ხილის კარაქი ჯანმრთელობისა და კარგი განწყობისთვის! ოცნების დესერტი ორიგინალური საუზმისთვის!

0
32
#post_seo_title

ვიტამინებით სავსე დესერტი მარტივი ინგრედიენტებისგან მზადდება: მხოლოდ ახალი ტკბილი ვაშლი, ცოტაოდენი ლიმონის ცედრა, სუნელები და არაქისის პასტა ხავერდოვანი გემოს შესაძენად. ასეთი ნუგბარი მოსაწყენ შვრიის ფაფას მეფურ საუზმედ აქცევს!

ინგრედიენტები

8 ც ვაშლი

1 ც ლიმონის ცედრა

1 ჩ.კ. დარიჩნი

0,25 ჩ.კ. მუსკატის თხილი

1 ს.კ. არაქისის პასტა

0,5 ჩ.კ. ჯანჯაფილი

1 ჭიქა წყალ

3 ც მიხაკი

მომზადება:

მოაცილეთ ვაშლს გულები, დაჭერით ნაჭრებად.

მოათავსეთ ქვაბში, დასხით 1 ჭიქა წყალი. მოთუშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ ვაშლი კარგად არ მოიხარშება (30-60 წთ).

დაუმატეთ სუნელები, ლიმონის ცედრა და არაქისის პასტა ან ჩვეულებრივი კარაქი.

მოთუშეთ მასა შესქელებამდე. შემდეგ ათქვიფეთ ბლენდერით.

მოათავსეთ მინის ქილებში, კარგად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

ასევე, ხილის კარაქი შეგიძლიათ ფორმებში ან კონტეინერებში ჩაასხათ და შეინახოთ საყინულეში. სურვილისამებრ, ვაშლის კარაქი წაუსვით ბისკვიტებს, დაუმატეთ იოგურტში და კერძებში. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ