ხაჭოს ტორტი “ორი ზოლი”, ტკბილი ჰაეროვანი სასწაული.

0
103
#post_seo_title

ეს ტორტი მიეკუთვნება სწრაფად მოსამზადებელ კატეგორიას, შეიცავს მარტივ და გემრიელ პროდუქტებს. მასზე მხოლოდ 20 წუთი იხარჯება, მხოლოდ საჭიროა დაელოდოთ სანამ პეჩენია კრემით გაიჟღინთება და ტორტი მაცივარში გაცივდება, მაგრამ ამ ყველაფრის თვალის დევნება საჭირო არ არის. გემოთი არ ჩამოუვარდება ტრადიციულ, რთულად გამოსაცხობ ტორტს.

 

ხაჭოს ტორტი “ორი ზოლი”, ტკბილი ჰაეროვანი სასწაული. | შენი სუფრა

შეგიძლიათ გამოიყენოთ საფუძვლად ნებისმიერი ორცხობილა, კრეკერი, პრიანიკი. კრემისთვის ხაჭო, არაჟანი ან იოგურტი. ეს პროდუქტები შეიძლება გახდეს კულინარიული ხელოვნების ნამდვილი შედევრები.

 

ხაჭოს ტორტი “ორი ზოლი”, ტკბილი ჰაეროვანი სასწაული. | შენი სუფრა

ტორტი გამოცხობის გარეშე პეჩენიით და ხაჭოთი

ინგრედიენტები

300 გრ კაკაოს ტკბილი პეჩენია

250 გრ ხაჭო

250 გრ არაჟანი

100 გ შაქარი

1 ს/კ. ჟელატინის გრანულები

75 მლ წყალი

პატარა შოკოლადის ფილა გაფორმებისთვის.

მომზადება

თასში ჩადეთ ჟელაატინი და დაასხით წყალი, დააყოვნეთ რამოდენიმე წუთს.

 

ხაჭოს ტორტი “ორი ზოლი”, ტკბილი ჰაეროვანი სასწაული. | შენი სუფრა

გადაასხით ქვაბში და დადგით ცეცხლზე ჟელატინის გახსნამდე.

დააბლენდერეთ შაქარი, არაჟანი და ხაჭო, მიიღებთ მსუბუქ კრემს.

 

ხაჭოს ტორტი “ორი ზოლი”, ტკბილი ჰაეროვანი სასწაული. | შენი სუფრა

დაამატეთ კრემს ჟელატინი და კვლავ ათქვიფეთ.

ფორმაში ერთ ფენად დააწყეთ პეჩენიები და დაასხით კრემი.

 

ხაჭოს ტორტი “ორი ზოლი”, ტკბილი ჰაეროვანი სასწაული. | შენი სუფრა

უნდა გამოგივიდეთ სამი ფენა პეჩენია და სამი კრემის ფენა.

 

ხაჭოს ტორტი “ორი ზოლი”, ტკბილი ჰაეროვანი სასწაული. | შენი სუფრა

დააფარეთ საკვების ცელოფანი და დატოვეთ ღაამით მაცივარში.

როცა კრემით გაიჟღინთება მზად არის, ტორტი გამოდის ნაზი და რბილი. შეგიძლიათ კრემს დაუმატოთ კაკაო და პეჩენია გამოიყენოთ თეთრი. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი ან მოასხით შოკოლადის მინანქარი.

READ  საგაზაფხულო განწყობის ამაღლებული ტემპერატურა – შესანიშნავი სალათა ′′ ტიტები “!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ