ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებიხერხემლის მალთაშუა თიაქარი, მიზეზები, მკურნალობა და რეკომენდაციები

ხერხემლის მალთაშუა თიაქარი, მიზეზები, მკურნალობა და რეკომენდაციები

გადაცემა „მკურნალი“

თემა: ხერხემლის მალთაშუა თიაქარი, მიზეზები, მკურნალობა და რეკომენდაციები

საუბრობს ნეიროქირურგი; მედიცინის დოქტორი, პროფესორი,კლინიკა „ინოვას“ ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ჭელიშვილი:

„ძალიან ხშირია. ნეიროქირურგიაში ყველაზე მეტი პაციენტი მოგვმართავს ხერხემლის მალთაშუა თიაქარით.

ხერხემლის ქირურგია უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე თავის ტვინის ქირურგია, თავის ტვინის სიმსივნეების ამოღება მე-19 საუკუნეში დაიწყეს.

დისკის პრობლემა აღმოაჩინეს შემთხვევით. 30-იანი წლების დასაწყისში ერთ-ერთმა ნეიროქირურგმა აღწერა რვა შემთხვევა, როდესაც ხერხემლის არხში იყო ხორდომა. მან ჩათვალა, რომ ეს იყო სიმსივნე. გაკეთდა ოპერაცია, იპოვა ხრტილი და ჩათვალა, რომ იყო ხრტილოვანი სიმსივნე. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს იყო დისკის თიაქარი.

დისკი არის ბალიში ხრტილოვან მალებს შორის. როდესაც ის ავადდება, ეცვლება სტრუქტურა და შეიძლება ხრტილი გამოვიდეს ხერხემლის არხში, სადაც არის ნერვული სტრუქტურები. თუ წინ გაიწევს მუცლისკენ, შესამჩნევი არ იქნება.

წელთან ის აწვება ნერვის ფესვებს და ყველაზე ხშირად იწვევს ტკივილს. ამას ჰქვია წელის რადიკულიტი.

კისერთან, შესაძლოა, გვერდზე გაჩნდეს თიაქარი და დააწვეს ნერვის ფესვს და ეს გამოიწვევს ხელის ტკივილს, გამოიწვევს კისრის რადიკულიტს. თუ ზურგთან ტვინთან შეიწევს და ამას ძალიან ბევრი რამის გამოწვევა შეუძლია…

შეიძლება თუ არა მკურნალობა?

პაციენტების უმეტესობა, რომლებიც ამ ჩივილით მოგვმართავენ, იტარებს მკურნალობას და არა ოპერაციას.

სწორად შერჩეულ პაციენტში თანამედროვე ოპერაციის შემთხვევაში 90%-ზე მეტია შედეგიანობა.

ქირურგიაში 90%-ზე მეტი არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი…“

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.

რეპროდუქციული ჯანრმთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო გაიხსნა 2016 წელს.

ინოვა ინვიტროს პრიორიტეტული სფეროა ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტირება და მართვა- მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით.

კლინიკის სპეციალისტები გვთავაზობენ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციას.

ექიმები არიან სერთიფიცირებული რეპროდუქტოლოგიასა და მეან-გინეკოლოგიაში და აქვთ ინვიტრო განაყოფიერების სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.

კლინიკის საქმიანობის მიმართულებებია:

  • ინვიტრო განაყოფიერება

  • ინსემინაცია

  • დონაცია-სუროგაციის პროგრამები

  • გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია

  • ნეიროენდოკრინოლოგია

  • კონსერვატიული გინეკოლოგია

  • თვითნებითი აბორტების მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა

  • კონტრაცეპცია

ინოვა ინვიტროს ექიმების წარმატება გუნდის გაერთიანებული ძალისხმევის შედეგია, რომელიც მკურნალობას ახორციელებს თანამედროვე ექსპერტული ცოდნის და ინოვაციების შესაბამისად. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ტექნოლოგიებით. მკურნალობის დაწყებისას გჭირდებათ იმის გარანტია, რომ თქვენ ირჩევთ წარმატებულ პროგრამას. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების შეფასება დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე. თქვენი რეპროდუქტოლოგი დაგეხმარებათ შეაფასოთ წარმატების შანსები თქვენს კონკრეტულ სიტუაციაში.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
ბავშვის ზრდა-განვითარების თეორიული მიდგომები

ბავშვის ზრდა-განვითარების თეორიული მიდგომები

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
კულინარიული ექსპედიციის მიერ შეგროვებული უნიკალური ქართული საწებლების რეცეპტები 

კულინარიული ექსპედიციის მიერ შეგროვებული უნიკალური ქართული საწებლების რეცეპტები 

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
“ძლიერი ქარბუქი, თოვლი…”- გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!

“ძლიერი ქარბუქი, თოვლი…”- გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!

ნოემბერი 25, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ფერის სამოსი არ უნდა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს

რა ფერის სამოსი არ უნდა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები