ხაჭოს ფუნთუშები

0
41
#post_seo_title

თუ ბევრი ხაჭო დაგიგროვდათ, გამოიყენეთ და გამოაცხვეთ ხაჭოს  ფუნთუშები. ეს დესერტი ყველასთვის საყვარელი გახდება. პირველ რიგში ისინი ჰაეროვანია, მეორე რიგში კი უსწრაფესად მზადდება.

ხაჭოს ფუნთუშები რომ მოამზადოღ აურიეთ ინგრედიენტები მოცემული რაოდენობით და 10 – 12 ფუნთუშას მიიღებთ.

ინგრედიენტები: ხაჭო 250გ, კვერცხი 2ც, შაქარი 5ს.კ. მარილი. ვანილინი

გამაფხვიერებელი

ხორბლის ფქვილი 250გ

რძე 2ს. კ.

მომზადება
  1. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან, ვანილინთან და მარილთან ერთად. შეურიეთ ხაჭო.
  2. ფქვილს დააყარეთ გამაფხვიერებელი. მოზილეთ მსუბუქი ცომი. ხელებში ოდნავ უნდა სრიალებდეს.
  3. გაზქურაში პერგამენტი გაშალეთ და წაუსვით მცენარეული ზეთი.
  4. დაისველეთ ხელები ცივი წყლით. მიეცით ფორმა ფუნთუშებს. მოათავსეთ გაზქურაში 190გრადუსზე 12 წუთით.
  5. წაუსვით ფუნთუშებს რძე კულინარიული ფუნჯით. მოაყარეთ შაქარი. შედგით ისევ გაზქურაში 3-5 წუთით.

ფუნთუშები შევარდისფერდება. შეგიძლიათ სუფრასთან კენკრის სიროფთან ან დარიჩინთან ერთად მიიტანოთ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები