ჭვავის პური, რომელსაც ქართველების უმრავლესობა “შავ პურს” უწოდებს, უკვე დიდი ხანია პატივითა და დიდებით სარგებლობს,
ჭვავის პური მოთხოვნადია და არა მარტო იმიტომ, რომ ის ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოა. სხვათა შორის, ევროპის ბევრ ქვეყანაში სწორედ ჭვავის პურს უწოდებენ “პურს”, ხოლო სხვა პურ-ფუნთუშეულის აღსანიშნავად კი კონკრეტიზაციას მიმართავენ (მაგალითად, ხორბლის პური, ბატონი, ფუნთუშა და სხვა).
ჭვავის პურს რამდენიმე ღირსება აქვს, რომელთა გამოც ექიმები, დიეტოლოგები და უბრალოდ, ჯანმრთელი ადამიანები მას თეთრი პურის საპირწონედ განიხილავენ.
ჭვავის პურის მთავარი სასარგებლო თვისებებია:
თეთრ პურთან შედარებით უფრო მეტად გამოხატული არომატი. ნაკლები კალორიულობა. მართლაც, რაც უფრო “შავია” პური, რაც უფრო მეტია მასში ჭვავის და ალაოს შემცველობა, ის მით უფრო ნაკლებად კალორიულია. 100 გრამი ჭვავის პური – 190-200 კილოკალორიას, ხოლო თეთრი პურის იგივე რაოდენობა – 250კკალ შეიცავს.
ვიტამინების (ა, პპ, ე და ბ ჯგუფის ვიტამინები), შეუცვლელი ამინომჟავების, მიკრო და მაკროელემენტების მეტი რაოდენობა. რომელიც შავი პურის მომზადების სწორი ტექნოლოგიის თავისებურებით მიიღწევა. კუჭ-ნაწლავის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის საჭირო მცენარეული უჯრედისები, რომლებსაც ჭვავის პური გაცილებით დიდი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე თეთრი პური.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi