიული მონაცემები ემთხვევა...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები