ხაჭოს ვარენიკები რომლის გემოც ბავშვობაში დაგაბრუნებთ

0
91
#post_seo_title

ხაჭოს ვარენიკები ბავშვობიდან ყველას უყვარს. სახლის პირობებში მომზადებული ბევრად უფრო გემრიელი და ფაფუკი გამოდის, ვიდრე ის, რაც მზა სახით იყიდება. უმჯობესია, თუ ვარენიკს კეფირზე მოამზადებთ.

ხაჭოს ვარენიკები, უკრაინული და ნამდვილი საერთოდ არ ჰგავს ნახევარფაბრიკატებს. ისინი ნახევარმთვარის ფორმის პელმენებს უფრო წააგავს.

დღეს ჩვენ გთავაზობთ სწორედ უკრაინული ვარენიკების შეუდარებელ რეცეპტს.

ხაჭოს ვარენიკები რომლის გემოც ბავშვობაში დაგაბრუნებთ | შენი სუფრა

ინგრედიენტები

  • 400 გ ხაჭო
  • 1 ცალი კვერცხი
  • 2 ს. კ. შაქარი
  • 300 მლ კეფირი
  • 2 ს. კ. მანი
  • 300 გ ფქვილი
  • 1 ჩ. კ. სოდა
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი

მომზადება

1. დაიწყეთ შიგთავსით: ხაჭო და კვერცხი კარგად ასრისეთ შაქართან და მანისთან ერთად. დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი, რათა არ გაშრეს და გადადეთ გვერდზე. მანი უნდა გაფუვდეს.

ხაჭოს ვარენიკები რომლის გემოც ბავშვობაში დაგაბრუნებთ | შენი სუფრა

2. გაცერით ფქვილი, შეურიეთ მას სოდა და მარილი. შემდეგ დაამატეთ კეფირი და მოზილეთ რბილი ცომი, რომელიც ხელებს ეკრობა.

ხაჭოს ვარენიკები რომლის გემოც ბავშვობაში დაგაბრუნებთ | შენი სუფრა

3. მოაყარეთ ცომს ფქვილი, დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დაასვენეთ ათი წუთით.

ხაჭოს ვარენიკები რომლის გემოც ბავშვობაში დაგაბრუნებთ | შენი სუფრა

4. ცომი გააბრტყელეთ მრგვლად ნახევარი სმ სისქის ფირფიტის სახით. ამოჭერით მისგან წრეები.

ხაჭოს ვარენიკები რომლის გემოც ბავშვობაში დაგაბრუნებთ | შენი სუფრა

5. შიგთავსი დაადეთ ცომს და ცოტათი გაჭიმეთ. შემდეგ შეუერთეთ ნაპირები თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით.

ხაჭოს ვარენიკები რომლის გემოც ბავშვობაში დაგაბრუნებთ | შენი სუფრა

6. აადუღეთ წყალი და მოხარშეთ ვარენიკები ჩვიდი წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ ჭარბი რაოდენობა გაყინოთ.

ხაჭოს ვარენიკები რომლის გემოც ბავშვობაში დაგაბრუნებთ | შენი სუფრა

ასეთი ვარენიკის ცომი გამოდის უფრო წვნიანი და ჰაეროვანი. ის არ იშლება. მსგავს ცომში ნებისმიერი შიგთავსი გემრიელი იქნება. თუმცა ყველაზე მეტად ხაჭოსა და კენრის კომბინაციაა წარმატებული. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ალუბალი ან მარწყვი – ასეთ შემთხვევაში ვარენიკები ივსება ტკბილი წვენით და ხარშვისას მაინც არ იშლება.

გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  ხაჭოს ტორტი “ორი ზოლი”, ტკბილი ჰაეროვანი სასწაული.